სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების “საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის” დებულების შესახებ
მიღების თარიღი 22.08.2000
გამომცემი ორგანო ეკონომიკის სამინისტრო
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.399
გამოქვეყნების წყარო სსმ, 79, 31/08/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2000 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| დირექტორი | 1 |
| დირექტორის პირველი მოადგილე | 1 |
| დირექტორის მოადგილე | 2 |
| დირექტორის თანაშემწე | 1 |
| მთავარი ბუღალტერი | 1 |
| კანცელარიის უფროსი | 1 |
| იურისტი (მთავარი სპეციალიტი) | 1 |
| ჰუმანიტარული დახმარების ოპერატიული მართვის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი | 1 |
| ჰუმანიტარული დახმარების ოპერატიული მართვის და მინიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი | 2 |
| ჰუმანიტარული დახმარების ოპერატიული მართვის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი | 1 |
| გარდამავალი ეტაპის პროგრამების ოპერატიული მართვის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი | 1 |
| გარდამავალი ეტაპის პროგრამების ოპერატიული მართვის და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალიტი | 2 |
| გარდამავალი ეტაპის პროგრამების ოპერატიული მართვის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალიტი | 1 |
| ინფორმაციის ანალიზის სამმართველოს უფროსი | 1 |
| ინფორმაციის ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი | 2 |
დოკუმენტის ტექსტი
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების “საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის” დებულების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 42.5pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.399
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის
ბრძანება №20
2000 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების "საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის" დებულების შესახებ
"აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულების "საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ" თანახმად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების "საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულება".
2. ძალდაკარგულად ჩაითვალოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობათა სამინისტროს ბრძანება №18 08.05.1998 წ. "საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ".
ი. ჩხარტიშვილი
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) არის საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაცია; საერთაშორისო და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საქველმოქმედო საქმიანობის ხელშეწყობა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში მონაწილეობა
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და უზრუნველყოფს მათ შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3. დეპარტამენტი იქმნება და საქმიანობას წყვეტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დეპარტამენტის დაფინანსება ხდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.
5. დეპარტამენტის მისამართია: ქ. თბილისი, ვ. ბერიძის ქ. №6.
თავი II. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები
6. დეპარტამენტის მიზანია:
ა) საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლა და სახელმწიფოებრივი ხელშეწყობა, კანონით გათვალისწინებული მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
ბ) ხელი შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებას, რომლებიც ახორციელებენ საქველმოქმედო საქმიანობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი როლის ამაღლებას, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და დემოკრატიის განმტკიცების მიზნით;
გ) საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებლი საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოკვლევა და საინფორმაციო ბანკის შექმნა;
დ) საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებლი საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის კონსულტაციებისა და სხვადასხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარების გაწევის გზით;
ე) იყოს შუამავალი რგოლი სამათავრობო დაწესებულებებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მათი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით;
ვ) საქართველოსათვის ჰუმანიტარული დახმარების შესაძლო წყაროების გამონახვა, მათი რეალიზაციის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ზ) კონტაქტების დამყარება და ურთიერთობა დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო დახმარების საკითხებთან დაკავშირებით, საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების პროგრამების დაფინანსებისათვის ხელის შეწყობა;
თ) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სოციალურად დაუცველი ფენების და მოსახლეობის სხვადასხვა ფენების საჭიროების შესწავლა, დაინტერესებული სამინისტროების და უწყებების მონაწილეობით იმ სფეროების განსაზღვრა, რომელთა დაკმაყოფილებისათვის შესაძლებელია საერთაშორისო დახმარების მოზიდვა;
ი) საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების უზრუნველყოფა მათი მუშაობისათვის საჭირო ინფორმაციით და რეკომენდაციების გაწევა პროგრამების შედგენისა და მათი რესურსების რაციონალურად გამოყენების მიზნით.
7. თავისი მიზნებიდან გამომდინარე, დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ თავის საქმიანობას ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროებში:
· ადამიანის უფლებების დაცვა;
· სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება;
· სოციალური დაცვის და სოციალური ადაპტაცია;
· საომარი კონფლიქტების, ეკოლოგიური და სამრეწველო კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
· მშვიდობის განმტკიცება;
· სოციალური, ეროვნული, რელიგიური კონფლიქტების თავიდან აცილება და მოგვარება;
· მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება;
· დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება;
· განათლება;
· გარემოს დაცვა;
· მეცნიერება;
· ჯანმრთელობის დაცვა;
· ფიზიკური კულტურა;
· კულტურა და ხელოვნება;
· მცირე ბიზნესის განვითარება და დასაქმება.
ბ) განახორციელოს ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აკრედიტაცია. გაუწიოს საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციებს ინფორმაციული და მეთოდოლოგიური მომსახურეობა მენეჯმენტის, დაგეგმვის, რესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხებში საზოგადოებაში არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით;
გ) შეისწავლოს და გაუზიაროს საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციებს საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება ამ სფეროში;
დ) ითანამშრომლოს დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან საქველმოქმედო პროგრამათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;
ე) წარუდგინოს სამინისტროს და საქართველოს მთავრობას წინადადებები საერთაშორისო ორგანიზაციების და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;
ვ) მოითხოვოს საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლებიც ახორციელებენ საქველმოქმედო საქმიანობას.
ზ) დაადგინოს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოსული ტვირთების ჰუმანიტარული ხასიათი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) აღძრას შუამდგომლობა საბაჟო დეპარტამენტის წინაშე ჰუმანიტარული დახმარების გზით შემოსული ტვირთების დოკუმენტაციის გასაფორმებლად;
ი) აღძრას შუამდგომლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დახმარების მისიით ჩამოსული საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის ვიზების გასაფორმებლად;
კ) განახორციელოს მიმდინარე პროგრამების მონიტორინგი;
ლ) დეპარტამენტი არ არის პასუხისმგებელი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე.
თავი III. დეპარტამენტის მართვა
8. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი.
9. დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
10. დეპარტამენტის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
11. დეპარტამენტში იქმნება: დირექცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილეები, კანცელარია, ბუღალტერი, იურისტი), ჰუმანიტარული დახმარების ოპერატიული მართვის და მონიტორინგის სამმართველო, გარდამავალი ეტაპის პროგრამების ოპერატიული მართვის და მონიტორინგის სამმართველო, ინფორმაციის ანალიზის სამმართველო.
12. დეპარტამენტის თანამშრომლებს ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი ბრძანების საფუძველზე.
13. დეპარტამენტს აქვს საკუთარი ბლანკი, ბეჭედი და კუთხოვანი შტამპი, რომლის ფორმას ამტკიცევს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი.
14. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დეპარტამენტის სტრუქტურა
დირექტორი
1
დირექტორის პირველი მოადგილე
1
დირექტორის მოადგილე
2
დირექტორის თანაშემწე
1
მთავარი ბუღალტერი
1
კანცელარიის უფროსი
1
იურისტი (მთავარი სპეციალიტი)
1
ჰუმანიტარული დახმარების ოპერატიული მართვის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
1
ჰუმანიტარული დახმარების ოპერატიული მართვის და მინიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
2
ჰუმანიტარული დახმარების ოპერატიული მართვის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
1
გარდამავალი ეტაპის პროგრამების ოპერატიული მართვის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
1
გარდამავალი ეტაპის პროგრამების ოპერატიული მართვის და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალიტი
2
გარდამავალი ეტაპის პროგრამების ოპერატიული მართვის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალიტი
1
ინფორმაციის ანალიზის სამმართველოს უფროსი
1
ინფორმაციის ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
2
ინფორმაციის ანალიზის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
1
ჯამი:
20