“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №120 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№214
სარეგისტრაციო კოდი
010.012.004.404
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 79, 31/08/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი010.012.004.404

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №214

2000 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №120 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ

„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის XII თავის შესაბამისად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით ვბრძანებ:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ” ქვეპუნქტი:

„თ) მსჯავრდებულთა დასაქმების ორგანიზება და ამ მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.”.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ” ქვეპუნქტი:

„ვ) მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველო”.

3. დამტკიცდეს ეკონომიკური დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს თანდართული დებულება და საწარმოო უბნის სანიმუშო წესდება.

ჯ. ხეცურიანი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს საწარმოო უბნის სანიმუშო

წ ე ს დ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „საწარმოო უბანი” წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულს.

2. საწარმოო უბნის იურიდიული მისამართია . . . . . . . . . . . . . .

3. საწარმოო უბანი იქმნება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 2. საწარმოო უბნის იურიდიული სტატუსი

1. საწარმოო უბანს, როგორც ეკონომიკური დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულს, აქვს განცალკევებული ქონება, რომელიც მას გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონებიდან მინისტრის ბრძანებით, სარგებლობის უფლებით.

2. საწარმოო უბანს გააჩნია: დამოუკიდებელი ბალანსი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილია, ბეჭედი და შტამპი.

    მუხლი 3. საქმიანობის საგანი და მიზნები

1. საწარმოო უბნის შექმნის მიზანია:

ა) მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი შრომითი უზრუნველყოფა;

ბ) „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლით დადგენილი წესით სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციასთან ერთად შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა;

გ) წარმოებული პროდუქციითა და მისი რეალიზაციით მიღებული შემოსავლით პატიმართა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

2. მე-3 მუხლის I პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საწარმოო უბანი ახორციელებს:

ა) იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის საჭირო ინვენტარისა და პროდუქციის პრიორიტეტულ წარმოებას;

ბ) სახალხო მეურნეობის დარგებისათვის საჭირო პროდუქციის წარმოებას შეკვეთების საფუძველზე;

გ) ფართო მოხმარების საქონლისა და საგნების წარმოებასა და რეალიზაციას და ყველა ისეთი სახის საქმიანობას, რომელიც ნებადართულია კანონით და რომელიც შეიძლება განხორციელდეს პატიმართა დასაქმების მიზნით.

    მუხლი 4. საწარმოო უბნის ხელმძღვანელობა

1. საწარმოო უბნის ხელმძღვანელობას ახორციელებს საწარმოო უბნის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი.

2. საწარმოო უბნის უფროსი ვალდებულია საწარმოს საქმიანობა წარმართოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საწარმოო უბნის უფროსი საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას შეიმუშავებს და ამტკიცებს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოსთან შეთანხმებით.

4. საწარმოო უბნის უფროსის მოადგილეს (მოადგილეებს) და თანამდებობის პირებს მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოსთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს საწარმოო უბნის უფროსი.

    მუხლი 5. წარმომადგენლობა

1. საწარმოო უბნის წარმომადგენლობა ეკისრება მის უფროსს. იგი წარმოადგენს საწარმოო უბანს მესამე პირებთან ურთიერთობაში. მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოსთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამზადებს და დებს გარიგებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საწარმოო უბნის უფროსი ამუშავებს გამოსაშვები პროდუქციის საპროგნოზო მოცულობებს სახეობების მიხედვით და ათანხმებს მას მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოსთან.

3. საწარმოო უბნის უფროსის თანამდებობიდან წასვლის ან მისი გათავისუფლების შემთხვევაში უბნის წარმომადგენლობა დაეკისრება უბნის უფროსის მოადგილეს, ვიდრე დანიშნულ იქნება საწარმოო უბნის ახალი უფროსი.

6. იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებანი საწარმოო უბნის მართვის სფეროში

1. იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებებს იღებს შემდეგ საკითხებზე:

ა) წლიური ანგარიშის დამტკიცება;

ბ) სამეურნეო შედეგების გამოყენება;

გ) უფროსის დანიშვნა-გათავისუფლება;

დ) საწარმოო უბნის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა.

    მუხლი 7. საწარმოო უბნის ქონება, ფონდები, მოგებისა და ზარალის განაწილება

1. საწარმოო უბნის ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მინისტრის ბრძანებით გადაცემული აქვს ბალანსზე სარგებლობის უფლებით.

2. საწარმოო უბნის ქონება შედგება სამინისტროს მიერ საწარმოსათვის გადაცემული ძირითადი ფონდების, საბრუნავი საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობებისაგან, რომელთა ღირებულებაც ასახულია საწარმოო ბალანსზე.

3. საწარმოო უბნის ქონება იქმნება აგრეთვე მისი სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

4. საწარმოო უბნის წლიური მოგება მიემართება იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე და მისი განაწილების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 8. ანგარიშგება

1. საწარმოო უბანი კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს იუსტიციის სამინისტროს.

2. სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს უფლება აქვს ჩაატაროს საწარმოო უბნის საწარმოო-საფინანსო საქმიანობის რევიზია. რევიზიის ჩატარების პერიოდულობა განისაზღვრება ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ. ნებისმიერი სახის შემოწმების ჩატარებისას არ უნდა დაირღვეს საწარმოო უბნის მუშაობის რიტმი.

    მუხლი 9. დავების გადაწყვეტა

საწარმოო უბნის საქმიანობისას წარმოშობილი დავების გადაწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 10. საწარმოო უბნის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. საწარმოო უბნის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის სამინისტრო.

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეკონომიკური დეპარტამენტის შრომითი რეაბილიტაციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. სამმართველოს დანიშნულებაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის ორგანიზება.

3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებით.

4. სამმართველო საქმიანობას წარმართავს კანონიერების, პიროვნების პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით.

    მუხლი 2. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები

სამმართველოს საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:

1. მსჯავრდებულთა ნებაყოფლობით შრომაში ჩაბმის მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

2. სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზების სწორი, მიზანდასახული ექსპლუატაციით მოგების მიღება, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების მატერიალური ბაზის გაუმჯობესებასა და მუშაკთა შრომის ანაზღაურების ზრდას მოხმარდება.

3. სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის საჭირო საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებისა და ინვენტარის წარმოების პრიორიტეტული განვითარება.

4. ამ ამოცანების შესასრულებლად სამმართველო სასჯელაღსრულების დაწესებულებების ტერიტორიაზე ქმნის საწარმოო უბნებს.

5. სამმართველო შეიმუშავებს და ეკონომიკურ დეპარტამენტს წარუდგენს წინადადებებს წარმოების განვითარებისათვის, მატერიალური ბაზის სრულყოფისათვის საჭირო ღონისძიებებს.

6. სამეურნეო საქმიანობის შედეგებს ამტკიცებს ეკონომიკური დეპარტამენტი; მიღებული მოგების განაწილების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

    მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი ეკონომიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, არჩევს სამმართველოსა და საწარმოო უბნების მუშაკების კანდიდატურებს, ათანხმებს ეკონომიკური დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ეს უკანასკნელი წარუდგენს მინისტრს დასანიშნად;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მუშაკთა შორის, განსაზღვრავს პრიორიტეტებს საწარმოო უბნებში ამა თუ იმ პროდუქციის გამოშვებისათვის, ამუშავებს მიმდინარე და პრესპექტიულ გეგმებს;

გ) მონაწილეობს სამმართველოს სახელით ხელშეკრულების მომზადებაში, შეაქვს მასში აუცილებელი კორექტივები და ამზადებს მათ ხელმოსაწერად;

დ) ახორციელებს ამ დებულებითა და ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ მის კომპეტენციაში შემავალ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 4. სამმართველოს სტრუქტურა.

1. სამმართველო წარმოდგენილია შემდეგი სტრუქტურით:

ა) უფროსი;

ბ) მოადგილე;

გ) მრჩეველი – 3;

დ) საწარმოო უბნები, რომელთა საშტატო განრიგი განისაზღვრება ცალკეული უბნების სპეციფიკიდან გამომდინარე.

2. საწარმოო უბნების წესდებას შეიმუშავებს ეკონომიკური დეპარტამენტი და ამტკიცებს მინისტრი.

3. საწარმოო უბნები იქმნება და უქმდება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 5. სამმართველოს ქონება

1. სამმართველოს გააჩნია საკუთარი ქონება ძირითადი, საბრუნავი და სხვა მატერიალური ფასეულობების სახით.

2. სამმართველოს საწარმოო უბნების სამეურნეო საქმიანობას წარმართავს ძირითადად სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დაცული ტერიტორიების შიგნით. ამ ტერიტორიების გარეთ სამეურნეო საქმიანობისათვის მსჯავრდებულთა გამოყენების წესს განსაკუთრებულ შემთხვევაში განსაზღვრავს მინისტრი.

    მუხლი 6. სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა, ფუნქციონირების შეჩერება

1. სამმართველოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

2. სამმართველოს ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.