„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 01.04.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №446-IVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 010010000.09.001.016653
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2021
matsne.gov.ge 1,496 სიტყვა · ~7 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე   თბილისი, 1 აპრილი 2021 წ. N446-IVმს-Xმპ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 98% 18.07.2021 „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 98% 17.03.2020 „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 97% 09.09.2022 „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 97% 11.12.2015 „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 95% 02.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/42, 24.03.2021) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი. 2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 5 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:        ა) შალვა პაპუაშვილი             –       საქართველოს პარლამენტის განათლებისა და                                                                    მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე                                                                      (კომისიის თავმჯდომარე);                        ბ) კახაბერ კუჭავა                   –        საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის                                                                    მოადგილე;                           გ) ლევან იოსელიანი             –         საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის                                                                   მოადგილე (კომისიის მდივანი);        დ) ალექსანდრე ელისაშვილი   –     საქართველოს პარლამენტის წევრი;             ე) დავით ზილფიმიანი             –     საქართველოს პარლამენტის წევრი. 3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კომისიის სხდომებზე დასასწრებად მოიწვიოს სხვა პირები. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე თბილისი, 1 აპრილი 2021 წ. N446-IVმს-Xმპ პროექტი საქართველოს კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1🔗. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.10.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010010000.01.001.016012) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები: „11. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 3 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 3 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. 12. 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.“. მუხლი 2🔗. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი                                 სალომე ზურაბიშვილი განმარტებითი ბარათი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი ნორმების თანახმად, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები გაიმართება სრულად პროპორციული სისტემით, ხოლო ამ არჩევნებში კონსტიტუცია ადგენს 5%-იან საარჩევნო ბარიერს, რაც პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის ფორმირებისთვის საერთაშორისო პრაქტიკით აპრობირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტში პოლიტიკური პოლარიზების შემცირებისა და პარტიული მრავალფეროვნების წახალისების მიზნით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისთვის ერთჯერადად დადგინდა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი. შედეგად, პარლამენტის წევრის მანდატი მოიპოვა 9 საარჩევნო სუბიექტმა, რომელთაგან ექვსმა 3%-ზე მაღალი შედეგი მიიღო, ხოლო ერთ საარჩევნო სუბიექტს 3%-იან შედეგამდე 0,11% დააკლდა. 5%-ზე მეტი მხარდაჭერა კი მხოლოდ ორმა საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა. ამომრჩეველთა ამგვარი წარმომადგენლობა, ერთი მხრივ, მიუთითებს საარჩევნო ბარიერის არსებობის აუცილებლობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის ფორმირება, ხოლო მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-ზე მეტი მხარდაჭერა მხოლოდ ორმა საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა, ჯერ კიდევ მიანიშნებს პოლარიზაციის ხარისხის მაღალ მაჩვენებელზე. ამასთანავე, მომდევნო ოთხი წელი შესაძლოა არც კი იყოს საკმარისი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდისთვის პოლიტიკური პარტიების იმგვარად გასაძლიერებლად, რომ ბევრმა პარტიამ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა შეძლოს. შესაბამისად, წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზანია ამ საკითხის დაბალანსებულად გადაწყვეტა, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერის პირობებში პოლიტიკური პარტიებისთვის საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობის მისაცემად შემცირდეს საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად საჭირო პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობა, რომელიც კონსტიტუციის მოქმედი ნორმის თანახმად პარლამენტის შვიდი წევრია. ეს საკითხი მნიშვნელოვანია მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, სადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, პარტიების დაახლოებით ნახევარი  მოკლებულია  დამოუკიდებლად  ფრაქციის  შექმნის  შესაძლებლობას. შესაბამისად, კონსტიტუციური კანონის პროექტით წარმოდგენილი ცვლილება 2024 წლამდე და 2024 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-მდე შემცირების თაობაზე აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტას ემსახურება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: 2024 წლიდან გასამართ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად საჭირო პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობა დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, ამ საკითხების ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია ცვლილების შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კონსტიტუციური კანონის მიღება უზრუნველყოფს ოპოზიციური პარტიების მეტ წარმომადგენლობას და პლურალიზმის მაღალ ხარისხს საქართველოს პარლამენტში. ეს საშუალებას აძლევს, თუნდაც, მცირე მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ პარტიებს, მოიპოვონ წარმომადგენლობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საარჩევნო სუბიექტები, რომლებმაც ხმების 3%-ზე მეტი მიიღეს, ჯამში ამომრჩეველთა 88,62%-ს წარმოადგენენ, ხოლო პარტია „გირჩის“ შედეგის ჩათვლით, რომელსაც 0,11% დააკლდა 3%-იანი შედეგის მისაღებად, წარმოდგენილ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 91,51%-ს შეადგენს. ამასთანავე, წარმოდგენილი ცვლილება 2024 წლამდე და 2024 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად საჭირო პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობის შემცირების თაობაზე ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კონსტიტუციური კანონის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში და მის მე-2 მუხლს ემატება მე-11 პუნქტი, რომლითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მცირდება 3%-მდე. ამასთანავე, აღნიშნულ მუხლს ემატება მე-12 პუნქტი, რომლითაც დგინდება, რომ 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კონსტიტუციური კანონის პროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კონსტიტუციური კანონის პროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კონსტიტუციური კანონის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ​1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)  სახელმწიფო,  არასახელმწიფო  ან/და  საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე  ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, ანრი ოხანაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, შალვა პაპუაშვილი, ფრიდონ ინჯია, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, ირაკლი ზარქუა, სოზარ სუბარი, რატი იონათამიშვილი, გია ბენაშვილი, ირაკლი ბერაია, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნოდარ ტურძელაძე, ვიქტორ სანიკიძე, დავით სერგეენკო, ირმა ზავრადაშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, რესან კონცელიძე, რამინა ბერაძე, ზაზა ლომინაძე, ელგუჯა გოცირიძე, ვასილ ჩიგოგიძე, ალექსანდრე ტაბატაძე, მიხეილ დაუშვილი, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, დავით კაჭარავა, ვლადიმერ კახაძე, პაატა კვიჟინაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, ბექა ოდიშარია, მიხეილ ყაველაშვილი, მაია მენაღარიშვილი, მარიამ ლაშხი, ქეთევან დუმბაძე, გიორგი ხოჯევანიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით სონღულაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი ჩიქოვანი, ელისო ბოლქვაძე, თამარ ტალიაშვილი, გიორგი ამილახვარი, ნინო  წილოსანი,  ირაკლი  (დაჩი)  ბერაია,  ალექსანდრე  მოწერელია,  გოდერძი ჩანქსელიანი, სამველ მანუკიანი, მიხეილ სარჯველაძე, გოგი მეშველიანი, კახა კახიშვილი, ნინო ლაცაბიძე, ხატია წილოსანი, ისკო დასენი, სავალან მირზოევი, გიორგი ხელაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ედიშერ თოლორაია, შოთა ხაბარელი, შალვა კერესელიძე, მაკა ბოჭორიშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ალუდა ღუდუშაური, კახაბერ კუჭავა, ზაურ დარგალი, ბექა ლილუაშვილი, გივი მიქანაძე, ანტონ ობოლაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ანა ბუჩუკური, დავით ზილფიმიანი, სუმბატ კიურეღიანი, ირაკლი სესიაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გოჩა ენუქიძე, გელა მიქაძე, ირაკლი კოვზანაძე, ავთანდილ ენუქიძე.