ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 05.04.2021
ძალის დაკარგვა 10.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №154
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.022709
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №154
2021 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით:
1. ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის შესამუშავებლად შეიქმნას ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – განვითარების და რეფორმების საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
თ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ი) საქართველოს იუსტიციის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ლ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
მ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ნ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
პ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი.
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, განვითარების და რეფორმების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრების კანდიდატურები.
3. განვითარების და რეფორმების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;
გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
4. განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.
5. განვითარების და რეფორმების საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, განვითარების და რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით.
6. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყების/დაწესებულების წარმომადგენლები; ასევე მიიწვიოს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
7. განვითარების და რეფორმების საბჭოს სამდივნოს ფუნქციას და ტექნიკურ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი