⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2024)
გაუქმებულია:

„შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე ნაკლები მცურავი საშუალებების მოწმობის ფორმების, დიზაინის, აღწერილობის დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.04.2021
ძალაში შესვლა 30.01.2022
ძალის დაკარგვა 01.10.2024
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №03
სარეგისტრაციო კოდი 310040010.55.067.016129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,994 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2021 მიღება
30.01.2022 ძალაში შესვლა
01.10.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე ნაკლები მცურავი საშუალებების მოწმობის ფორმების, დიზაინის, აღწერილობის დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №03 2021 წლის 13 აპრილი ქ. ბათუმი „შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე ნაკლები მცურავი საშუალებების მოწმობის ფორმების, დიზაინის, აღწერილობის და დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე  ნაკლები მცურავი საშუალებების მოწმობის ფორმების, დიზაინის, აღწერილობის და დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესი“. მუხლი 2🔗 დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს  წინამდებარე ბრძანების შესაბამისად მოწმობების ფორმების დამზადებისა და მათი გაცემისათვის საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 ძალაში დარჩეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ფორმით გაცემული მოწმობები მოქმედების ვადის ამოწურვამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს არაუგვიანეს 2021 წლის 01 ნოემბრიდან. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე ნაკლები  მცურავი საშუალებების მოწმობის ფორმების, დიზაინის, აღწერილობის  და დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე ნაკლები მცურავი საშუალებების მოწმობის ფორმების, დიზაინის, აღწერილობის  და დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესი“ (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს 100 საერთო ტევადობაზე ნაკლები მცურავი საშუალებების მოწმობის (შემდეგში – მოწმობა) ფორმების, მათი დამზადების, გაცემის, შეცვლის, მოქმედების გაგრძელების პირობებს. 2. მოწმობის დამზადების ორგანიზებას, გაცემას, შეცვლას, მოქმედების ვადის გაგრძელებას და  გემის რეგისტრაციას   ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ (შემდეგში – სააგენტო). 3. მოწმობის გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, მოქმედების ვადის გაგრძელება და შეცვლა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 4.  მოწმობის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესი მოცემულია ამ წესის დანართი №1-ში. მუხლი 2🔗. მოწობის  შევსებისა და გაცემის წესი 1. მოწმობაზე დასატანი მონაცემების საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონულ რეესტრში (შემდეგში – რეესტრი) შეყვანა/შევსება წარმოებს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე. მოწმობის  შევსებისათვის აუცილებელი ინფორმაციის შეყვანას უზრუნველყოფს სააგენტოს გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი, ხოლო მოწმობების  გაცემას უზრუნველყოფს მათ გაცემაზე პასუხისმგებელი სამმართველო.    2. მოწმობა გაიცემა გემთმფლობელზე ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელზე, გემთმფლობელის მიერ გაცემული მინდობილობისა და მინდობილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის ან პირადობის მოწმობის) წარდგენის შემთხვევაში, ან გემთმფლობელის მიერ განცხადებაში მითითებულ პიროვნებაზე (სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან სხვა). 3.  მოწმობის  მიღების ფაქტს მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით ან/და ელექტრონულად. 4.  მოწმობის  გაცემის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება რეესტრში. მუხლი 3🔗. მოწმობის  მოქმედების ვადა და შემცვლელი სერტიფიკატის გაცემის წესი 1. მოწმობა გაიცემა  კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოქმედების ვადით. 2. მოქმედების ვადის განმავლობაში გემის სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან/და მასზე დატანილ მონაცემებში ცვლილებების შეტანისას გაიცემა შემცვლელი მოწმობა. 3. შემცვლელი მოწმობის გაცემისათვის შესაბამისი გემთმფლობელი წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, მასში ასევე მითითებული უნდა იყოს შემცვლელი მოწმობის გაცემის მოთხოვნის საფუძველი (დაკარგვა, დაზიანება, მონაცემების შეცვლა და სხვა). 4. შემცვლელი მოწმობა გაიცემა განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სრულად წარდგენიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში. 5. გაუქმებული ან დაზიანებული მოწმობა  ექვემდებარება რეესტრში შესაბამის აღნიშვნას. 6. შემცვლელი მოწმობა  გაიცემა ახალი ნომრით, ძველი მოწმობის მოქმედების ვადის მითითებით. მუხლი 4🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერის წესი 1. მოწმობის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა: ა) მისი შევსების  (ბეჭდური/ტექნიკური) დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმები ექვემდებარება აღრიცხვას და შესაბამისი სამმართველოსთვის ინფორმაციის მიწოდებას. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 5🔗. მოწმობებზე  ინფორმაციის დატანის ზოგადი პირობები 1.  მოწმობაზე ყველა ინფორმაცია დაიტანება ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე. 2. გემთმფლობელის სახელი და გვარი  ქართულ და ინგლისურ ენაზე დაიტანება მოქალაქის პასპორტში არსებული ჩანაწერის იდენტურად, ხოლო იურიდიული პირის მონაცემები კომპანიის ამონაწერში მითითიებული ჩანაწერის შესაბამისად. დანართი №1 მოწმობის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესი მუხლი 1🔗. შიდა ნაოსნობაში ჩართული და  ბერბოუტ ჩარტერის პირობით დარეგისტრირებული  100 საერთო ტევადობაზე ნაკლები  გემის რეგისტრაციის მოწმობის აღწერილობა და დამცავი ნიშნები 1. რეგისტრაციის მოწმობა წარმოადგენს პლასტიკური ზედაპირის მქონე ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას. რეგისტრაციის მოწმობისთვის ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ნომინალური ზომები: სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72 მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00 მმ (53,92 მმ – 54,03 მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80 მმ (0,76 მმ – 0,84 მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18 მმ (2,88 მმ – 3,48 მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08 მმ მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან. 2. რეგისტრაციის მოწმობის ფონი ღია ნაცრისფერია და მზადდება პლასტიკური მასალისაგან, რომელსაც გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის არანაკლებ სამი ნიშანი: ა) მიკროტექსტი – მოწმობაზე მიკროტექტი დაიტანება 2 სვეტად: პირველი სვეტი ქართულად – „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად – „Maritime Transport Agency of Georgia“; ბ) ულტრაიისფერი ნიშანი – გემის გამოსახულება, რომელიც განთავსდება მოწმობის ზედაპირზე; გ)  მოწმობის ფორმის რიგითი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასოს "S" და 6 ციფრისგან (სადაც ლათინური ასო არის ტიპის აღმნიშვნელი), და  რეგისტრაციის მოწმობის (ბერბოუტ ჩარტერი)  ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოს SB და 6 ციფრისგან,  დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც ფლუორესცენციას განიცდის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. 3. მოწმობის ორივე მხარე დაფარულია ლამინირებით, რომელსაც გააჩნია  მაღალი გარჩევადობის ჰოლოგრამული გამოსახულება. 4.  მოწმობაზე  მონაცემები დაიტანება ელექტრონული სისტემის საშუალებით. 5. რეგისტრაციის მოწმობის ფონზე, ორივე გვერდზე, მარცხენა მხარეს დაიტანება საქართველოს საზღვაო სანაპირო ზოლი. მუხლი 2🔗. შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე ნაკლები  გემის  რეგისტრაციის მოწმობაზე დასატანი ინფორმაცია 1. მოწმობაზე დაიტანება: ა) სათაური  „შიდა ნაოსნობის რეგისტრაციის მოწმობა“/„Domestic Navigation Certificate of Registry“; ბ) რეგისტრაციის ნომერი/ Official N; გ) გემის სახელი/Ship Name; დ) რეგისტრაციის თარიღი/ REG. DATE; ე) გემთმფლობელი / SHIPOWNER; ვ) საიდენტიფიკაციო ნომერი /ID N; ზ) მენეჯერი/ MANAGER; თ) ოპერატორი/OPERATOR; ი) მიწერის ნავსადგური/PORT OF REGISTRY; კ) გემის ტიპი/TYPE OF SHIP; ლ) საერთო ტევადობა/GT; მ) სიგრძე (მ) /LENGTH (M); ნ) კორპუსის მასალა და ნომერი/ HULL MATERIAL & N; ო) ნაოსნობა ღამით/ NAVIGATION AT NIGHT;  პ) მანძილი ნაპირიდან /DISTANCE FROM COAST; ჟ) ტალღის სიმაღლე (მ)/ WAVE HEIGHT (M); რ) ქარის სიმძლავრე/WIND FORCE (BN) ; ს) ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობა/ TOTAL NUMBER OF PERSONS; ტ)გაცემის თარიღი / DATE OF ISSUE; უ) მოქმედების ვადა / VALID TILL; ფ) იპოთეკის რეგისტრაციის თარიღი / DATE OF MORTGAGE; ქ) მოგირავნის დასახელება/ NAME OF MORTGATER; ღ) ძრავის მონაცემები (ძრავი, ტიპი, სერიული N და სიმძლავრე) / ENGINE DETAILS (ENGINE, TYPE, SERIAL N, PROPULSION); ყ) მინიმალური ეკიპაჟის მონაცემები (თანამდებობა, რეგულაცია და რაოდენობა) / MINIMUM SAFE MANNING (CAPACITY, REGULATION, NUMBER); შ) განსაკუთრებული მოთხოვნები / SPECIAL REQUIREMENTS; ჩ) სააგენტოს დასახელება; ც) საქართველოს რუკა (სახელმწიფო დროშით) და სააგენტოს ლოგო; ძ) შემდეგი შინაარსის ტექსტი: „თუ მოწმობის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“; წ) სააგენტოს ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი. 2. მოწმობის უკანა მხარეს დაიტანება შემდეგი: „საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად გემის რეგისტრაციის მოწმობა ადასტურებს გემთმფლობელის საკუთრებას და აძლევს გემს საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლებას მხოლოდ გემის რეგისტრაციის  მოწმობაში აღნიშნულ რაიონში“.  3. რეგისტრაციის მოწმობის ნომერი შედგება 8 (რვა) ლათინური ასოსგან და 6 (ექვსი) ციფრისგან რომელიც მიენიჭება მოწმობას საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის სისტემიდან ავტომატურად (მაგალითად, MTAcertID: 000000). მუხლი 3🔗. შიდა ნაოსნობაში ჩართული ბერბოუტ ჩარტერის პირობით დარეგისტრირებული 100 საერთო ტევადობაზე ნაკლები გემის რეგისტრაციის მოწმობაზე დასატანი ინფორმაცია 1. ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობაზე დაიტანება: ა) სათაური „შიდა ნაოსნობის რეგისტრაციის მოწმობა (ბერბოუტ ჩარტერი)“/„Domestic Navigation Certificate of Registry (Bareboat Charter)“; ბ) რეგისტრაციის ნომერი/OFFICIAL N; გ) გემის სახელი/SHIP NAME; დ) რეგისტრაციის თარიღი / REG. DATE; ე) გემთმფლობელი/SHIPOWNER; ვ) საინდეტიფიკაციო ნომერი/ ID N; ზ) ბერბოუტ-ჩარტერერი/ BAREBOAT CHARTER; თ) მიწერის ნავსადგური/ PORT OF REGISTRY; ი) გემის ტიპი/ TYPE OF SHIP; კ) საერთო ტევადობა/GT; ლ) სიგრძე (მ) /LENGTH (M); მ) კორპუსის მასალა და ნომერი/ HULL MATERIAL & N; ნ) ნაოსნობა ღამით/ NAVIGATION AT NIGHT; ო) მანძილი ნაპირიდან /DISTANCE FROM COAST; პ) ტალღის სიმაღლე (მ)/ WAVE HEIGHT (M); ჟ) ქარის სიმძლავრე/WIND FORCE (BN) ; რ) ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობა/ TOTAL NUMBER OF PERSONS; ს) გაცემის თარიღი / DATE OF ISSUE; ტ) მოქმედების ვადა / VALID TILL; უ) იპოთეკის რეგისტრაციის თარიღი / DATE OF MORTGAGE; ფ) მოგირავნის დასახელება/ NAME OF MORTGATER; ქ) ძრავის მონაცემები (ძრავი, ტიპი, სერიული N და სიმძლავრე) / ENGINE DETAILS (ENGINE, TYPE, SERIAL N, PROPULSION); ღ) მინიმალური ეკიპაჟის მონაცემები (თანამდებობა, რეგულაცია და რაოდენობა) / MINIMUM SAFE MANNING (CAPACITY, REGULATION, NUMBER); ყ) განსაკუთრებული მოთხოვნები / SPECIAL REQUIREMENTS; შ) სააგენტოს დასახელება; ჩ) საქართველოს რუკა (სახელმწიფო დროშით) და სააგენტოს ლოგო; ც) შემდეგი შინაარსის ტექსტი: „თუ მოწმობის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“; ძ) სააგენტოს ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი. 2. მოწმობის მეორე მხარეს დაიტანება შემდეგი: ,,საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად გემის რეგისტრაციის მოწმობა ადასტურებს გემთმფლობელის საკუთრებას და აძლევს გემს საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლებას მხოლოდ გემის რეგისტრაციის  მოწმობაში აღნიშნულ რაიონში“. 3. რეგისტრაციის მოწმობის ნომერი შედგება 8 (რვა) ლათინური ასოსა და 6 (ექვსი) ციფრისგან, რომელიც მიენიჭება მოწმობას საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის სისტემიდან ავტომატურად (მაგალითად, MTAcertID: 000000). მუხლი 4🔗. შიდა ნაოსნობაში ჩართული და ბერბოუტ ჩარტერის პირობით რეგისტრირებული   100  საერთო ტევადობაზე ნაკლები  გემის  რადიოსადგურის  მოწმობის აღწერილობა და დამცავი ნიშნები 1. რადიოსადგურის მოწმობა წარმოადგენს პლასტიკური ზედაპირის მქონე ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას, სხვა სერტიფიკატის ზომები ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: სიგანე: 85,60 მმ (85,47 მმ – 85,72 მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00 მმ (53,92 მმ – 54,03 მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80 მმ (0,76მმ – 0,84 მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18 მმ (2,88 მმ – 3,48 მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08 მმ-ს მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან. 2. რადიოსადგურის მოწმობის ფონი ღია ცისფერია და მზადდება პლასტიკური მასალისაგან და გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის შემდეგი სამი ნიშანი: ა) მიკროტექსტი – მოწმობაზე მიკროტექტი დაიტანება 2 სვეტად: პირველი სვეტი ქართულად – „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად – „Maritime Transport Agency“; ბ) ულტრაისფერი ნიშანი – რადიოდანადგარის გამოსახულება, რომელიც განთავსდება მოწმობის ზედაპირზე; გ) რადიოსადგურის  მოწმობის ფორმის რიგითი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასოს "R" და 6 ციფრისგან (სადაც ლათინური ასო არის ტიპის აღმნიშვნელი) და  რადიოსადგურის მოწმობის (ბერბოუტ ჩარტერი) ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოს RB და 6 ციფრისგან, დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც ფლუორესცენციას განიცდის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. 3. რადიოსადგურის მოწმობის ორივე მხარე დაფარულია ლამინირებით, რომელსაც გააჩნია მაღალი გარჩევადობის ჰოლოგრამული გამოსახულება. 4.რადიოსადგურის მოწმობაზე  მონაცემები დაიტანება ელექტრონული ფორმით. 5. რადიოსადგურის მოწმობის ფონზე, ორივე გვერდზე, მარცხენა მხარეს დაიტანება საქართველოს საზღვაო სანაპირო ზოლი. მუხლი 5🔗. შიდა ნაოსნობაში ჩართული 100  საერთო ტევადობაზე ნაკლები  გემის  რადიოსადგურის  მოწმობაზე დასატანი ინფორმაცია 1. მოწმობაზე დაიტანება: ა) სათაური „გემის რადიოსადგურის მოწმობა“/„Radio Station  Certificate“ ; ბ) გემის რეგისტრაციის ნომერი/OFFICIAL N; გ) გემის სახელი/ SHIP NAME; დ) გემთფლობელი/SHIPOWNER; ე) საიდენტიფიკაციო ნომერი; / ID N; ვ) მენეჯერი / MANAGER; ზ)ოპერატორი /OPERATOR; თ)გემის ტიპი/ TYPE OF SHIP; ი) სახმობი ნიშანი/ CALL SIGN; კ) ამოსაცნობი ნიშანი/ MMSI; ლ) ნაოსნობის რაიონი/ NAVIGATION AREA; მ) გაცემის თარიღი / DATE OF ISSUE; ნ) მოქმედების ვადა/ VALID TILL; ო) აღჭურვილობის მონაცემები (აღჭურვილობა, ტიპი, სიმძლავრე და სიხშირის არხები) / EQUIPMENT DETAIL (EQUIPMENT, TYPE, POWER, FREQUENCY BANDS MHZ); პ) შემდეგი შინაარსის ტექსტი: „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“ ; ჟ) სააგენტოს ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი; რ) სააგენტოს დასახელება; ს) საქართველოს რუკა (საქართველოს დროშით) და სააგენტოს ლოგო. 2. რადიოსადგურის მოწმობის ნომერი შედგება 8 (რვა) ლათინური ასოსგან და 6 (ექვსი) ციფრისგან რომელიც მიენიჭება მოწმობას საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის სისტემიდან ავტომატურად (მაგალითად, MTAcertID: 000000). მუხლი 6🔗. შიდა ნაოსნობაში ჩართული ბერბოუტ ჩარტერის პირობით რეგისტრირებული 100 საერთო ტევადობაზე ნაკლები გემის  რადიოსადგურის მოწმობაზე დასატანი ინფორმაცია 1. მოწმობაზე დაიტანება. ა) სათაური „გემის რადიოსადგურის მოწმობა (ბერბოუტ-ჩარტერი)“/„Radio Station  Certificate (Bareboat Charter)“; ბ) გემის რეგისტრაციის ნომერი/OFFICIAL N; გ) გემის სახელი/ SHIP NAME; დ) გემთფლობელი/SHIPOWNER; ე) ბერბოუტ ჩარტერერი / BARBOAT CHARTERER; ვ) საინდეტიფიკაციო N / ID N; ზ) გემის ტიპი/ TYPE OF SHIP; თ) სახმობი ნიშანი/ CALL SIGN; ი) ამოსაცნობი ნიშანი/ MMSI; კ) ნაოსნობის რაიონი/ NAVIGATION AREA; ლ) გაცემის თარიღი / DATE OF ISSUE ; მ) მოქმედების ვადა/ VALID TILL; ნ) აღჭურვილობის მონაცემები (აღჭურვილობა, ტიპი, სიმძლავრე და სიხშირის არხები) / EQUIPMENT DETAIL (EQUIPMENT, TYPE, POWER, FREQUENCY BANDS MHZ) ო) შემდეგი შინაარსის ტექსტი: „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“; პ) სააგენტოს ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი; ჟ) სააგენტოს დასახელება; რ) საქართველოს რუკა (საქართველოს დროშით) და სააგენტოს ლოგო. 2. რადიოსადგურის მოწმობის ნომერი შედგება 8 (რვა) ლათინური ასოსა და 6 (ექვსი) ციფრისგან, რომელიც მიენიჭება მოწმობას საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის სისტემიდან ავტომატურად (მაგალითად, MTAcertID: 000000). მუხლი 7🔗. მოწმობების  დამზადებისა და შენახვის პირობები 1. მოწმობის ფორმების დამზადება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს შეკვეთის საფუძველზე. 2. მოწმობის   ფორმები ინახება ცეცხლგამძლე სეიფში/სათავსში, რომელიც არის ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 3. დამზადებული მოწმობები გაცემამდე ინახება გემების რეგისტრაციის და დროშის კონტროლის დეპარტამენტის სათანადოდ დაცულ ადგილას.