„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №158 |
|
2021 წლის 7 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლში:
ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დასაშვებია ნებისმიერი ტიპის სპორტულ, სახელოვნებო და კულტურულ ღონისძიებაზე (გარდა მასობრივი გასართობი ღონისძიებისა) მაყურებლის დასწრება.“;
გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლში:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), მათ შორის, მასობრივ გასართობ ღონისძიებასთან.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები:
„12. აკრძალულია პირისათვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ ადგილის/ფართის გადაცემა/დათმობა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით. ადგილის/ფართის გადამცემი/დათმობი პირი ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა (მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით), რათა თავიდან იქნეს აცილებული ადგილის/ფართის გამოყენებისას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმის დარღვევა. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, აღნიშნული დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს.
13. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებას თან ახლდა „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობა, შრომის ინსპექციის სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე. დაუშვებელია ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.04.2021.
- როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.04.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №158. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.022713.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.04.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №158, 07.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022713 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5145927/