მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.04.2021
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016567
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.03.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის - განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2021 წლის 8 აპრილი
ქ. მცხეთა
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს ფულადი ჯილდოს ოდენობები, საპრიზო ადგილების მიხედვით დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge.190040000.35.153.016433, 04/04/18).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
დანართი №1
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ფულადი ჯილდოს გაცემის მიზანი, პირები რომლებზედაც გაიცემა ფულადი ჯილდო
1. ფულადი ჯილდოს გაცემის მიზანია სპორტის მხარდაჭერა, სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა, წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების წახალისება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
2. ფულადი ჯილდო გაიცემა:
ა. საქართველოს ტერიტორიაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით და საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სახელით მოასპარეზე მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სპორტსმენებზე, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე, ტურნირებზე, ჩემპიონატებზე და სხვა ასპარეზობებზე წარადგინა:
ა.ა) სპორტის ფედერაციამ;
ა.ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა სასპორტო დაწესებულებამ;
ა.გ) სხვა უფლებამოსილმა პირმა ან ორგანიზაციამ;
ა.დ) შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო პირადი ინიციატივით. ასეთ შემთხვევაში სპორტსმენი რეგისტრირებული უნდა იყოს მცხეთის მუნიციპალიტეტში.
ბ. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მწვრთნელებზე, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებელ სპორტულ დაწესებულებებში ან/და რეგისტრირებული არიან მცხეთის მუნიციპალიტეტში;
გ. გუნდურ და ეკიპაჟურ სახეობებში პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გამარჯვებულ გუნდზე და მათ მწვრთნელებზე;
დ.საქართველოს ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირზე ვეტერანი სპორტსმენის სტატაუსით მოასპარეზე პირებზე;
ე. პარაოლომპიელებზე.
მუხლი 2🔗.
ფულადი ჯილდოს გაცემის წესი
1. ჯილდოს გაცემის საფუძველია, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დაინტერესებული ან/და უფლებამოსილი პირის მიერ შეჯიბრის და გამარჯვებულის შესახებ წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტაცია.
2. წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილვას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება, რომელიც მოხსენებითი ბარათით წარუდგენს წინადადებას მერს, სპორტსმენსა და მწვრთნელზე ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ.
3. გუნდურ და ეკიპაჟურ სახეობებში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ მსჯელობს მერის ბრძანებით შეექმნილი კომისია.
4. ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, რაზედაც გამოსცემს ბრძანებას.
5. საქართველოს ჩემპიონატზე ერთი სპორტსმენის მიერ ერთ შეჯიბრში, სპორტის ერთი სახეობის რამდენიმე მიმართულებაში ერთი ან მეტი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, სპორტსმენს ფულადი ჯილდო გადაეცემა ყველა საპრიზო ადგილის დაკავებისთვის, დადგენილების დანართი N2-ით განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად. ერთი ფულადი ჯილდო სრულად, რომლის მოცულობაც მეტია და დანარჩენი ოდენობების - 30 %.
6. საქართველოს ჩემპიონატზე ერთ შეჯიბრში, ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის მიერ სპორტის ერთი სახეობის რამდენიმე მიმართულებაში ან ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთი სახეობის რამდენიმე მიმართულებაში ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, მწვრთნელს გადაეცემა დადგენილების დანართი N2-ით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს ოდენობების შესაბამისად, ერთი ფულადი ჯილდო სრულად, რომლის მოცულობა მეტია და დანარჩენი ოდენობების 30 %.
დანართი №2
1. მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში
(უფროსი ასაკი)
I ადგილი – 3 000 ლარი მწვრთ. – 1 000 ლარი.
II ადგილი – 1 500 ლარი მწვრთ. – 500 ლარი.
III ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 400 ლარი.
2. მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში
(ახალგაზრდები, ჭაბუკები/კადეტების გარდა)
I ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 300 ლარი.
II ადგილი – 700 ლარი მწვრთ. – 200 ლარი.
III ადგილი – 500 ლარი მწვრთ. – 150 ლარი.
3. მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში
(უფროსი ასაკი)
I ადგილი – 1 500 ლარი მწვრთ. – 500 ლარი.
II ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 400 ლარი.
III ადგილი – 700 ლარი მწვრთ. – 300 ლარი.
4. მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში
(ახალგაზრდები, ჭაბუკები/კად3ეტების გარდა)
I ადგილი – 700 ლარი მწვრთ. – 200 ლარი.
II ადგილი – 500 ლარი მწვრთ. – 150 ლარი.
III ადგილი – 300 ლარი მწვრთ. – 100 ლარი.
5. ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში
(უფროსი ასაკი)
I - ადგილი - 1 500 ლარი მწვრთ. – 500 ლარი.
II - ადგილი - 1 000 ლარი მწვრთ. – 400 ლარი.
III - ადგილი - 700 ლარი მწვრთ. – 300 ლარი.
6. ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში
(ახალგაზრდები, ჭაბუკები/კადეტების გარდა )
I ადგილი – 600 ლარი მწვრთ. – 200 ლარი.
II ადგილი – 400 ლარი მწვრთ. – 150 ლარი.
III ადგილი – 300 ლარი მწვრთ. – 100 ლარი.
7. ევროპის ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში
(უფროსი ასაკი)
I ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 400 ლარი.
II ადგილი – 700 ლარი მწვრთ. – 300 ლარი.
III ადგილი – 500 ლარი მწვრთ. – 200 ლარი.
8. ევროპის ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში
(ახალგაზრდები, ჭაბუკები /კადეტების გარდა)
I ადგილი – 500 ლარი მწვრთ. – 200 ლარი.
II ადგილი – 300 ლარი მწვრთ. – 150 ლარი.
III ადგილი – 200 ლარი მწვრთ. – 100 ლარი.
9. საქართველოს ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში
(უფროსი ასაკი)
I ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 300 ლარი.
10. საქართველოს ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში
(ახალგაზრდები, ჭაბუკები/კადეტების გარდა)
I ადგილი – 500 ლარი მწვრთ. – 150 ლარი.
11. საქართველოს ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში
(უფროსი ასაკი)
I ადგილი – 500 ლარი მწვრთ. – 200 ლარი.
12. საქართველოს ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში
(ახალგაზრდები, ჭაბუკები/კადეტების გარდა)
I ადგილი – 300 ლარი მწვრთ. – 100 ლარი.
13. მსოფლიო ოლიმპიური თამაშები
(უფროსი ასაკი)
I ადგილი – 5 000 ლარი მწვრთ. – 2 500 ლარი.
II ადგილი – 4 000 ლარი მწვრთ. – 2 000 ლარი.
III ადგილი – 3 000 ლარი მწვრთ. – 1 500 ლარი.
14. მსოფლიო ოლიმპიური თამაშები
(ახალგაზრდები, ჭაბუკები/კადეტების გარდა )
I ადგილი – 1 500 ლარი მწვრთ. – 700 ლარი.
II ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 500 ლარი.
III ადგილი – 800 ლარი მწვრთ. – 400 ლარი.
15. ევროპის თამაშები (ოლიმპიური)
(უფროსი ასაკი)
I ადგილი – 2 000 ლარი მწვრთ. – 1 000 ლარი.
II ადგილი – 1 500 ლარი მწვრთ. – 700 ლარი.
III ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 500 ლარი.
16. ევროპის თამაშები (ოლიმპიური)
(ახალგაზრდები, ჭაბუკები /კადეტების გარდა)
I ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 500 ლარი.
II ადგილი – 800 ლარი მწვრთ. – 400 ლარი.
III ადგილი – 600 ლარი მწვრთ. – 300 ლარი.
17. საქართველოს ფალავანი (ქართული ჭიდაობა)
I ადგილი – 1 500 ლარი მწვრთ. – 500 ლარი.
18. ვეტერანები ოლიმპიურ სახეობებში
ოლიმპიადა მსოფლიო ევროპა
I ადგილი – 2 000 ლარი I ადგილი – 1 200 ლარი I ადგილი – 1 000 ლარი
II ადგილი – 1 500 ლარი II ადგილი – 1 000 ლარი II ადგილი – 800 ლარი
III ადგილი – 1 000 ლარი III ადგილი – 800 ლარი III ადგილი – 600 ლარი
19. ვეტერანები არა ოლიმპიურ სახეობებში
მსოფლიო ევროპა
I ადგილი – 800 ლარი I ადგილი – 700 ლარი
II ადგილი – 700 ლარი II ადგილი – 600 ლარი
III ადგილი – 600 ლარი III ადგილი – 500 ლარი.