„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№703
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.027.017196
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №703

2021 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016527) დამტკიცებული დებულების დანართი №1-ის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ნებისმიერი დოკუმენტი, გარდა სასამართლოს განაჩენების და გადაწყვეტილებების ასლებისა, ფულის, ნივთებისა და ფასეულობების შესანახად ჩაბარების დამადასტურებელი ქვითრისა (ერთ ეგზემპლარად), ასევე მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით - სხვა ოფიციალური დოკუმენტებისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე