ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.04.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5/10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016479
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე | ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭილურტში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სანაპიროს ქუჩისთვის სახელის გადარქმევისა და გერონტი კუხალეიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელეო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5/10
2021 წლის 13 აპრილი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 52 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასი თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყოველთვიურად, ტევადობისა და სახეობის მიხედვით განისაზღვროს:
ა) 8-დან 24 კაცის ჩათვლით ტევადობის სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებისათვის 25 (ოცდახუთი) ლარი თვეში.
ბ) 24 კაცისა და მეტი ტევადობის სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებისათვის 15 (თხუთმეტი) ლარი თვეში.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პირები განთავისუფლდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის საფასურისგან.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი (დანართი №2).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების ქულა (დანართი №3).
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 მაისის №13/15 დადგენილება.
მუხლი 6🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე