,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№95
სარეგისტრაციო კოდი
000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 61, 19/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №95

2009 წლის 12 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ახალაია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი

ივანე ბერაძე – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

გიორგი ბოკერია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი ბოკუჩავა – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

სოფიო ბრიტანჩუკი – სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ირაკლი ეზუგბაია – შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

მამუკა ვაწაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი

დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი

გიორგი მელიქიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) მრჩეველი, კომისიის მდივანი

რამაზ ნიკოლაიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ლაშა ჟვანია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სულხან სისაური – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

გიორგი ცაგარელი – სსიპ – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს დავით დარჩიაშვილს – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური