„სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 11 მაისის №9/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №8/2021 |
|
2021 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 62 პუნქტისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2021 წლის 14 აპრილის №27 წერილის (წარდგინების) (ცესკოში რეგისტრაციის №821) საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 11 მაისის №9/2017 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 11/05/2017, 010240060.15.008.016323) დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151 სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების განყოფილების იურისტ-ანალიტიკოსის (III კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობის (შემუშავება ან/და განხორციელება) გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint). 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) ინგლისური ენის ცოდნა; დ) რუსული ენის ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|