„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.117.016485
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №03

2021 წლის 16 აპრილი

ქ. ამბროლაური

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის შესაბამისად,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 31/12/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016479)  და  დანართის:

ა) მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნის შესაძენი ერთჯერადი ფულადი დახმარება.“

ბ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნის შესაძენი ერთჯერადი ფულადი დახმარება

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირზე/ოჯახზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-ს, სადაც ცხოვრობს მარტოხელა პირი (გარდა შრომისუნარიანი მამაკაცისა), რომელსაც არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა ზამთრის სეზონისათვის საშეშე მერქნის შესაძენად, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა.

2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების (01 იანვრიდან 01 აგვისტომდე) წარდგენის საფუძველზე. სრულყოფილი მასალები შემდგომი განხილვისათვის ეგზავნება მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი და მიმართოს რეკომენდაციით მერს, დახმარება ერთჯერადად გაიცეს პირზე/ოჯახზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არის უკიდურესად გაჭირვებული. თანხმობის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფი დამატებით მოიძიებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის წერილობით შუამდგომლობას ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის აუცილებლობის შესახებ.

3. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) მერის წარმომადგენლის ინფორმაცია პირის/ ოჯახის შემადგენლობის და შემოსავლების შესახებ;

ე) საშეშე მერქნის (ხე-ტყის მოჭრის) ბილეთი -საბანკო ამონაწერი;

ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე