აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული ავტონომიური რესპუბლიკა
მიღების თარიღი 15.04.2021
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №59ძ/ს
სარეგისტრაციო კოდი 040110000.33.062.016125
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება 07.02.2023
📋 აუქმებს — 2 აქტი
- აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის ბრძანება 27.11.2019
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 03.02.2012
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
ბრძანება (3)
- აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ 01.02.2021
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 01.02.2021
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 01.02.2021
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის
ბრძანება №59-ძ/ს
2021 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულების მე-2 მუხლისა და დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესი.
2. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №2) დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გასაცემი ფულადი დახმარებების რეესტრის ფორმა.
3. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №3) დევნილ ოჯახთან ადგილზე ვიზიტის ფორმა №1.
4. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №4) დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის (ქირის) მიზნით ფულადი დახმარების რეესტრის ფორმა.
5. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №5) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების ფულადი დახმარების რეესტრის ფორმა.
6. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №6) დევნილ ოჯახთან ადგილზე ვიზიტის ფორმა №2.
7. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №7) სოციალური სოლიდარობის პროგრამის ბენეფიციართა რეესტრის ფორმა.
8. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №8) დევნილთა განსახლების ობიექტზე ვიზიტის ფორმა.
9. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №9) სახურავის აღდგენა/გამოცვლის მოთხოვნათა რეეტრის ფორმა.
10. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №10) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობაში თანამონაწილეობის მოთხოვნათა რეესტრის ფორმა.
11. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №11) დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების მოთხოვნათა რეესტრის ფორმა.
12. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №12) სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მოთხოვნათა რეესტრის ფორმა.
13. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №13) აფხაზეთიდნ დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების მოთხოვნათა რეესტრის ფორმა.
14. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №14) წყალკანალიზაციის რეაბილიტაციის მოთხოვნათა რეეტრის ფორმა.
15. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2021 წლის 1 თებერვლის №05-ძ/ს ბრძანება;
ბ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2021 წლის 1 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანება;
გ) „აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2021 წლის 1 თებერვლის №07-ძ/ს ბრძანება.
16. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრილევან თევზაია
დანართი №1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესი
თავი I
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს, მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის“ მე-7 თავის პირველ მუხლს, მოქმედ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. ამ წესის რეგულირების სფეროს განეკუთვნება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის მიერ დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამები (შემდგომში – პროგრამები) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამა განხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
4. პროგრამებით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია წინამდებარე წესის შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული პროგრამების მხარდაჭერის განხორციელების მიზნით შექმნილი კომისია.
5. წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტი არ ვრცელდება შემდეგ პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე:
ა) აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამა;
ბ) წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამა;
გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების ქვეპროგრამა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებანი
ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშნელობა:
ა) დევნილი ოჯახი – განცალკავებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმინობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი);
ბ) მონაცემთა ბაზა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროში არსებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მონაცემთა ბაზა;
გ) კრიტერიუმები – ამ წესით განსაზღვრული კრიტერიუმები;
დ) დევნილთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამები – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნლთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარებების განხორციელება;
ე) დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამა – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ობიექტებში გადაუდებელი სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება;
ვ) განსახლების ობიექტი – დევნილი ოჯახების მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი;
ზ) კომისია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით შექმნილი კომისია;
თ) სტიქიური უბედურება – ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც მოჰყვა საცხოვრებელი ფართის განადგურება ან მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით;
ი) უბედური შემთხვევა – გაუთვალისწინებელი მოვლენა, გარემოებათა მოულოდნელი დადგომა, რამაც გამოიწვია პირის საცხოვრებელი ფართის განადგურება ან მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით;
კ) მინისტრი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრი;
ლ) დეპარტამენტი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტი;
მ) სამსახური – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს პროგრამების სამსახური;
ნ) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა;
ო) აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები.
მუხლი 3🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამების მიზანია დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მოწყვლადი ჯგუფებისათვის სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარებების განხორციელება.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში ხორციელდება შემდეგი პროგრამები:
ა) დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა – (პროგრამული კოდი 11 05);
ბ) დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა – (პროგრამული კოდი 11 08);
გ) აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 11 09);
დ) აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამა (პროგრამული კოდი 11 10);
ე) ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 11 11);
ვ) სოციალური სოლიდარობის პროგრამა (პროგრამული კოდი 11 12).
3. ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებელი თანხა გაიცემა გრანტის სახით და პროგრამის შემსრულებელი იქნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. აღნიშნული პროგრამის განხორციელების წესი მინისტრის მიერ განისაზღვრება ცალკე ნორმატიული აქტის საფუძველზე.
მუხლი 4🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 11 04)
1. პროგრამის მიზანია დევნილთა განსახლების ობიექტებში გადაუდებელი სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და სოციალურად შეჭირვებული ოჯახების სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება.
2. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
ა) დევნილთა განსახლების ობიექტებში წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 11 04 04);
ბ) დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების აღდგენა/გამოცვლის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 11 04 05);
გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობაში თანამონაწილეობის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი11 04 02);
დ) დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 11 04 01);
ე) დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 11 04 03 );
ვ) აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 11 04 06 ).
თავი II
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესი
მუხლი 5🔗. დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების უფლება და გასაცემი თანხის ოდენობა
1. პროგრამის ფარგლებში დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს;
გ) მარჩენალდაკარგულ პირებს;
დ) დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებს;
ე) სამ და მეტ არასრულწლოვან შვილიან ოჯახებს;
ვ) 100 წელს გადაცილებულ პირებს;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს;
თ) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს;
ი) აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე არასრულწლოვნებს;
კ) სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს;
ლ) მარტოხელა მშობელს;
მ) პირი/ოჯახი, რომლის სოციალური მდგომარეობა არის მძიმე და არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ არცერთ კატეგორიას.
2. პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე – 150 ლარი;
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე – 200 ლარი;
გ) მარჩენალ დაკარგულ პირებზე – 150 ლარი;
დ) დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებზე – 250 ლარი;
ე) სამი ან მეტი არასრუწლოვან შვილიან ოჯახებზე – სამ არასრუწლოვანზე 150 ლარი და ყოველ შემდეგ არასრუწლოვანზე 50 ლარი;
ვ) 100 წელს გადაცილებულ პირებზე – 200 ლარი;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებზე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე – 150 ლარი;
თ) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებზე – 150 ლარი;
ი) აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე არასრულწლოვნებზე-150 ლარი;
კ) სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე – არაუმეტეს 1000 ლარისა;
ლ) მარტოხელა მშობელზე – 150 ლარი;
მ) პირი/ოჯახი, რომლის სოციალური მდგომარეობა არის მძიმე და არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ არცერთ კატეგორიას – არაუმეტეს 500 ლარისა (აღნიშნული კრიტერიუმით დაკმაყოფილებულ განცხადებათა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს კომისიაზე განხილული განცხადებების 5 %-ს).
3. თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ რამოდენიმე კრიტერიუმს, ყოველ დამატებით კრიტერიუმზე მიეცემა 50 ლარი.
4. პირზე/ოჯახზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ.
მუხლი 6🔗. პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. პროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების უფლების მქონე პირმა/ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს და წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) საბანკო ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
დ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
მუხლი 7🔗. პროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების პროცედურები
1. პროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების თაობაზე წარმოდგენილი განცხადების დამუშავებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი.
2. შემოსული განცხადების დამუშავების შედეგად იქმნება რეესტრი (დანართი №2), რომელიც წარედგინება კომისიას განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
3. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება მინისტრს შემდგომში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
4. კომისიის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი ფორმით დეპარტამენტის მიერ, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების უფლება და გასაცემი თანხის ოდენობა
1. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ:
ა) სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ ოჯახს (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე);
ბ) მრავალშვილიან ოჯახებს (სამი და მეტი არასრულწლოვანი);
გ) სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში შეადგენს 65 000;
დ) მარტოხელა მშობლებს;
ე) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებპირს/ოჯახს.
2. დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით ვერ ისარგებლებს დევნილი პირი/ოჯახი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ პირზე/ოჯახზე;
3. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით ვერ ისარგებლებს დევნილი პირი/ოჯახი, რომელიც იღებს ქირის თანხის დაფინანსებას სსიპდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან;
4. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა არ უნდააღემატებოდეს 300 ლარს.
5. პირზე/ოჯახზე დახმარების თანხისგაცემისვადა არ უნდა აღემატებოდეს6 თვეს, გარდა სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ოჯახისა.
6. სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირისათვის/ოჯახისათვის დახმარების თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს3თვეს.
მუხლი 9🔗. დევნილთადროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. დევნილთადროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების უფლების მქონე პირმა/ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს და წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) საბანკო ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
დ) ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;
ე) ცნობა/წერილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან ქირის თანხის დაფინანსების არ მიღების თაობაზე.
მუხლი 10🔗. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების პროცედურები
1. დახმარების მიღების თაობაზე წარმოდგენილი განაცხადების დამუშავებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი.
2. დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე სამსახურის წარმომადგენელი ახორციელებს განმცხადებლის საცხოვრებელ ფართზე ვიზიტს, რომელიც აღწერს ადგილზე დევნილი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (დანართი №3).
3. განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოკვლეულ და დეპარტამენტის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას რეესტრის სახით (დანართი №4), დეპარტამენტი წარუდგენს კომისიას შემდგომში განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადებში დეპარტამენტის მიერ წარედგინება მინისტრს შემდგომში ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
5. კომისიის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი ფორმით დეპარტამენტის მიერ, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების უფლება და გასაცემი თანხის ოდენობა
1. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ:
ა) სოციალურად დაუცველ (65000 ქულა) აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს;
ბ) აფხაზეთის ომში დაღუპულის ოჯახის წევრებს;
გ) აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლომო ქმედების ვეტერანებს, რომლებიც არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
დ) მარტოხელა აფხაზეთიდან დევნილ საქართველოსტერიტორიულიმთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვისსაბრძოლომოქმედების ვეტერანებს;
2. პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა არ უნდააღემატებოდეს 300 ლარს.
3. აფხაზეთიდან დევნილიომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშიდახმარების მიღების შემთხვევაში პირი ამავე დროსვერ ისარგებლებს დევნილთა სოციალური უზრუნველყოფისპროგრამით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
მუხლი 12🔗. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. დახმარების მიღების უფლების მქონე პირმა/ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს და წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
დ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
მუხლი 13🔗. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების პროცედურები
1. დახმარების მიღების თაობაზე წარმოდგენილი განაცხადების დამუშავებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი;
2. შემოსული განცხადებების დეპარტამენტისმიერ დამუშავების შედეგად იქმნება რეესტრი (დანართი #5), რომელიც წარედგინება კომისიას განცხადებების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
3. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება მინისტრს შემდგომში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
4. კომისიის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი ფორმით დეპარტამენტის მიერ, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების უფლება და გასაცემი თანხის ოდენობა
1. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამის ფარგლებში დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთაფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა განსახლების ობიექტებში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში და არ გააჩნიათ დენის, წყლისა და გაზის აბონირება.
2. პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განსაზღვრულია კანონმდებლობით.
მუხლი 15🔗. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. დახმარების მიღების უფლების მქონე პირმა/ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს და წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
გ) ინფორმაცია დევნილთა განსახლების ობიექტისმესაკუთრის შესახებ.
მუხლი 16🔗. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების პროცედურები
1. დახმარების მიღების თაობაზე წარმოდგენილი განაცხადების დამუშავებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი.
2. დეპარტამენტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სამსახურის წარმომადგენელი ახორციელებს განმცხადებლის საცხოვრებელ ფართზე ვიზიტს, რომელიც აღწერს ადგილზე დევნილი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას და გამრიცხველიანება/აბონირებისსაჭიროებას მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (დანართი №6).
3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი სამსახურებრივი ბარათის/წერილის საფუძველზე დეპარტამენტს წარუდგენს ინფორმაციას დევნილი ოჯახის გამრიცხველიანება/აბონირების საჭიროების დადასტურების შესახებ.
4. დეპარტამენტი დაფინანსების შესახებ დასაბუთებული სამსახურებრივი ბარათით მიმართავს კურატორ მინისტრის მოადგილეს.
5. კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობის შემდგომ დეპარტამენტი წერილობითი სახით მიმართავს შესაბამის კომპანიას ჩასატარებელი სამუშაოს შესახებ, ამასთან მხარეებს შორის ფორმდება სათანადო ხელშეკრულება.
6. კომპანიის მიერ სამუშაოების დასრულების შემდგომ ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელსა და კომპანიის წარმომადგენელის მიერ შედგება სამუშაოს შესრულების მღება-ჩაბარების აქტი, რომელიც კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ ეგზავნება მინისტრს.
მუხლი 17🔗. სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების უფლება და გასაცემი თანხის ოდენობა
სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში დახმარება/საჩუქარი გაიცემა აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებზე, რომლებიც წარმოადგენენ გარკვეული კატეგორიის მქონე ბენეფიციარებს, რომლებზეც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სადღესასწაულო დღეებში გაიცემა საჩუქრები.
მუხლი 18🔗. სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში დახმარების/საჩუქრების მიღების პროცედურები
1. სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში დახმარების/საჩუქრების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.
2. კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სადღესასწაულო დღეებში დახმარების/საჩუქრების გაცემის მიზნით განსაზღვრავს ბენეფიციართა კატეგორიას და შეიმუშავებს სიას, რომლებზეც უნდა გაიცეს დახმარება/საჩუქრები. ასევე, განსაზღვრავს დახმარების/საჩუქრის სახეობებს/ჩამონათვალს.
3. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დეპარტამენტის მიერ იქმნება რეესტრი (დანართი #7), რომელიც კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება მინისტრს შემდგომში ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
თავი III
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 19🔗. დევნილთა განსახლების ობიექტებში წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების უფლება და გასაცემი თანხის ოდენობა
1. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთაგანსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და ღირებულების შესაბამისად.
მუხლი 20🔗. დევნილთა განსახლების ობიექტებში წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. დახმარების მიღების უფლების მქონე პირმა/ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს და წარმოადგინოს:
ა) დევნილთა ჩასახლების ობიექტში მცხოვრები დევნილის/დევნილების განცხადება/მიმართვა;
ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი).
მუხლი 21🔗. დევნილთა განსახლების ობიექტებში წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების პროცედურები
1. დახმარების მიღების თაობაზე წარმოდგენილი წერილობითი ან ზეპირი განცხადების დამუშავებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი რეესტრის სახით (დანართი №14);
2. სამსახურის წარმომადგენელი სამინისტროს მიერ შერჩეულ კომპანიის (შემდგომში-კომპანია) წარმომადგენელთან ერთად ახორციელებს დევნილთა ჩასახლების ობიექტში არსებული წყალკანალიზაციის სისტემის პრობლემის შესწავლა/აღწერას დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (დანართი №8);
3. სამსახურიწყალკანალიზაციის სისტემის პრობლემის აღწერის მასალებს უგზავნის დეპარტამენტს წერილობითი ფორმით, ხოლო თუ ვიზიტის თარიღი ემთხვევა უქმე დღეს ზეპირი ფორმით აწვდის ინფორმაციას.
4. დეპარტამენტი წერილობით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში უქმე დღეს ზეპირი ფორმით მიმართავს შერჩეულ კომპანიას ჩასატარებელი სამუშაოს შესრულების მიზნით;
5. კომპანიის მიერ სამუშაოების დასრულების შემდგომ ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელსა და კომპანიის წარმომადგენელის მიერ შედგება სამუშაოს შესრულების მღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარედგინება დეპარტამენტს.
5. დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი დევნილთა განსახლების ობიექტში წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების შესახებ წარედგინება მინისტრს შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით.
მუხლი 22🔗. დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების აღდგენა/გამოცვლის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების უფლება და გასაცემი თანხის ოდენობა
1. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და ღირებულების შესაბამისად.
მუხლი 23🔗. დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების აღდგენა/გამოცვლის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. დახმარების მიღების უფლების მქონე პირმა/ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს და წარმოადგინოს:
ა) დევნილთა ჩასახლების ობიექტში მცხოვრები დევნილის/დევნილების განცხადება/მიმართვა;
ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
დ) ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესახებ.
მუხლი 24🔗. დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების აღდგენა/გამოცვლის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების პროცედურები
1. დახმარების მიღების თაობაზე წარმოდგენილი განცხადების დამუშავებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი;
2. დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე სამსახურის წარმომადგენელი ახორციელებს დევნილთა ჩასახლების ობიექტში არსებული სახურავის მდგომარეობის შესწავლა/აღწერას მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (დანართი №8).
3. სამსახური სახურავის მდგომარეობისაღწერის მასალებს უგზავნის დეპარტანეტს;
4. განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოკვლეულ და დეპარტამენტის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას რეესტრის სახით (დანართი №9),დეპარტამენტი წარუდგენს კომისიას შემდგომში განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
5. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადებში დეპარტამენტის მიერ წარედგინება მინისტრს შემდგომში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით;
6. კომისიის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი ფორმით დეპარტამენტის მიერ, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7. მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ დეპარტამენტი წერილობითი სახით მიმართავს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ჩასატარებელი სამუშაოს შესრულების მიზნით;
8. კომპანიის მიერ სამუშაოების დასრულების შემდგომ ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელსა და კომპანიის წარმომადგენელის მიერ შედგება სამუშაოს შესრულების მღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარედგინება დეპარტამენტს;
9. დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი სამუშაოების დასრულების შესახებ წარედგინება მინისტრს შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით.
მუხლი 25🔗. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობაში თანამონაწილეობის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების უფლება და გასაცემი თანხის ოდენობა
1. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ყველა ობიექტში მცხოვრებ დევნილებს საქართველოს რეგიონებში, სადაც შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსებისშემდგომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ დასაფინანსებელი თანხის ოდენობის შესაბამისად (სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში შესაძლოა დასაფინანსებელი თანხის პროცენტულობა იყოს განსხვავებული).
მუხლი 26🔗. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობაში თანამონაწილეობის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. დახმარების მიღების უფლების მქონე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს და წარმოადგინოს:
ა) დევნილთა ჩასახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განცხადება/მიმართვა;
ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი რაიონის გამგებლის ბრძანება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, რომელშიც მოცემულია შესასრულებელი სამუშაოებისა და ამ სამუშაოების მუნიციპალიტეტისა და ამხანაგობის თანადაფინანსების ოდენობა და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა.
მუხლი 27🔗. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობაში თანამომაწილეობის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების პროცედურები
1. დახმარების მიღების თაობაზე წარმოდგენილი განცხადების დამუშავებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი;
2. დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას ამხანაგობის წილის სრულად თანადაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ და დამუშავებულ ინფორმაციას რეესტრის სახით (დანართი №10) სამსახურებრივი ბარათით წარუდგენს დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილეს თანხმობის მისაღებად.
3. დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობის შემთხვევაში დეპარტამენტი ამზადებს ადმინისტრაციული დაპირების პროექტს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა და ხელმოწერისათვის წარუდგენს დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილეს.
4. სამინისტრო ადმინისტრაციული დაპირების გაცემისას, მასში მითითებულ თანადაფინანსების წილს აანაზღაურებს მას შემდეგ, როდესაც სამინისტროში წარმოდგენილი იქნება:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – შესაბამისი რაიონის გამგეობის წერილი, ამავე რაიონის გამგებლის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების დადასტურების თაობაზე;
ბ) სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ბ.ა) მეწარმე სუბიექტთან/მიმწოდებელთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება;
ბ.ბ) ხელშეკრულების პირობების შესრულების თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარებისაქტი;
ბ.გ) მერიის მიერ ფინანსური ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.დ) მეწარმე სუბიექტის/მიმწოდებლის საბანკო ბრეკვიზიტები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას, სამინისტროში წარმოდგენის შემდგომ, დეპარტამენტი განიხილავს და სათანადო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, სამსახურებრივი ბარათით მიმართავს მინისტრს შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით.
მუხლი 28🔗. დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების უფლება და გასაცემი თანხის ოდენობა
1. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას და საინიციატივო ჯგუფს);
2. ქვეპროგრამის ფარგლებში თანხის ოდენობა ობიექტზე განსაზღვრულია 2000 ლარის ოდენობით.
მუხლი 29🔗. დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია.
1. დახმარების მიღების უფლების მქონე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ ან საინიციატოვო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს და წარმოადგინოს:
ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილთა განცხადება/მიმართვა.
ბ) განცმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ) განცმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი).
მუხლი 30🔗. დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების პროცედურები
1. დახმარების მიღების თაობაზე წარმოდგენილი განცხადების დამუშავებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი.
2. დეპარტამენტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სამსახურის წარმომადგენელი ახორციელებს დევნილთა განსახლების ობიექტში ჩასატარებელი მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების შესწავლა/აღწერასდამტკიცებული ფორმის (დანართი №8) შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო თანხის მითთითებით.
3. განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოკვლეულ და დეპარტამენტის მიერ დამუშავებულინფორმაციას დეპარტამენტი წარუდგენს კომისიას რეესტრის სახით (დანართი №11) შემდგომში განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4. კომისიის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი ფორმით დეპარტამენტის მიერ, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. კომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადებში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება მინისტრს, რომლის შემდგომაც ხორციელდება სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის მოძიება და მასთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. კომპანიის მიერ სამუშაოების დასრულების შემდგომ ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელსა და კომპანიის წარმომადგენელის მიერ შედგება სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარედგინება დეპარტამენტს.
7. დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი სამუშაოების დასრულების შესახებ წარედგინება მინისტრს შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით.
მუხლი 31🔗. დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების უფლება და გასაცემი თანხის ოდენობა
1. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/ საინიციატივო ჯგუფი).
2. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების შესაბამისად.
მუხლი 32🔗. დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. დახმარების მიღების უფლების მქონე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ ან საინიციატოვო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს და წარმოადგინოს:
ა) დევნილთა ჩასახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან საინიციატივო ჯგუფის განცხადება/მიმართვა;
ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი;
გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დევნილის მოწმობა (ასლი);
დ) საინიციატივო ჯგუფის წევრთა პირადობის მოწმობა და დევნილის მოწმობა (ასლი).
მუხლი 33🔗. დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების პროცედურები
1. დახმარების მიღების თაობაზე წარმოდგენილი განცხადების დამუშავებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი.
2. დეპარტამენტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სამსახურის წარმომადგენელი ახორციელებს დევნილთა ჩასახლების ობიექტში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისშესწავლა/აღწერას დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (დანართი №8).
3. განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოკვლეულ და დეპარტამენტის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას დეპარტამენტი წარუდგენს კომისიას რეესტრის სახით (დანართი №12) შემდგომში განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება მინისტრს შემდგომში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
5. კომისიის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი ფორმით დეპარტამენტის მიერ, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს მქომედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 34🔗. აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლება და გასაცემი თანხის ოდენობა
1. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ:
ა) აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა განსახლების ობიექტებში, რომელზეც არ განხორციელებულა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები და არის:
ა.ა.) მარტოხელა სოციალურად დაუცველი, რომლის ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არის 100 000 და ნაკლები;
ა.ბ) ოჯახი არის მრავალშვილიანი (სამი და მეტი არასრულწლოვანი);
ა.გ) ოჯახის შემადგენლობის უმეტესობა არის საპენსიო ასაკის და სოციალუერად დაუცველი, რომლის ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არის 100 000 და ნაკლები;
2. ქვეპროგრამის ფარგლებში გასაცემი დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლიცუნდა იყოს არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 1000 ლარისა.
მუხლი 35🔗. აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. დახმარების მიღების უფლების მქონე პირმა/ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს და წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
გ) 34-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სოციალური კრიტერიუმის დამადასტურებელი დოკუმენტები.
მუხლი 36🔗. აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების პროცედურები
1. დახმარების მიღების თაობაზე წარმოდგენილი განაცხადების დამუშავებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი;
2. დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზესამსახურის წარმომადგენელი ახორციელებს განმცხადებლის საცხოვრებელ ფართზე ვიზიტს დასაცხოვრებელი პირობების აღწერას დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (დანართი №6);
3. განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოკვლეულ და დეპარტამენტის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას დეპარტამენტი წარუდგენს კომისიას რეესტრის სახით (დანართი №13) შემდგომში განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება მინისტრს შემდგომში ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
5. კომისიის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი ფორმით დეპარტამენტის მიერ, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს მქომედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ აღნიშული ინფორმაცია მიეწოდება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას.
7. დახმარების მიღების უფლების მქონე პირს/ოჯახს სამინისტროს მხრიდან გადაეცემა შესაბამისი წერილობითი შეტყობინება, რომლის კომპანიისათვის წარდგენის შემდგომ მასზე გაიცემა სარემონტო/სამშენებლო მასალები.
8. სარემონტო/სამშენებლო მასალების დევნილზე/დევნილ ოჯახზე გაცემის ფაქტი უნდა დადასტურდეს მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ხელს აწერს კომპანიის წარმომადგენელი, დევნილი და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი.
თავი IV
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერის პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
მუხლი 37🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს პროგრამების განხორციელების მიზნით კომისიის შექმნა და შემადგენლობის განსაზღვრა
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერის პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების პროგრამების განხორციელების მიზნით იქმნება კომისია (შემდგომში-კომისია).
2. კომისიის სახელობით შემადგენლობას ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრი (შემდგომში-მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე – მინისტრის მოადგილე (პროგრამების მართვის დეპარტამენტის კურატორი);
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – მინისტრის მოადგილე;
გ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – დეპარტამენტის უფროსი;
დ) კომისიის წევრები:
დ.ა) რეგიონული მართვისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;
დ.ბ) სოციალური პროგრამების მართვის სამმართველოს უფროსი;
დ.გ)ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის სამმართველოს უფროსი;
დ.დ) საფინანსო-ლოჯისტიკური სამმართველოს უფროსი;
დ.ე) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები.
მუხლი 38🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს პროგრამების განხორციელების მიზნით შექმნილი კომისიის შეკრება და მოწვევა
1. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ. კომისიის სხდომები, შეიძლება მოწვეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (კომისიი წევრი) ინიციატივით.
2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 39🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს პროგრამების განხორციელების მიზნით შექმნილი კომისიის ფუნქცია
1. კომისიის ძირითადი ფუნქციაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამების განხორციელების ფარგლებში საჭირო გადაწყვეტილებების მიღება, გარდა აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამის, წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების ქვეპროგრამის, სადაც გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
2. კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 40🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერის პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. კომისიის სხდომისათვის განსახილველი საკითხების მომზადებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია კომისიის სხდომაზე წარადგინოს საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი და მასალა, ამასთან, დეპარტამენტი ვალდებულია წარმოუდგინოს კომისიას დეპარტამენტის წინადადებები და პოზიცია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
2. კომისიის სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა აღრიცხვას და სხდომის ოქმის მომზადებას.
3. კომისიის სხდომის მდივანი ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს და შესათანხმებლად წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის მდივანი დღის წესრიგს გადასცემს კომისიის წევრებს და აცნობებს სხდომის ჩატარების დროს სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს, დროსა და დღის წესრიგს – საჭიროებისამებრ, მაგრამ არა უგვიანეს სხდომის ჩატარებამდე 1 (ერთი) საათით ადრე მაინც.
4. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის წევრების პოზიციას სხდომის მდივანი აფიქსირებს სხდომის ოქმში.
5. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით კომისია უფლებამოსილია:
ა) მიიღოს დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება;
ბ) მოიწონოს ან მისცეს უარყოფითი შეფასება განხილულ საკითხს;
გ) არასაკმარისად ცნოს განხილული საკითხის ირგვლივ გაწეული საქმიანობა/არასრულყოფილად მიიჩნიოს საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალა და დოკუმენტაცია;
დ) ცნობად მიიღოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია;
ე) განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი;
ვ) გადადოს საკითხის განხილვა;
ზ) დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი.
მუხლი 41🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერის პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით შექმნილი კომისიის უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
2. კომისიის მიერ განხილული საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა რაოდენობის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, განხილულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისიის სხდომის მიმდინარეობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია წარედგინება მინისტრს დეპარტამენტის სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, რაც წარმოადგენს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების საფუძველს.
5. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას, მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში.
6. კომისიის მდივნის უფლებამოსილებას ახორციელებს სოციალური პროგრამების მართვის სამმართველოს სპეციალისტი და ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის სამმართველოს სპეციალისტი განსახილველი საკითხის შესაბამისად.
7. კომისიის მიერ სოციალური მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში საკითხის განხილვისას კომისიის მდივნის უფლებამოსილება ეკისრება სოციალური პროგრამების მართვის სამმართველოს სპეციალისტს, ხოლო ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საკითხის განხილვისას კომისიის მდივნის უფლებამოსილება ეკისრება ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის სამმართველოს სპეციალისტს.
მუხლი 42🔗. დასკვნითი დებულებები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს პროგრამების განხორციელების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის ბრძანებით, მოქმედიკანონმდებლობის შესაბამისად.
ბ) დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების აღდგენა/გამოცვლის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 11 04 05);