დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.04.2021
ძალის დაკარგვა 03.10.2022
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016479
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,509 სიტყვა · ~23 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2021 მიღება
03.10.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2021 წლის 16 აპრილი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი  პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-25 მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის  –  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის  №52  დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 25/12/2017წ, 010250020.35.169.016343). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი დანართი დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების  სამსახურის   დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებები 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და არის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული,   რომელიც თავის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხების,  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე  ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული  საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში; 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის,   „ბავშვის უფლებათა კოდექსი“  საქართველოს კანონის, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის,   მერიის დებულების, ამ დებულებისა და  მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო  განრიგი დგინდება მერიის საშტატო ნუსხით, ხოლო თანამდებობრივი სარგოების ოდენობა განისაზღვრება ნორმატიული აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის  გათვალისწინებით. 4.  სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. დედოფლისწყარო, კოსტავას ქუჩა №44. მუხლი 2🔗. ჯანმრთელობის დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების  სამსახურის   სტრუქტურა 1.  სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის- სამსახურის უფროსის  (ტექსტში შემდგომ –  სამსახურის უფროსი) და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიისა და სამსახურის დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (განთავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა) მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ან სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი ასეთის არსებობის შემთხვევაში ან შესაბამისი სამსახურის მოსამსახურე. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიისა და სამსახურის დებულებით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ"  საქართველოს კანონის  შესაბამისად. მუხლი 3🔗. ჯანმრთელობის დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზებას, მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას; ბ) სოციალურ სფეროში თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფას; გ) უსახლკარო პირების თავშესაფარით უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებების მომზადებას კომპეტენციის ფარგლებში და უსახლკაროთა რეგისტრაციის წარმოებას; დ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ე) სოციალურად დაუცველი პირებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებებსა და შეღავათებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში; ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი სოციალური პროგრამების კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ჯანმრთელობის და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; თ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; ი) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მუშაობის კოორდინაცია; კ) უმუშევართა რეგისტრაციას და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ლ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში; ნ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში; ო) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ძაღლებისა და კატების პოპულაციის მართვის წესის განხორციელებაზე ზედამხედველობას. პ) „ბავშვის უფლებათა კოდექსი“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; ჟ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური სამუშაოს ჩატარებას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში; რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროებში სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნა და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრა; გ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა; დ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ე) სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა როგორც ქვეყანაში, ისე მისი ფარგლების გარეთ; ვ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევა, რეგისტრაცია და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა; ზ) დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შესაბამისად სტატისტიკის წარმოება; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა; თ) ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციული და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებას; ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 14​1 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში  სამართალდარღვევათა ოქმებების შედგენა;  კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; სამსახურში შესული კორესპონდენციების განხილვა; ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3.  სამსახური „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  სამოქმედო ტერიტორიაზე ატარებს სოციალური  მუშაობის განხორციელებასა და კოორდინაციას, რაც გულისხმობს: ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას; გ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას; დ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი  მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას; ე) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას; ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის  ჩატარებას; ზ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული   უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის  ჩატარებას. 4. სოციალური მუშაობის ჩატარება არის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 5. სოციალურ მუშაობას კოორდინაციას და ადმინისტრირებას უწევს სამსახური. მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელი 1. სამსახურის  ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) იღებს გადაწყვეტილებებს ბავშვის დაცვის ინსპექტორის მიერ გეგმიური კონტროლის  ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების შესახებ; დ) ამტკიცებს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების საფუძველზე შემუშავებულ სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო ორგანოებთან ან/და კერძო პროვაიდერებთან თანამშრომლობით; ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებით შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ. ვ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს,  მოსამსახურეთა თანამდებობრივ  მოვალეობებს. ზ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 14​1 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში  ადგენს სამართალდარღვევათა ოქმებს და განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209​3   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ი) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებული  სამუშაოთა შესახებ. მუხლი 5🔗. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის საქმიანობის პრინციპები 1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს. 2. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს ინტერდისციპლინური შეფასების საფუძველზე, რაც  უზრუნველყოფილია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით. 3. ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ, სულ მცირე:  ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი. 4.  ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ბავშვის უფლებათა კოდექსითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპების და პროცედურების დაცვით. 5. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, ბავშის ფსიქოლოგის, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტის და იურისტის საქმიანობა ეფუძნება ოთხი თვალის პრინციპს, რაც გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას ან მიღებული გადაწყვეტილების სულ მცირე ორი თანამშრომლის მიერ დადასტურებას. მუხლი 6🔗. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება 1. სამსახურის მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) ბენეფიციარის მიმართვა; ბ) მესამე პირების მხრიდან განხორციელებული შეტყობინება ან  ანონიმური ზარით მიღებული ინფორმაცია; გ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეფერირება; დ) უფლებამოსილი სამსახურის მიერ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგები; ე) მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან (მაგ: პედაგოგები, მშობლები) შეხვედრების შედეგად („აუთრიჩი“) გამოვლენილი შემთხვევები. 2. სამსახური უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობას უშუალოდ და სატელეფონო მომსახურების სახით. სამსახურის ხელმისაწვდომობა მოიცავს  შესაბამის სერვისებზე წვდომას სამუშაო დღეებში (ორშაბათი – პარასკევი) და სამუშაო საათებში (9:00 – 18:00 საათი). 3. ინფორმაცია მუნიციპალურ სერვისებზე და სატელეფონო მომსახურებაზე ქვეყნდება პროაქტიულად, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე. მუხლი 7🔗. ბავშვის უფლებებისა და მხარდაჭერის საქმიანობის კოორდინაცია 1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. სამსახურის  მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და ბავშვის თემებზე მომუშავე პირებთან კოორდინირებული თანამშრომლობით. 3. თუ ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიება არ ხორციელდება  მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბავშვს აღნიშნული სერვისი მიეწოდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში რეფერირების გარეშე (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა),  ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ. მხარდაჭერის ღონისძიების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-19 მუხლით დადენილ ადმინისტრაციულ წარმოებაში სერვისის განხორციელებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს  მონაწილეობის საფუძველზე. 4. სამსახურის  მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში დადებული შეთანხმების საფუძველზე. 5. თუ ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, საქმის მართვაზე პასუხისმგებელი უწყებაა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.  მუნიციპალიტეტის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი კოორდინაციაშია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში. 6. სამსახურის  მიერ საკითხის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში რეფერირება ხდება: ა) თუ  შეფასების შედეგად დგინდება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საჭიროება; ბ) თუ სამსახურში შემოსული ინფორმაცია უკავშირდება ბავშვზე ძალადობის განხორციელებას ან განხორციელების რისკს. ასეთ შემთხვევაში სამსახურმა უნდა განახორციელოს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების საფუძველზე. მუხლი 8🔗. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის საქმის წარმოების ერთიანი სისტემა 1. სამსახური უზრუნველყოფს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებულ განხორციელებას. ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებული პროცესის უზრუნველსაყოფად, იქმნება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებში  ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელი. 2. ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონული საინფორმაციო ქსელის შექმნის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ერთიანი სისტემის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. 3. ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელში თავს იყრის ინფორმაცია ბენეფიციარის საჭიროებებზე, მის მიმართ განხორციელებულ დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებზე, მიღწეულ შედეგებზე და შედეგების პერიოდულ მონიტორინგზე. 4. უფლებამოსილი პირების მიერ ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონული საინფორმაციო ქსელით სარგებლობა ხდება ბავშვის პერონალური მონაცემების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ბავშვის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ის  შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახდეს მხოლოდ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული სუბიექტების მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების მიზნით. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ბავშვის მშობლისთვის/მშობლებისთვის, თუ მათ არ აქვთ შეზღუდული ან ჩამორთმეული მშობლის უფლება, ასევე ბავშვის მეურვისთვის/მზრუნველისთვის. 5. ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელის შექმნის, ფუნქციონირების და ინფორმაციით სარგებლობის წესებს ადგენს დებულება „ბავშვთა დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის შესახებ“. 6. ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელით სარგებლობის უფლების ფარგლები განისაზღვრება მასში ჩართულ სუბიექტებს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე. მუხლი 9🔗. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის კოორდინატორი კოორდინატორი არის სამსახურის უფროსი, რომელიც  თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას; ბ) შემოსული განცხადების/ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ან შემთხვევის სხვა სტრუქტურაში გადამისამართების შესახებ; გ) უზრუნველყოფს საქმის წარმოებაში ბავშვის ფსიქოლოგის, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტის და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტის ჩართვას; დ) ზედამხედველობს დამტკიცებული  სამოქმედო გეგმის შესრულებას; ე) ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის  პროგრამების განხორციელების მიზნით ახდენს  შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, ხელშეკრულებების დადების და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პროცესის მხარდაჭერას. მუხლი 10🔗. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი 1. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი  არის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის       საჯარო მოსამსახურე,  რომელიც: ა) ახორციელებს ბავშვის მდგომარეობის შეფასებას ამ დებულებით გათვალისწინებული ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით; ბ) შეიმუშავებს დებულების 21-ე მუხლით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას; გ) უზრუნველყოფს ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმით დადგენილი მომსახურებებისადმი ბავშვის ხელმისაწვდომობას; დ) კოორდინაციას უწევს ამ დებულებით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესს ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტებთან თანამშრომლობით; ვ) საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების თაობაზე; 2. ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ახორციელებს ვიზიტს ოჯახში/ბავშვის განთავსების ადგილზე. 3. თუ ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხება გადაუდებელ მდგომარეობას, იგი დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.  გადაუდებელია მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მომდევნო 24 საათის განმავლობაში. მუხლი 11🔗. ბავშვის ფსიქოლოგი 1. ბავშვის ფსიქოლოგი არის ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში. 2. ბავშვის ფსიქოლოგი ადგენს ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობას, სწავლობს მის ქცევას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 3. ბავშვის ფსიქოლოგი, საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და მეუღლეების თანხმობით ახორციელებს ახალშექმნილი ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ბავშვის ფსიქოლოგი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს. 4. ბავშვის ფსიქოლოგი, საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით ახორციელებს ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ბავშვის ფსიქოლოგი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად გარკვეული პერიოდულობით და საჭიროებიდან გამომდინარე ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს. მუხლი 12🔗. ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი 1. ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი არის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში. 2.  ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი ადგენს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და  შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახორციელებელი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების შესახებ. 3. ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი, საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და ოჯახის თანხმობით ახორციელებს ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში, ქალის ორსულობის პერიოდში და მშობიარობიდან 1 წლის განმავლობაში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს. მუხლი 13🔗. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი 1. სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი (შემდგომში – იურისტი) არის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  და რომლის ფუნქცია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით  არის: ა) სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების ორგანიზება და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება; გ) ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის სამართლებრივი ექსპერტიზა; დ) ბავშვის/ოჯახის სამართლებრივი კონსულტირება. მუხლი 14🔗. ბავშვის დაცვის ინსპექტორი 1. ბავშვის დაცვის ინსპექტორი (შემდგომში – ინსპექტორი) არის  შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურე, რომელიც ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონიერების პრინციპებზე დაყრდნობით ზედამხედველობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას. 2. ინსპექტორის უფლებამოსილებებია: ა) საჯარო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა; ბ) საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ბავშვის ჯგუფური ტრანსპორტირების წესების და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირების (ღონისძიების ორგანიზატორი) მიერ საკუთარი ვალდებულებების დაცვაზე ზედამხედველობა; გ) ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის  ბეჭდური მედიის გავრცელების წესების დაცვაზე ზედამხედველობა; დ) საჯარო კინოჩვენებებზე და ღამის კლუბებში ბავშვის დაშვების წესების დაცვაზე ზედამხედველობა; ე) ჩაწერილ ფილმებზე  ხელმისაწვდომობის სამართლებრივ შეზღუდვების დაცვაზე ზედამხედველობა; ვ) ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა თრობის საშუალებების, ალკოჰოლის შემცველი სასმელის,   თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის ან კაფსულების  ბავშვისათვის უსასყიდლო ან სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვაზე ზედამხედველობა. 3. ბავშვის დაცვის ინსპექტორი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას, სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს შუალედურ ოქმს, რომელსაც  წარუდგენს  ჯანმრთელობის დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახურს. 4. ინსპექტორი პრევენციულ და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებებს  ახორციელებს „ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე“, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-18 მუხლის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 15🔗. ბავშვისა და ოჯახის  საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სისტემა 1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის განსაზღვრა ეფუძნება ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარების საჭიროებების შესწავლას (შეფასებას) და იმ  რისკების იდენტიფიცირებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან (ან შეუძლიათ შეუქმნან) ბავშვის ჯანსაღ ფუნქციონირებას (ან განვითარებას) და ზიანს აყენებენ ბავშვის კეთილდღეობას. 2. საჭიროებათა და ზიანის რისკის განსაზღვრის მიზანია ზიანის რისკის თავიდან აცილება ან, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, მისი ეფექტიანად მართვა. 3. ზიანის რისკი არის ინდივიდუალური ბავშვისათვის მოსალოდნელი ის უარყოფითი შედეგები, რომელიც დადგება  თუ არ განხორციელდება მხარდაჭერის ღონისძიებები ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. 4. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება გულისხმობს მასზე და მის უშუალო გარემოზე ამომწურავი ინფორმაციის მოგროვებას, მათ შორის, ბავშვის განვითარების მახასიათებლებსა და თავისებურებებზე, ბავშვის/ოჯახის ურთიერთობებსა და მიმართებებზე უშუალო გარემოსთან, ბავშვის/ოჯახის/გარემოს ძლიერ მხარეებსა და რესურსებზე. 5. შეფასების პროცესი მოიცავს ინფორმაციის განსხვავებული წყაროებისგან მოპოვებას და შეჯერებას, მის გადამუშავებას და კრიტიკულად გააზრებას, გარემო და ოჯახური ფაქტორების გავლენის განსაზღვრას ბავშვის კეთილდღეობაზე და იმის გაანალიზებას, თუ ბავშვი რა ზიანის რისკის წინაშე დგას და რა ტიპის მომსახურებები ესაჭიროება მას იმისათვის, რომ მის ჯანმრთელობას, განვითარებას და კეთილდღეობას საფრთხე არ შეექმნას. 6. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სისტემა არის ოთხდონიანი: ა)  ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი (პირველი დონე) ბ) საწყისი/ცალკეული საჭიროება/ები და  ზიანის მსუბუქი რისკი (მეორე დონე) გ) მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი (მესამე დონე) დ) გადაუდებელი საჭიროება/ები და ზიანის მწვავე რისკი (მეოთხე დონე) 7. ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვის განვითარების საჭიროებები დაკმაყოფილებულია მშობლებისა და მზრუნველების მიერ და იმ სახელმწიფოს (თვითმმართველობის) საყოველთაო სერვისებით რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. ბავშვს არ აქვს სხვა დამატებითი საჭიროებები, მისი მშობლები და მზრუნველები თანმიმდევრულად და სათანადოდ ზრუნავენ მასზე და ზიანის რისკი არ იკვეთება. 8. საწყისი/ცალკეული საჭიროება/ები და  ზიანის მსუბუქი რისკი სახეზეა, როდესაც  მშობლებისა და მზრუნველების მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და სახელმწიფოს (თვითმმართველობის) საყოველთაო სერვისები არ არის საკმარისი და იკვეთება ბავშვის ერთი ან რამდენიმე საწყისი საჭიროება ან საფრთხის პირველადი ნიშნები. 9. მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვს ესაჭიროება სპეციალური მომსახურებები მისი კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების დამაკმაყოფილებელი დონის შესანარჩუნებლად ან  კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების სერიოზული შეფერხების ან ზიანის თავიდან ასაცილებლად. 10. გადაუდებელი საჭიროება/ები და ზიანის მწვავე რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის საჭიროებები უგულვებელყოფილია, მას აქვს სერიოზული ან/და კომპლექსური ჯანმრთელობის პრობლემები, ან/და არის ძალადობის მსხვერპლი/ძალადობის რისკის ქვეშ, ან განეკუთვნება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების ჯგუფს. მუხლი 16🔗. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტები 1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება ხდება ორ ეტაპიანი პროცედურის საფუძველზე. 2. ადმინისტრაციული წარმოების პირველ ეტაპზე ხდება მონაცემების შეგროვება და ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითადი ფაქტორების დადგენა, აგრეთვე შემდგომი შეფასების (პირველადი თუ ჩაღრმავებული) საჭიროების განსაზღვრა (სკრინინგი); 3. საფრთხის შეფასების საფუძველზე დგინდება საფრთხის ხასიათი, ღონისძიების განხორციელების საჭიროება და სახე (სტანდარტული და გადაუდებელი) ან ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასების საჭიროება. 4. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ფაქტორების შეფასება ხდება შეფასების საერთო ჩარჩოს საფუძველზე. შეფასება ხდება, სულ მცირე, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ბავშვს საცხოვრებელი ან სოციალური გარემო ფაქტორების გათვალისწინებით; ბ) საფრთხის ხასიათი, შესაბამისად, ზიანის მოცულობა; გ) ზიანის დადგომის ალბათობის ხარისხი; დ) მშობლების/მეურვის/მზრუნველის/ უნარი, თავიდან აიცილოს საფრთხე. 5. სკრინინგის მიზანია დაადგინოს შეფასების საჭიროება და ბავშვის კეთილდღეობის საჭიროებათა და ზიანის რისკის საწყისი დონე, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება შესაბამისი რეაგირების ფორმა (სტანდარტული თუ  გადაუდებელი) სკრინინგი ემსახურება ყველა იმ ბავშვის გამოვლენას, რომელთა ზიანის რისკი სცდება ნულოვან დონეს. 6. სკრინინგი ხორციელდება შესაბამისი წინასწარ დადგენილი ინსტრუმენტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითად ფაქტორებს 7. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ დასკვნის გაკეთების საფუძველი ხდება ბავშვის ქცევა, საცხოვრებელი გარემო, მშობლების დამოკიდებულება ბავშვისადმი, მიმდინარე ნეგატიური მოვლენები და სოციალური გარემო, ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის ქრონიკული ავადმყოფობა და შეზღუდული შესაძლებლობები, ბავშვის აღზრდაზე  პასუხისმგებელი პირის შესაძლებლობები, მზაობა და მოტივაცია მიიღოს შეთავაზებული დახმარება. 8. პირველადი შეფასება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა  ადრეული დახმარების საჭიროება (სკრინინგის შედეგად გამოიკვეთა საწყისი საჭიროება და ზიანის მსუბუქი რისკი - მეორე დონე ან მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანი გამოხატული რისკის მესამე დონე); 9. ბავშვის ოჯახის  პირველადი შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ზოგადი ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი შემჭიდროვებულ ვადებში. 10. ბავშვის და ოჯახის პირველადი შეფასების ინსტრუმენტში მოცემულია მოწყვლადობის ფაქტორები, რომლებიც ბავშვის, ოჯახისა და თემის მახასიათებლებს ითვალისწინებს, რადგან ბავშვის კეთილდღეობის განხილვა მისი ოჯახისა და თემისგან განცალკევებით არ ხდება, შეფასების ამ ინსტუმენტში აქცენტი გაკეთებულია კეთილდღეობის მისაღწევად ძირითადი საბაზისო საჭიროებების გამოკვეთა-გაანალიზებაზე. 11. ბავშვის ოჯახის ჩაღრმავებული შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ფუნქციონირების ანალიზი. ეს შეფასება მოიცავს ფაქტორებს, რომლებიც სამ ძირითად ჯგუფში ერთიანდება: ა) ბავშვის განვითარების საჭიროებები; ბ) მშობლების/მზრუნველების შესაძლებლობები და უნარები დააკმაყოფილონ ბავშვის საჭიროებები; გ) გარე ფაქტორები, რომლებიც ოჯახის ცხოვრების ხარისხზე ახდენენ გავლენას. 12. ბავშვის და ოჯახის შეფასება ეყრდნობა ბიო-ფსიქო-სოციალურ მიდგომას.  ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება გულისხმობს იმ ბიოლოგიური, ფსიგოლოგიური და სოციალური ფაქტორების შეფასებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ერთმანეთზე და განსაზღვრავენ ბავშვისა და ოჯახის ფუნქციონირების ხარისხს. 13. ბავშვის და ოჯახის შეფასება სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებს და გამოყოფს რესურსებს/ძლიერ მხარეებს (დამცავი ფაქტორები), სირთულეები (რისკ ფაქტორები) და საჭიროებებს. სახელდობრ ამ ტიპის შეფასება,  ადგენს იმას, თუ რა იწვევს ამა თუ იმ სირთულეს და რა ცვლილებები უნდა მოხდეს ბენეფიციარში ან/და მის გარემოში მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად, ან ზიანის სამართავად და სირთულეებთან გასამკლავებლად. შეფასების პროცესში ინფორმაციის მოპოვების მეთოდებია: ინტერვიუ, დაკვირვება და დოკუმენტაციის ანალიზი. 14. ჩაღრმავებული შეფასების პროცესში ხაზგასასმელია ბავშვისა და მისი ოჯახის ძლიერ მხარეებზე ორიენტაცია, რათა მათზე დაყრდნობით მოხდეს სირთულეების დაძლევა. ჩაღრმავებული შეფასება არის როგორც მეთოდი, ასევე, პროცესი. ეფექტიანად წარმართული შეფასების შედეგია, როგორც ანალიტიკური დასკვნა, ასევე, შემფასებელსა და ბავშვს/ოჯახს შორის ნდობისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება. მუხლი 17🔗. შეფასების საერთო ჩარჩო 1. შეფასების საერთო ჩარჩო წარმოადგენს ბავშვებისა და ოჯახებისთვის მომსახურებათა/დახმარებათა მიმწოდებელი ყველა უწყების მიერ შეთანხმებული და გაზიარებული ბავშვისა და ოჯახის შეფასების ჩარჩოს.  შეფასების საერთო ჩარჩო ემსახურება ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების ადრეულ დადგენას და უწყებათა მიერ კოორდინირებულ მომსახურებათა მიწოდებას. 2. შეფასების საერთო ჩარჩო  ბავშვისა და ოჯახის შეფასების საკვანძო ასპექტებს განსაზღვრავს და შეფასების ერთიან სქემას გვთავაზობს. შეფასების ყველა ინსტრუმენტი (სკრინინგი, ბავშვისა და ოჯახის შეფასების ინსტრუმენტი) შეფასების საერთო ჩარჩოს ეფუძნება და  მასში წარმოდგენილ ასპექტებს/სფეროებს მოიცავს. მუხლი 18🔗. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება 1. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 2. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება განცხადებისა  და კომუნიკაციის ბავშვზე ადაპტირებული საშუალებების გამოყენებით. მუხლი 19🔗. საქმის გარემოებათა გამოკვლევა 1. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში იკვლევს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და 5 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ამ დებულების მე-16  მუხლის მე-5 - მე-7 პუნქტებით  გათვალისწინებულ სკრინინგის დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ზიანის რისკისა და შესაბამისი რეაგირების ღონისძიების შესახებ. სკრინინგის საფუძველზე შესაძლებელია განსაზღვროს: ა) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის გადაუდებელი ღონისძიება; ბ) ბავშვისა და ოჯახის  შეფასების საჭიროება; გ) საკითხის რეფერირება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ამ დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში). 2. თუ კი სკრინინგის საფუძველზე დადგინდა ბავშვისა და ოჯახის შეფასების საჭიროება, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი 10 სამუშაო დღის ვადაში  ამზადებს ამ დებულების მე-16  მუხლით გათვალისწინებული  შეფასების დოკუნეტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას განსახორციელებელი ღონისძიების  შესახებ და უგზავნის მას შესაბამის დაწესებულების ხელმძღვანელს. 3. თუ კი სკრინინგის ან ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუმენტით დადგინდა ამ დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, საქმის რეფერირება ხდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში; 4. საქმის გარემოებათა გამოკვლევაში ამ დებულების 20-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტის საფუძველზე ჩართული სტრუქტურული ერთეული/ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაატაროს საქმის ჩაღრმავებული შეფასება, რომლის შედეგებიც მუნიციპალიტეტის ბავშვისა და სოციალური მუშაკის მიმართ იძენს გასათვალისწინებლად სავალდებულო ძალას. მუხლი 20🔗. სამოქმედო გეგმის შემუშავება 1. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი სკრინინგის, ბავშვისა და ოჯახის შეფასების ასევე დასკვნის დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე ადგენს სამოქმედო გეგმას. 2. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი გულისხმობს შეფასებისას გამოკვეთილი საჭიროებების პრიორიტეტულობას  და გეგმაში ჩართვას. სამოქმედო გეგმაში ნათლად გაიწერება ბენეფიციართან თანამშრომლობის მიზანი, ამოცანები, მეთოდები, ვადები და  პასუხისმგებელი პირები. 3. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნები და ამოცანები უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში განსაზღვრული. სამოქმედო გეგმის მიზნები და ამოცანები, უპირველეს ყოვლისა, იმ სირთულის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს, რის გამოც დაიწყო ბავშვთან და მის ოჯახთან მუშაობა და ბავშვის/ოჯახის კეთილდღეობას უნდა ისახავდეს მიზნად. 4. თუ კი სკრინინგის ან ბავშვისა და ოჯახის შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიება არის მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მხარდაჭერის გეგმის შემუშავების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბამს პროგრამის განხორციელებეაზე უფლებამოსილ მუნიციპალურ ორგანოს. 5. თუ კი სკრინინგის ან ბავშვისა და ოჯახის შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ განსახორციელებელი ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიება არის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი და არ არის ამ დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებული შემთხვევა, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მხარდაჭერის გეგმის შემუშავების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბამს პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს. 6. სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს ბავშვისა და ოჯახის მაქსიმალური ჩართულობითა ინფორმირებული თანხმობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. 7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქმის წარმოების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით. 8. გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ბენეფიციარის ასაკის და მისი განვითარების გათვალისწინებით, გეგმის განხორციელებაში მონაწილე პირების თანხმობით, დადგენილ ვადაში. 9. თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება გეგმას ან გეგმის ნაწილს, ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამტკიცოს გეგმა ან გეგმის ნაწილი, თუკი სხვაგვარად საფრთხე შეექმნება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. 10. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება კრიზისული ინტერვენციის შემთხვევაზე. საფრთხის შეწყვეტის შემდეგ ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შეადგინოს სამოქმედო გეგმა. მუხლი 21🔗. სამოქმედო გეგმის აღსრულება 1. სამოქმედო გეგმის აღსრულება (განხორციელება) არის პროფესიულ დონეზე კოორდინირებულ მომსახურებათა და ქმედებათა ერთობლიობა, რომელთა საერთო მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფა ან/და გაუმჯობესება. 2. სამოქმედო გეგმის განხორციელება შეიძლება მიზნად ისახავდეს ბავშვისათვის საფრთხის აცილების პრევენციას ან ბავშვის/ოჯახის კეთილდღეობის მდგომარეობის შენარჩუნებას ან ხელშეწყობას.  ამასთან,  მხარდაჭერა შეიძლება მიეწოდებოდეს ბავშვის ოჯახის ნებისმიერ წევრს ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. 3. ამ დებულების 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული  სამოქმედო გეგმის აღსრულება ხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ, საკუთარი რესურსებით ან ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების განმახორციელებელ კერძო პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების ფარგლებში. 4. ამ დებულების 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული სამოქმედო გეგმით განსახორციელებელი ღონისძიება, რომელიც არის ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილება, ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო  ორგანოს მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში. 5. ბავშვის მხარდაჭერის სერვისების ბავშვამდე მიტანას და განხორციელებაზე საერთო ზედამხედველობას, მიუხედავად მისი განხორციელების  ფორმისა, უზრუნველყოფს სამსახურის ბავშვისა და ოჯახის სოციალიური მუშაკი. ის ასევე  ადგენს ანგარიშს მისი შესრულების შედეგებზე და წარუდგენს სამსახურის უფროსს. 6. ბავშვის მხარდაჭერის სერვისების განხორციელებისას სამსახურის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი თანამშრომლობს ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელებაზე უფლებამოსილი საჯარო დაწესებულების სოციალურ მუშაკებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მუხლი 22🔗. სამოქმედო გეგმის  მონიტორინგი 1. სამოქმედო გეგმის განხორციელების გეგმის მეთვალყურეობა და პერიოდული გადახედვა (მონიტორინგი) ხორციელდება ბავშვის კეთილდღეობის საუკეთესო შედეგების მისაღწევად. 2. მონიტორინგი გულისხმობს საწყისი გეგმის აღსრულების მეთვალყურეობას, პროგრესის შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, ამოცანების და მეთოდების გადასინჯვას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმიურ და რიგგარეშე გადასინჯვას; 3. მონიტორინგის მიზანია მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და კეთილდღეობის შედეგთა შენარჩუნების დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების ხელშეწყობა. 4. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების მონიტორინგი ხორციელდება ღონისძიების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობით, ოთხი თვალის პრინციპის საფუძველზე. 5. შემთხვევის მართვის ღონისძიებები დოკუმენტირებული უნდა იყოს შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოებულ შემთხვევის მართვის ჩანაწერების დოკუმენტში. მუხლი 23🔗. ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიების დასრულება 1. ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების  საბოლოო ეტაპი მოიცავს ერთობლივი მუშაობის შედეგების შეჯამებას, პროგრესისა და ძლიერი მხარეების გამოვლენას, შედეგების კონსოლიდირებას და ბენეფიციარის დამოუკიდებელი ფუნქციონირების განმტკიცებას. 2. შედეგის შენარჩუნების ხელშესაწყობად, ბენეფიციარის მომსახურებიდან გასვლამდე, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ადგენს ბენეფიციარის მხარდაჭერის მომსახურებიდან გასვლის შემდგომ გეგმას, რომელიც ასახავს ბავშვისა და ოჯახის შემდგომ ქმედებებს, ასევე,  რესურსებს, რომლებიც შესაძლოა მათ დასჭირდეთ. 3. მხარდაჭერის ღონისძიებების შეწყვეტის საფუძველია: ა) ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში გაწერილი მიზნების მიღწევა; ბ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა; გ)  ბენეფიციარის სხვა პროგრამაში გადასვლა; დ) ბენეფიციარის შეუსაბამობა  მომსახურებაში მონაწილეობის კრიტერიუმებთან; ე) პროგრამით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ხდება მიღწული შედეგების მდგრადობის გადამოწმება 6 თვეში ერთხელ. მუხლი 24🔗. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმინობის კონტროლი 1. სამსახურის  მთელი ქონება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას; 2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, ხოლო  ბავშვის მხარდაჭერის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული პროგრამები ფინანსდება შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტით ან საერთაშორისო გრანტებით და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ფინანსური საშუალებებით. 4. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული  მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 5. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი   წესით ახორციელებს  მუნიციპალიტეტის მერი. სამსახურის საქმიანობის კონტროლი განსახორციელებლად მერს უფლება აქვს, მოითხოვოს და დაუყონებლივ მიიღოს საჭირო მასალები. მუხლი 25🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.