„დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.04.2021
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,988 სიტყვა · ~10 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
ინსპექტორი
პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს გემის ინპექტირების შეფასების კონტროლის ან მონიტორინგის უფლებამოსილება საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად
მუხლი 2
გემის შემმოწმებელი
პირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში გემების შემმოწმებლად საქართველოს საზღვაო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 2
გემის შემმოწმებელი შეზღუდული უფლებამოსილებით
პირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის გემების შემმოწმებლად საქართველოს საზღვაო კოდექსის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. ტერმინები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე წესში, განიმარტება საქართველოს საზღვაო კოდექსის, და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების“დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 27.12.2017 „სააგენტო კომპანიების აღიარების და გემის აგენტების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 29.11.2024 საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 20.02.2024 გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 05.07.2021 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენცია" * გააუქმეთ არასასურველი ვარიანტი . 88% 02.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

„დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №05 2021 წლის 29 აპრილი ქ. ბათუმი „დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ 44​1 მუხლის „ი“ და „რ“ ქვეპუნქტებისა, 44​10 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის აღიარების წესი“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის აღიარების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. „დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის აღიარების წესი“  (შემდეგში – წესი) არეგულირებს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ან დასარეგისტრირებელი გემის ინსპექტირების ან შემოწმებისათვის დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის აღიარების და საქმიანობის წესს,  დროშის კონტროლის  ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. 2. დროშის კონტროლის ინსპექტორი და გემის შემმოწმებლი საზღვაო კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად ახორციელებს გემის შემოწმებას/ინსპექტირებას სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების  ფარგლებში.   3. წინამდებარე წესი არ ვრცელდება სააგენტოს თანამშრომელ დროშის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორსა და გემის შემმოწმებელზე. 4. სააგენტო,  აღიარებული დროშის კონტროლის ინსპექტორების და გემის შემმოწმებლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საჯაროდ, საკუთარ ვებგვერდზე. 5. სააგენტო ახორციელებს დროშის კონტროლის  ინსპექტორების და გემის შემმოწმებლების საქმიანობის ზედამხედველობას და კონტროლს, მათი აღიარების შეჩერების, გაუქმების და განახლების ჩათვლით, საქართველოს საზღვაო კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. წინამდებარე წესის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინსპექტირება და შემოწმება − საქართველოს გემის აუცილებელი ინსპექტირება და შემოწმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის აქტების, სტანდარტების, რეზოლუციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე; ბ) ინსპექტორი – პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს გემის ინპექტირების შეფასების კონტროლის ან მონიტორინგის უფლებამოსილება საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად; გ) გემის შემმოწმებელი – პირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში გემების შემმოწმებლად საქართველოს საზღვაო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. დ) გემის შემმოწმებელი შეზღუდული უფლებამოსილებით – პირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის გემების შემმოწმებლად საქართველოს საზღვაო კოდექსის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. ტერმინები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე წესში, განიმარტება საქართველოს საზღვაო კოდექსის, და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. თავი II დროშის კონტროლის  ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ვალდებულება და პასუხიმგებლობა მუხლი 3🔗. ინსპექტირების ტიპები 1. დროშის სახელმწიფო ინსპექტირების ტიპებია: ა) წინა სარეგისტრაციო ინსპექტირება (Pre-registration Inspections); ბ) ყოველწლიური ინსპექტირება (Annual Flag State Inspections); გ) დაკავების პრევენციის ინსპექტირება (Detention Prevention inspection); დ) დაკავების შემდგომი ინსპექტირება (Post Detention Inspections); ე) საზღვაო ინციდენტის/უბედური შემთხვევის შემდგომი ინსპექტირება (Post Marine Casualty Inspection); ვ) დამატებითი/დაუგეგმავი ინსპექტირება (Additional/unplanned Inspection). მუხლი 4🔗. დროშის კონტროლის ინსპექტორის საკვალიფიკაციო  მოთხოვნები 1. დროშის კონტროლის ინსპექტორად აღიარებისთვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) აქვს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი, როგორც კაპიტნის ან უფროსი მექანიკოსის, რომელიც გაცემულია STCW კონვენციის II/2 და III/2 რეგულაციის თანახმად და გააჩნია მინიმუმ 12 თვის ნაოსნობის სტაჟი კაპიტნად ან უფროს მექანიკოსად ან; ბ) აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია საზღვაო დარგში და აქვს გავლილი სპეციალიზირებული წვრთნა, ადეკვატური კომპეტენციების და უნარების უზრუნველსაყოფად  ან; გ) არის საზღვაო ადმინისტრაციის კვალიფიციური ინსპექტორი, წვრთნის და გამოცდილების ექვივალენტური დონის, რათა შეასრულოს შესაბამისი ინსპექტირების სამუშაოები. მუხლი 5🔗. დროშის კონტროლის ინსპექტორის აღიარების პირობები 1. დროშის კონტროლის ინსპექტორმა აღიარების მიზნით, სააგენტოს უნდა წარუდგინოს, სააგენტოს მიერ დამტკიცებული განაცხადის ფორმა და თანდართული საბუთების ნუსხა ელექტრონულად. განაცხადის ფორმა ქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე. 2. სახელმწიფო დროშის ინსპექტორის განაცხადის ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პირად მონაცემებს; ბ) საკონტაქტო მონაცემებს; გ) საიდენტიფიკაციო მონაცემებს; დ) განათლების შესახებ ინფორმაციას; ე)  სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას; ვ) პროფესიული ტრენინგებისა  და კურსების შესახებ ინფორმაციას; ზ) ავტორიზაციის ტიპს; თ) მიმდინარე ან წინა დროშის სახელმწიფოს აღიარება/ავტორიზაციის შესახებ; ი) ინფორმაციას უცხო ენების ფლობის შესახებ; კ) დამატებით ინფორმაციას, საჭიროებისამებრ; ლ) დეკლარაციას (განაცხადში მითითებული ინფორმაციისა და გარემოების უტყუარობის/ნამდვილობასთან დაკავშირებით). 3. დროშის კონტროლის ინსპექტორმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა.ა)  სამოქალაქო პასპორტი; ა.ბ) განათლების დიპლომი; ა.გ) ტრეინინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები; ა.დ) CV/რეზიუმე; ა.ე) დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია მოთხოვნისამებრ. 4. ინსპექტორის მიერ წარმოდგენილი ყველა  საბუთი (გარდა ინგლისურენოვანი დოკუმენტაციისა) უნდა იყოს  ნათარგმნი ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე და შესაბამისად დამოწმებული. 5. სააგენტო განიხილავს და  აფასებს აღიარებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. 6.  წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადებითად შეფასების შემდეგ, საჭიროებისამებრ, სააგენტო ზეპირი გასაუბრების მიზნით იწვევს კანდიდატს. გასაურება  შესაძლებელია მიმდინარეობდეს  კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. 7. წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადებითად შეფასების შემდგომ სააგენტო გასცემს დროშის კოპნტოროლის ინსპექტორის აღიარების  სერტიფიკატს. სერტიფიკატის ფორმა  განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗.  დროშის კონტროლის ინსპექტორის ანაზღაურება 1. დროშის კონტროლის ინსპექტორმა თავისი საქმიანობის განხორციელებისთვის ანაზღაურება უნდა მიიღონ უშუალოდ გემთმფლობელისგან ან მის წარმომადგენლისგან. 2. დროშის კონტროლის ინსპექტორის ანაზღაურებაში უნდა შედიოდეს ტრანსპორტირების, კვების და ინსპექტირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. მუხლი 7🔗. დროშის კონტროლის ინსპექტორის ვალდებულება და პასუხისმგებლობა 1. დროშის კონტროლის ინსპექტორი ვალდებულია: ა) შეასრულოს მისი პროფესიული მოვალეობები სრულყოფილად და ანგარიშის წარდგენისას იყვნენ კეთილსინდისიერი და სამართლიანი; ბ) განახორციელოს და აწარმოოს ინპექტირების შესახებ ჩანაწერები; გ) დაიცვას კონფიდენციალურობა; დ) პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე)  აღიარების პერიოდში, არ იყვნენ ჩართული კომერციულ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია გემების მშენებლობასთან, აღჭურვილობასთან, გემების შეკეთებასთან ან ოპერირებასთან; 2. დროშის კონტროლის ინსპექტორს არ შეუძლია განახორციელოს იმ გემის შემოწმება, რომლის გემთმფლობელი, ოპერატორი, ეკიპაჟის წევრები, ოჯახური ან პირადი კავშირით მასთან არიან დაკავშირებულნი. 3. დროშის კონტროლის ინსპექტორმა ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში  უნდა აცნობოს სააგენტოს. მუხლი 8🔗. დროშის კონტროლის ინსპექტორის პროფესიული პასუხიმგებლობის დაზღვევა 1. დროშის კონტროლის ინსპექტორს აღიარების განაცხადის გაკეთებისას უნდა გააჩნდეს პროფესიული პასუხიმგებლობის დაზღვევის (Professional Indemnity Insurance) დამადასტურებელი დოკუმენტაცია არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ოდენობით ან წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ იგი მსგავს დაზღვევას მიიღებს აღიარების პროცესში 2. დროშის კონტროლის ინსპექტორის პროფესიული პასუხიმგებლობის  დაზღვევა მოქმედი უნდა იყოს არანაკლებ  დროშის კონტროლის ინსპექტორის აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაში. თავი III გემის შემმოწმებელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ვალდებულება და პასუხიმგებლობა მუხლი 9🔗. გემის შემმოწმებელის მინიმალური ცოდნა და გამოცდილება გემის შემმოწმებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი თეორიული ცოდნა და გემების ოპერირებასთან დაკავშირებული  პრაქტიკული გამოცდილება, ასევე, საკუთარი უფლება მოვალეობების შესრულებისთვის აუცილებელი შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო ინსტრუმენტების ცოდნა.  ის მუდმივად  უნდა ანახლებდეს საკუთარ ტექნიკურ ცოდნას  და იმაღლებდეს კვალიფიკაციას. მუხლი 10🔗. გემის შემმოწმებელის აღიარების საკვალიფიკაციო  მოთხოვნები 1. გემის შემმოწმებლად აღიარებისათვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) გააჩნდეს შესაბამისი საგანმანათლებლო კვალიფიკაცია საზღვაო ან სანაოსნო ინსტიტუტიდან; ბ) გააჩნდეს გემის საგემბანე ან სამანქანე განყოფილებაში ოფიცრად მუშაობის არანაკლებ 3 წლის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რომელიც დასტურდება შესაბამისი (მოქმედი ან ვადაგასული) კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატით  STCW კონვენციის II/2, III/2 რეგულაციის შესაბამისად; გ) გააჩნდეს გემების და გემის ოპერირების შესახებ ტექნიკური ცოდნა, რომლის განგრძობადობაც დასტურდება კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ. 2. გემის შემმოწმებლად აღიარებისთვის კანდიდატს ასევე შეუძლია განაცხადის გაკეთება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების მიუხედავად თუ მას, გააჩნია შესაბამისი საუნივერსიტეტო ხარისხი, როგორც გემთმშენებელს, მექანიკოს-ინჟინერს ან საზღვაო დარგთან დაკავშირებულ ინჟინერს და გააჩნია შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის 5-წლიანი სტაჟი. 3. გემის შემმოწმებლად აღიარებისთვის  ამ მუხლის, 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, გემის შემმოწმებელს აღიარებამდე უნდა ჰქონდეს 24 მეტრზე მეტი სიგრძის გემებზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი შესაბამისი გამოცდილება. 4. შეზღუდული უფლებამოსილებით გემის შემმოწმებლებს აღიარებამდე უნდა ჰქონდეთ 6 მეტრზე მეტი სიგრძის გემებზე მუშაობის მინიმუმ ერთი წლის გამოცდილება. 5. გემის შემმოწმებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს;  ა)  იცნობდეს  საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობას ; ბ) იცნობდეს შემოწმებასთან დაკავშირებულ პროცედურებს  (სერტიფიცირება, კონტროლი, ზედამხედველობა და სხვა); გ) იცნობდეს საზღვაო უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით საერთაშორისო და ეროვნული რეგულაციების მიზნებს და ამოცანებს; დ) იცნობდეს გემზე და ხმელეთზე არსებული გარე და შიდა პროცესებს; ე) იცოდეს უსაფრთხოების, მათ შორის პირადი უსაფრთხოების საშუალებების გამოყენება. ვ) ფლობდეს პროფესიულ კომპეტენციას, რომელიც აუცილებელია დავალებების ეფექტურად შესასრულებლად; ზ) ფლობდეს შესაბამის გამოცდილებას (ტრეინინგები) სხვადახვა დავალებების შესასრულებლად.  მუხლი 11🔗. გემის შემმოწმებელის აღიარების პირობები 1. გემის შემმოწმებელმა, აღიარების მიზნით, სააგენტოს უნდა წარუდგინოს, სააგენტოს მიერ დამტკიცებული განაცხადის ფორმა და თანდართული საბუთების ნუსხა ელექტრონულად. განაცხადის ფორმა ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე. 2. გემის შემმოწმებელმა განაცხადის ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ავტორიზაციის ტიპს; ბ) პერსონალურ მონაცემებს; გ) საკონტაქტო მონაცემებს; დ) საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ე)  განათლების შესახებ ინფორმაციას; ვ)  სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას; ზ)  პროფესიული წვრთნებისა და კურსების შესახებ ინფორმაციას; თ) შემმოწმებლის ინფორმაციას; ი) მიმდინარე ან წინა დროშის სახელმწიფოს აღიარება/ავტორიზაციის შესახებ; კ) ინფორმაციას უცხო ენების შესახებ; ლ) დამატებით ინფორმაციას; მ) დეკლარაციას (განაცხადში მითითებული ინფორმაციისა და გარემოების უტყუარობის/ნამდვილობასთან დაკავშირებით). 3. გემის შემმოწმებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა.ა)  სამოქალაქო პასპორტი; ა.ბ) განათლების დიპლომი; ა.გ) ტრეინინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები; ა.დ) CV/რეზიუმე; ა.ე) დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ვ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ა.ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია მოთხოვნისამებრ. 4. გემის შემმოწმებელის მიერ წარმოდგენილი ყველა  საბუთი (გარდა ინგლისურენოვანი დოკუმენტაციისა) უნდა იყოს  ნათარგმნი ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე და შესაბამისად დამოწმებული. 5. სააგენტო განიხილავს და  აფასებს აღიარებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. 6. წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადებითად შეფასების შემდეგ, საჭიროებისამებრ, სააგენტო ზეპირი გასაუბრების მიზნით იწვევს კანდიდატს. გასაურება  შესაძლებელია მიმდინარეობდეს  კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.  7. წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადებითად შეფასების შემდგომ სააგენტო გასცემს დროშის კოპნტოროლის ინსპექტორის აღიარების  სერტიფიკატს. სერტიფიკატის ფორმა  განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 12🔗. გემის შემმოწმებლის ვალდებულება და პასუხისმგებლობა 1. გემის შემმოწმებელი ვალდებულია: ა) შეასრულოს მათი პროფესიული მოვალეობები სრულყოფილად და ანგარიშის წარდგენისას იყოს კეთილსინდისიერი და სამართლიანი; ბ) განახორციელოს და აწარმოოს შესაბამისი ჩანაწერები; გ) დაიცვას კონფიდენციალურობა; დ) პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) მათი აღიარების პერიოდში, არ იყვნენ ჩართული კომერციულ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია გემების მშენებლობასთან, აღჭურვილობასთან, გემების შეკეთებასთან ან ოპერირებასთან; ვ) უნდა განახორციელონ მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც შეესაბამება მათ კვალიფიკაციას, გამოცდილებიდან და/ან წვრთნას. ზ) დამოუკიდებელი ყველა მხარისაგან; 2. გემის შემმოწმებელს არ შეუძლია განახორციელოს იმ გემის შემოწმება, რომლის გემთმფლობელი, ოპერატორი, ეკიპაჟის წევრები, ოჯახური ან პირადი კავშირით მასთან არიან დაკავშირებული. 3. გემის შემმოწმებელმა უნდა უზრუნველყონ მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალობა და სააგენტოს მოთხოვნიდან გამომდინარე ვალდებულია მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. 4. გემის შემმოწმებელმა ისე უნდა შეასრულოს სამუშაოები, რომ არ დაირღვერს გემთშენებელი ქარხნის, აღჭურვილობის მიმწოდებლის და გემთფლობელის ინტელექტუალური საკუთრების უფლება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადასცენ ან გაამჟღავნონ კომერციული სახის მონაცემები, რომელიც მოპოვებულია გემის მშენებლობის ან შეკეთების, ინსპექტირების, შემოწმების და მონიტორინგის პროცესში. 5. გემის შემმოწმებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება გემის იმ ტიპის შესახებ, რომელზეც ისინი შეასრულებენ თავიანთ საქმიანობას. 6. გემის შემმოწმებელმა უნდა განახორციელოს გემის შემოწმება მხოლოდ იმ  უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც მას მიენიჭა  აღიარების დროს.   მუხლი 13🔗. გემის შემმოწმებლის პროფესიული პასუხიმგებლობის დაზღვევა 1. გემის შემმოწმებელს აღიარების განაცხადის გაკეთებისას უნდა გააჩნდეს პროფესიული პასუხიმგებლობის დაზღვევის (Professional Indemnity Insurance) დამადასტურებელი დოკუმენტაცია არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ოდენობით ან წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ იგი მსგავს დაზღვევას მიიღებს აღიარების პროცესში. 2. გემის შემმოწმებლის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა მოქმედი უნდა იყოს არანაკლებ  შემმოწმებლის აღიარების სერტიფიკატის მოქმედების  ვადის განმავლობაში.   თავი IV გემის შემმოწმებელის და დროშის კონტროლის ინსპექტორის ზედამხედველობდა, კონტროლი, აღიარების  სერტიფიკატის გაცემა, შეჩერება და გაუქმება მუხლი 14🔗. დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებელის ზედამხედველობა და შემოწმება 1. სააგენტო უფლებამოსილია, დელეგირებული ფუნქციების შესრულების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად,  მოახდინოს დროშის კონტროლის ინსპექტორის საქმიანობის მონიტორინგი. 2. სააგენტომ შესაძლებელია განახორციელოს დაგეგმილი და/ან დაუგეგმავი აუდიტი ან ინსპექტირება აღიარებულ შემმოწმებელზე ან ინსპექტორზე დელეგირებული ფუნქციების ეფექტურობის შემოწმების მიზნით. მუხლი 15🔗. აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადა, შეჩერება, გაუქმება და აღრიცხვა 1. დროშის ინსპექტორის აღიარების სერტიფიკატის ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 3 წლით. 2. გემის შემმოწმებლის აღიარების სერტიფიკატის ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 5 წლით. 3. აღიარებული დროშის კონტროლის ინსპექტორი და გემის შემმოწმებელი, რომელსაც სურს სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ განაგრძოს ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, ვალდებულია ხელახლა გაიაროს ამ წესით დადგენილი დროშის კონტოროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებელის აღიარების პროცედურა. 4. დროშის კონტროლის ინსპექტორის ან გემის შემმოწმებლის საქმიანობის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, თუ გამოვლინდა აღიარების პირობების მოთხოვნების დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს აღიარების სერტიფიკატი. 5. აღიარების შეჩერების შემთხვევაში, შესაბამისი დროშის კონტროლის ინსპექტორს ან გემის შემმოწმებელს განესაზღვრება ვადა (არაუმეტეს 4 თვისა), რომლის განმავლობაში იგი ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს აღიარება. 6. აღიარებული დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის შესახებ ინფორმაცია შეიტანება საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონულ რეესტრში. 7. სააგენტო ინახავს  დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის სერტიფიკატებს და ტექნიკურ მონაცემებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №1 MARITIME TRANSPORT AGENCY OF GEORGIA CERTIFICATE OF APPOINTMENT OF THE FLAG STATE INSPECTOR Maritime Transport Agency of Georgia, hereby certifies that ____________ (Name, DOB) was duly recognized/appointed as a Flag State Inspector of Georgia in accordance with the provisions of Maritime Code of Georgia and relevant International Conventions, in order to carry out Inspections of the ship’s under the national and international instruments. Certificate is valid until:                               Place and Date of Issue:                         Name and Surname of Authorized Person დანართი №2 MARITIME TRANSPORT AGENCY OF GEORGIA CERTIFICATE OF APPOINTMENT OF THE SHIP SURVEYOR Maritime Transport Agency of Georgia, hereby certifies that ____________ (Name, DOB) was duly recognized/appointed as a ship Surveyor of Georgia in accordance with the provisions of Maritime Code of Georgia and relevant International Convention, in order to carry out surveyor of the ship’s under the national and international instruments. Certificate is valid until:                               Place and Date of Issue:         Limitation:                                                                             Name and Surname of Authorized Person .