სს „თელასის“ აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სააქციო საზოგადოება  „თელასი“

შეტყობინება

სს „თელასის“ აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ

სააქციო საზოგადოება „თელასი“ (აქ და შემდგომ – სს „თელასი“, „საზოგადოება“) გაცნობებთ 2021 წლის 14 მაისს აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ, კრების (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად) შემდეგი დღის წესრიგით:

1. 2020 წლის სამუშაოს შედეგების წლიური ანგარიშისა და საზოგადოების 2020 წლის წლიური ფინანსური ანგარიშგების ფასს-ის მიხედვით დამტკიცების შესახებ.

2. საზოგადოების მოგების, მათ შორის დივიდენდების გადახდის (გამოცხადების), და ზარალის განაწილების შესახებ 2020 ფინანსური წლის შედეგების მიხედვით.

3. საზოგადოების აუდიტორის დამტკიცების შესახებ 2021 წლისთვის.

4. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ.

სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიის შესადგენად სააღრიცხვო დღეა 2021 წლის 19 აპრილი.

საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილია – საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ.№ 3.

საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების დროა 10 საათი 00 წუთი ადგილობრივი დროით.

აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა 09 საათი 30 წუთი ადგილობრივი დროით.

აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.

მეწარმეთა შესახებ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე შეტყობინების დანართში ა წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისათვის.

სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2021 წლის 23 აპრილიდან 2021 წლის 14 მაისის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

 სს „თელასის“ სამეთვალყურეო

საბჭოს თავმჯდომარე                                                                                     დ.ე. ვოლკოვი

 

2021 წლის 14 მაისს

სს „თელასის“ აქციონერთა წლიური

საერთო კრების ჩატარების შესახებ შეტყობინების

დანართი

დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის

სს „თელასის“ წესდების მე-10 მუხლის მე-10.14 პუნქტის შესაბამისად, სს „თელასის“ (შემდგომ – საზოგადოება) საერთო კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებას საზოგადოება აქვეყნებს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, ასევე განათავსებს ინტერნეტის ქსელში საზოგადოების ვებ-საიტზე, აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად გამოქვეყნებას ექვემდებარება დღის წესრიგი, სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

შეტყობინებას კრების მოწვევის შესახებ თან უნდა დაერთოს პროცედურის აღწერილობა, რომლის თანახმად აქციონერს შეუძლია შეამოწმოს თავისი უფლება კრებაში მონაწილეობაზე კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში.

 

სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2021 წლის 13 აპრილის რეკომენდაციები

 

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებას შესთავაზა:

„2020 ფინანსური წლის შედეგების მიხედვით დივიდენდები არ იქნას გადახდილი“.

გადაწყვეტილება სს „თელასის“ აქციონერების წლიური საერთო კრების რეკომენდაციის შესახებ სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო 2021 წლის 13 აპრილს (სამეთვალყურეო საბჭოს 13.04.2021 წ. №251 ოქმი).

 

2021 წლის 14 მაისის აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობაზე  სს „თელასის“ აქციონერთა უფლების შემოწმების პროცედურის აღწერილობა

 

კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე, აქციონერს შეუძლია შეამოწმოს თავისი უფლება კრებაში მონაწილეობაზე სს „თელასის“ რეგისტრატორთან – სს „ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ (ხელშეკრულება №სრ-394/515, 2014 წლის 1 აპრილი), შემდეგ მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის პრ. №74ა (მოსაშვილის ქ. №11) ტელ.: (995 32) 222-53-51, 25-15-60.ფაქსი: (995 32) 225-15-60