„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№253
სარეგისტრაციო კოდი
410050000.35.160.016689
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №253

2021 წლის 22 აპრილი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №10 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 12/08/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 410050000.35.160.016220) პირველი მუხლით დამტკიცებულ  „ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესში“ და წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების, მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზება განეკუთვნება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, რომელსაც ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი“ (ს/ნ:416356696).“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი