📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №79-36
სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.101.016855
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,231 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

თვითმმართველობის დადგენილება (1)

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 25.09.2018 საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209<sup>3</sup> მუხლითა და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-წარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 31.03.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.11.2023 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.04.2018 გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 17.06.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №79-36 2021 წლის 27 აპრილი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209​​3 მუხლის მე-4 ნაწილისა და 290​4 მუხლის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განისაზღვროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე–135​​​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საჩივრების საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად განხილვის შედეგად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება დადგენილებით. 3. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე–135​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას, მიღებული დადგენილების/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის  ჩაუბარებლობის შემთხვევაში მათი ვებგვერდზე გამოქვეყნების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 125​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–135​​​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53-18 დადგენილება. მუხლი 3🔗 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 125​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–135​​​​4 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ სამსახურად განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის №15-30 დადგენილების შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 125​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–135​​​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53-18 დადგენილების შესაბამისად გასაჩივრებული საქმეების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყვნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე–135​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას, მიღებული დადგენილების/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მათი ვებგვერდზე გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო  ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე–135​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას მიღებული დადგენილების/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მათი ვებგვერდზე გამოქვეყნების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას, მიღებული დადგენილების/მისი გამოტანისთვის აუცილებელი  წერილობითი ინფორმაციის გაგზავნა და ჩაუბარებლობისას მათი ვებგვერდზე გამოქვეყნება 1.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე–135​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების სააგენტოში გასაჩივრებისას მიღებულ დადგენილებას (შემდგომში - დადგენილება) და მისი გამოტანისთვის აუცილებელ წერილობით ინფორმაციას (შემდგომში - ინფორმაცია) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი თანამშრომელი უგზავნის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს  მითითებულ  მისამართზე. 2. თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს ინფორმაცია ვერ ჩაბარდა, ჩაუბარებლობის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში ასახვის შემდეგ, მომდევნო სხდომის ჩასატარებლად განსაზღვრულ თარიღამდე სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი თანამშრომელი მითითებულ მისამართზე განმეორებით აგზავნის ახალ წერილობით ინფორმაციას. 3. თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს დადგენილება ვერ ჩაბარდა მითითებულ მისამართზე და ჩაუბარებლობის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი  ელექტრონულად აისახა დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში, ამ დოკუმენტის  ასახვიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა დადგენილება ზემოაღნიშნულ პირს განმეორებით ეგზავნება მითითებულ  მისამართზე. 4. დადგენილებისა და წერილობითი ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჩაუბარებლობის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი  აისახება შესაბამის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში, რის შემდეგაც განმეორებით ჩაუბარებელი დადგენილება ან/და ინფორმაცია  განთავსდება ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge. მუხლი 3🔗. დადგენილების/ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნების წესი 1. კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირისათვის ინფორმაციის  განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში შესაბამის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში ჩაუბარებლობის ასახვის შემდგომ, სააგენტოს შესაბამისი  სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი თანამშრომელი აქვეყნებს ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge ჩაუბარებელ დადგენილებას ან/და ინფორმაციას. 2. ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას მიღებული დადგენილების/ინფორმაციის გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას მიღებული დადგენილება ან/და   ინფორმაცია, რომელიც  კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს არ ჩაბარებია ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად. 3. ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას, მიღებული დადგენილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ მუხლით დადგენილი წესით ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge,   გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 4. კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს შესაძლებლობა აქვს ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge შესაბამის ველში გაეცნოს  გამოქვეყნებულ დადგენილებას ან/და  ინფორმაციას. 5. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი თანამშრომელი, ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას მიღებული დადგენილების ვებგვერდზე გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაციას  აწვდის  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე–135​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შემდგენელ ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და მის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს  ჩაბარების ვადების კონტროლი, შემდგომში  მისი აღსრულების მიზნით. მუხლი 4🔗. პერსონალური მონაცემების დაცვა სააგენტო, დადგენილების  ან/და ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნების დროს, ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.