„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2021 წლის 29 აპრილი ქ.ახალციხე |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
„დ) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.
;
;
„გ) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილება“.
;
;
„მუხლი 9. სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილება
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფა;
ბ)ახალციხის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ტერიტორიული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადება;
გ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება.
დ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერების და ინტერიერების პროექტების განხილვა, ფერთა შეთანხმება, ქალაქსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში არსებულ ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფებისა და აბრების ესკიზების შეთანხმებაზე შესაბამისი აქტების მომზადება;
ე) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
ვ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, და კომპეტენციის ფარგლებში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესის რეგულირება კანონის შესაბამისად;
ზ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ - დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და განხილვა;
ი) უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვისას მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
კ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვისას მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
მ) ახალციხის მუნიციპალიტეტში, გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;
ნ) შემოსული განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა თუ რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ო) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარსადგენად;
პ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
ჟ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების ხელშეწყობა;
უ) მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ურბანული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში ქალაქთმშენებლობის პროცესის რეგულირება;
რ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება;
ს) უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის განხილვისას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება.“.
.
|