„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №187 |
|
2021 წლის 27 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლში:
ა) 62 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) 2021 წლის 1 მაისის 21:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდსა და 2021 წლის 2 მაისის 04:00 საათიდან 05:00 საათის ჩათვლით პერიოდზე.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 და 73 პუნქტები:
„72. 2021 წლის 3 მაისიდან 2021 წლის 12 მაისის ჩათვლით ჩერდება მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება, მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში ასევე მეტროპოლიტენის, საბაგიროს ფუნქციონირებაც.
73. დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფისა და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით, ენიჭებათ იურიდიული პირის მოთხოვნით მარშრუტების განსაზღვრის უფლებამოსილება. სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებულია, ყოველი გადაყვანის განხორციელებამდე არაუმეტეს 10 საათით ადრე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია.“.
2. მე-2 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21. სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვა
1. 2021 წლის 2 მაისიდან 2021 წლის 4 მაისის ჩათვლით აიკრძალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ეხება იმ ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესვლასა და გადაადგილებას, რომლებიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის.“.
|