“სახელმწიფო ქონების მართვის სამინიტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებულ “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-3/754
სარეგისტრაციო კოდი
040.110.030.11.112.004.504
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 107, 17/11/2000

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სა რეგისტრაციო კოდი 040.110.030.11.112.004.504

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის

მინისტრის ბრძანება №1-3/754

2000 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილების (31.10.2000 წ., №02-14/863, 09.11.2000წ., №11/11-348) და ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით ვბრძანებ:

1. გაუქმდეს ,,სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 18 აგვისტოს №1-3/538 ბრძანება.

2. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

t მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გამყიდველი” ღია აუქციონების ორგანიზების და ჩატარების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას (რომელშიც შედიან: კომისიის თავმჯდომარე, მეაუქციონე, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და წევრები)”;

t მე-2 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი:

_ ,,9. სააუქციონო კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს თავისი მუშაობის რეგლამენტს”.

3. დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში, დადგენილი წესის თანახმად.

4. დაევალოს ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს ამ ბრძანების, იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ, გამოქვეყნება გაზეთ ,,საკანონმდებლო მაცნეში” და გაზეთ ,,მესაკუთრეში”.

5. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ქ-ნ ი. ქავთარაძეს, იურიდიულ და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტებს.

მ. უკლება