ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.04.2021
ძალაში შესვლა 14.06.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №177
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016580
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/05/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №177
2021 წლის 28 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის N667 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:
1. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს;
2. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
3. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
4. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
5. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს;
6. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზოუკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრებს;
7. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე პირებს;
8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებს;
9. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს;
10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს.
მუხლი 2🔗
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფის 50 პროცენტიანი შეღავათიანი ფასდაკლებით სარგებლობის უფლება მიეცეთ:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება“.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ იმერეთის სამმართველოს მიერ წარმოდგენილ ბენეფიციართა სიაში რეგისტრირებულ და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის ან/და მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირებს.
მუხლი 3🔗
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირმა უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით დამტკიცებული მგზავრობის ტარიფის ფასდაკლების სისტემით მომსახურების განხორციელება მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის მომსახურებით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობა ხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ, შესაბამის უფლებამოსილ პირთან (ბარათის გამცემი) პროგრამით მოსარგებლე პირთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირი (ბარათის გამცემი), უზრუნველყოფს მათთვის მგზავრობისათვის საჭირო სამგზავრო პლასტიკური ბარათების (შემდგომ, ბარათი) დამზადებასა და გადაცემას. იმ შემთხვევაში, თუ არ არის შერჩეული ბარათების გამცემი უფლებამოსილი პირი, - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოვლენილი სხვა უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ის მიერ გაცემული გადახდის შესაბამისი საშუალებების (ბარათის) მეშვეობით.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 14 ივნისიდან.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია