„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.115.016334
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/05/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2021 წლის 28 აპრილი

დაბა ლენტეხი

 

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №-17 დადგენილებაში შემდეგის მიხედვით:

დადგენილების მე-15 მუხლის 5.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.2. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სოციალური დაცვის მიზნით ფულადი შემწეობის გაცემა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტ ბავშვზე) დახმარებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, მარტოხელა დედების/მამების ფინანსური დახმარება, დაბადებიდან  შ.შ.მ პირებზე ყოველთვიური ფინანსური დახმარება, უსახლკარო  (ეკომიგრანტთა) ბენეფიციართა ბინის ქირით უზრუნველყოფა და მისთენია გრავისით დაბადებულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება.

5.2.5. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.2.5 სტიქიური უბედურების (ხანძრის) შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება(პროგრამული კოდი 060405) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

სტიქიური მოვლენების დროს ხანძარი, მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი ელემენტარული პირობების უზრუნველყოფის მიზნით თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 ლარის დახმარების გაცემა; ფინანსური დახმარება გაეწევათ ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს.

5.2.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„5.2.7 ხანდაზმულთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯი(პროგრამული კოდი 06 04 07)

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზევით.

2. დახმარების თანხა განისაზღვრება 90-95 წლამდე 100(ასი) ლარის ოდენობით, 95-100 წლამდე 150(ასორმოცდაათი) ლარი და 100 წლის ზევით 300(სამასი) ლარის ოდენობით.

მე-15 მუხლის ბოლოში მოცემულ ცხრილში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის (06 04) ქვეპროგრამებში პროგრამულ კოდად მიეთითოს 06 04.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.04.2021.
როდის იქნა მიღებული „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.04.2021. მიმღები ორგანო — ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.115.016334.
რამდენი მუხლისგან შედგება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.04.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №8, 28.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.115.016334 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5159970/