დამხმარე საშუალებებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.04.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-43/ნ
სარეგისტრაციო კოდი 280080020.22.035.016870
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| სივრცე | დანიშნულება და აღჭურვილობა |
| რეგისტრატურა | კომპიუტერი. |
| შეფასების, ზომების აღების და მორგების სივრცე | ტახტი ზომების ასაღებად, ტრანსფერის დაფა, პრივატული სივრცის გამოყოფის შესაძლებლობა, აფთიაქი პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის. |
| საწყობი | სმენის აპარატებისა და მასთან დაკავშირებული სხვა მასალის განთავსებისთვის შესაბამისი გარემო. |
| საშტატო ერთეული | კვალიფიკაცია / სამუშაო გამოცდილება |
| დამხმარე ტექნიკოსი | ტექნიკური უნარ-ჩვევების მქონე მუშაკი, რომელიც ეტლის მომსახურების სპეციალისტს უწევს სხვადასხვა სახის ტექნიკურ დახმარებას. |
| განყოფილება/ოთახი | აღჭურვილობა |
| ექიმი | ორთოპედ-ტრავმატოლოგი ან რეაბილიტოლოგი, (სპორტის მედიცინა, ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია.) ან დიპლომი, სერტიფიკატი. |
| ფიზიკური თერაპევტი | ფიზიკური თერაპევტი, დიპლომი. |
| პროთეზისტ-ორთეზისტი ტექნოლოგი | პროტეზისტ-ორთეზისტთა 2/3 წლიანი კურსი, ჯანმო მიმდინარე კლასიფიკაციით – პროთეზის ორთეზისტი ან ასოცირებული პროთეზისტ-ორთეზისტი, სერტიფიკატი. |
| პროთეზისტ-ორთეზისტი – ტექნიკოსი | სამუშაო სტაჟირება სპეციალიზებულ დაწესებულებაში, მოკლევადიანი ფორმალური პრაქტიკული კურსი/ები პროთეზირება -ორთეზირებაში – სერტიფიკატი. |
| სივრცე ან სივრცის ფუნქცია | აღჭურვილობა |
| მოსაცდელი | მომხმარებლის მოცდისთვის შესაბამისი ინვენტარი. |
| სმენის აპარატის მორგების ოთახი | კომპიუტერი, სმენის აპარატების მწარმოებლის ლიცენზირებული სპეციალური პროგრამით და შესაბამისი აპარატურა. |
| სახელოსნო სივრცე (სავალდებულოა მომსახურების მიწოდება მინიმუმ ერთ პუნტში ქვეყნის მასშტაბით). | სმენის აპარატის შეკეთებისთვის საჭირო აპარატურა და ხელსაწყოები. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შინმოვლის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტის დამტკიცების თაობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
დამხმარე საშუალებებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-43/ნ
2021 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
დამხმარე საშუალებებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული:
1. დამხმარე საშუალებებით მომსახურების ზოგადი სტანდარტები (დანართი №1).
2. ეტლებით მომსახურების მინიმალური სტანდარტები (დანართი №2).
3. საპროთეზო-ორთოპედიული დამხმარე საშუალებებით მომსახურების მინიმალური სტანდარტები (დანართი №3).
4. სმენის აპარატებით მომსახურების მინიმალური სტანდარტები (დანართი №4).
5. ამ ბრძანების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დამტკიცებული მინიმალური სტანდარტები სავალდებულოა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული ყველა იმ მიმწოდებლისთვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა), რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის მომსახურებას.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
დანართი №1
დამხმარე
საშუალებებით
მომსახურების
ზოგადი
სტანდარტები
სახელმწიფო უზრუნველყოფს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის (შემდგომში – შშმ პირები) განკუთვნილი, სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მიზნით შექმნილი დამხმარე საშუალებებისა და ტექნოლოგიების მისაწვდომობას, შესწავლასა და გამოყენებას შესაბამისი პროგრამებითა და მომსახურებებით, რომლის ფარგლებში შშმ პირები ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით უზრუნველყოფილნი იქნებიან სხვადასხვა სახის დამხმარე საშუალებებითა და მომსახურებებით.
სახელმწიფო მზად არის შეასრულოს ყველა ის ვალდებულება და მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება შშმ პირთათვის განკუთვნილი ისეთი სერვისების დანერგვისა და გაუმჯობესებისკენ, რომლებიც დაფუძნებული იქნება მომსახურების მიწოდების ინოვაციური მოდელებზე, თანმიმდევრულ მეთოდოლოგიაზე და ეხმიანება მოქალაქეების საჭიროებებს, მათ თანამედროვე მოთხოვნილებებს.
სწორედ ამიტომაც საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (შემდგომში – ჯანმო) დამხმარე საშუალებების საჭიროებისა და უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც არის დასტური იმისა, რომ ქვეყანა მზად არის სათანადო ყურადღება დაუთმოს ჯანდაცვისა და სოციალური სისტემის ფარგლებში დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის საკითხების გაუმჯობესებას. ამასთან, სახელმწიფო პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს დამხმარე საშუალებების მიმართულებით, არ არის მხოლოდ სექტორალური ნაწილი და იგი მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა იმ სფეროს, რომელიც ხელს უწყობს შშმ პირებისა და დამხმარე საშუალებების საჭიროების მქონე ყველა პირის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ამასთანავე, დამხმარე საშუალებებში ჯანმო მოიაზრებს ნებისმიერ იმ გარეშე პროდუქტს, მოწყობილობას, აპარატურას, ინსტრუმენტს ან თუნდაც პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლებიც სპეციალურად იქმნება/იწარმოება ამ საშუალებების საჭიროების მქონე ნებისმიერი ასაკისა და კატეგორიის პირებისათვის.
სახელმწიფო დამხმარე საშუალებების ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს პროგრამული დაფინასების საშუალებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა ხდება მუნიციპალური პროგრამებიდან ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გაწერილ კომპეტენციებისა და უფლება-მოვალეობების შესაბამისად. ასევე, მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ფარგლებშიც.
მუხლი 1🔗. ინფორმაცია მომსახურების შესახებ (სტანდარტი №1)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომხმარებელმა (მათ შორის, პოტენციურმა) და/ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა იცის მომსახურების მიზანი, განსახორციელებელი ღონისძიებები და მხარეთა უფლება-მოვალეობები. მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული პირისთვის ხელს უწყობს მომხმარებელთა საჭიროებებისა და მოთხოვნების სათანადოდ დაკმაყოფილებას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს:
ა) სამუშაო/საოპერაციო სტანდარტები, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს:
ა.ა) მომსახურების ყველა სავალდებულო ეტაპის აღწერას (პროცესებისა და პროცედურების ჩამონათვალს, პასუხისმგებელი და მონაწილე პირების მითითებით);
ა.ბ) პროდუქტების / სერვისების ჩამონათვალითა და განფასებით;
ა.გ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებს;
ა.დ) კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებს;
ბ) შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მომსახურების განხორციელებაზე შესაბამის უწყებასთან გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულება.
3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მომხმარებელთა პირადი საქმე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკონტაქტო ინფორმაცია, მომხმარებლის შეფასების ფორმა და მიღება-ჩაბარების ფორმა გაწეულ მომსახურებასა და პროდუქტზე და სხვა;
ბ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები და სამუშაოს აღწერილობები.
4. სამედიცინო დოკუმენტაციის (სამედიცინო ბარათი) წარმოება სავალდებულოა მომსახურების იმ მიმწოდებლებისთვის, რომელთა მომსახურებაში ჩართულია სამედიცინო პერსონალი (ექიმი-სპეციალისტი, ექთანი).
მუხლი 2🔗. უსაფრთხოება და სანიტარიული მდგომარეობა (სტანდარტი №2)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომხმარებლები მომსახურებას იღებენ უსაფრთხო გარემოში, სადაც დაცულია სანიტარიული წესები.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) შენობაში და მთელ ტერიტორიაზე შეინარჩუნოს სისუფთავე;
ბ) ეტლებისა და საპროთეზო-ორთოპედიული დამხმარე საშუალებებით მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მომხმარებლის წვდომის სივრცეებში კიბეებს ჰქონდეს მოაჯირი და პანდუსი ან მოძრავი პლატფორმა (ლიფტი);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი სველი წერტილი იყოს ადაპტირებული მათი საჭიროებების შესაბამისად;
დ) იყოს აღჭურვილი ჰიგიენის შესაბამისი საშუალებებით;
ე) ნარჩენები შეინახოს დახურულ კონტეინერში, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. ნარჩენის შენობიდან გატანა ხდებოდეს, სულ მცირე, დღეში ერთხელ;
ვ) იზრუნოს მომხმარებელთა პირადი ნივთების ხელშეუხებლობაზე.
მუხლი 3🔗. კონფიდენციალობის დაცვა (სტანდარტი №3)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლების დაცვა უზრუნველყოფილია. მომხმარებელი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებულნი არიან, რომ მათი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა დაცულია. ასევე, მათ იციან იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) მომხმარებელს/მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობოს მომსახურებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ. ასევე, იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს;
ბ) იქონიოს შესაბამისი გარემო ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის და მომსახურებისთვის. დაიცვას მომხმარებელთან კორესპონდენციის, საუბრისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობა;
გ) მომხმარებლის პირადი ფაილი შეინახოს განცალკევებით, არახელმისაწვდომ ადგილას;
დ) მომხმარებლის პირადი ინფორმაცია საჯაროდ არ განიხილოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების ნაწილია (მაგ.: შემთხვევის შესახებ კონფერენცია, ჯგუფური კონსულტაცია, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა სამსახურისთვის, ასევე, პოლიციისთვის, სამედიცინო დაწესებულებისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის გადაგზავნა);
ე) მომხმარებლის შესახებ პირადი ინფორმაციის გამჟღავნებამდე მომხმარებლისგან/მისი კანონიერი წარმომადგენლისგან/მხარდამჭერისგან მიიღოს წერილობითი ან ხელმოწერით დადასტურებული თანხმობა.
მუხლი 4🔗. უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები (სტანდარტი №4)
1. მოსალოდნელი შედეგი – უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები ცნობილია მომხმარებლისთვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის და მომსახურების მიწოდებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის. მათ აქვს პროტესტისა და მომსახურების მიწოდების ფორმისა და ხარისხის შესახებ უკუკავშირის გამოხატვის საშუალება.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) ჩამოაყალიბოს უკუკავშირისა და პროტესტის გამოხატვის მარტივი და ნათელი პროცედურა, რომელიც მოცემულია სამუშაო/საოპერაციო სტანდარტებში და ცნობილია როგორც მომხმარებლისთვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის/მხარდამჭერისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე მომსახურების მიწოდებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის;
ბ) მომსახურებაში შექმნას პირობები იმისათვის, რათა მომხმარებელს შეეძლოს მომსახურების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ ანონიმური უკუკავშირის მიწოდება. (მაგ.: არსებობს კითხვარი ან უკუკავშირის ჟურნალი, ან ყუთი ანონიმური კომენტარებისთვის ან/და სხვა მისთვის სასურველი ფორმით);
გ) რეგულარულად, სულ მცირე, თვეში ერთხელ, განიხილოს მომხმარებლების კომენტარები;
დ) გაითვალისწინოს მომხმარებლის აზრი და შეხედულებები მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას და უზრუნველყოს მისი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ე) აწარმოოს პროტესტის/უკუკავშირის ყველა გონივრული შემთხვევის აღრიცხვა.
მუხლი 5🔗. ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან დაცვა (სტანდარტი №5)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურების მიღების პროცესში ყველა მომხმარებელი დაცულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის, სქესის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, დაავადების, სამედიცინო მდგომარეობის ან შეფასების პროცესში გამოვლენილი სხვა მიზეზით. მომხმარებლებს აქვთ მომსახურებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობა. ამავდროულად, ყველა მომხმარებელი დაცულია ნებისმიერი სახის ძალადობისგან (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური) და იძულებისგან.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) იცნობდეს და ხელმძღვანელობდეს მოქმედი კანონმდებლობით;
ბ) მომხმარებლებს მიაწოდოს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებული მომსახურება, რომლის პროცესში მომსახურების მიმღები დაცულია რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის ან სხვა რამ ნიშნით დისკრიმინაციისგან, ასევე, მიკერძოებული ან უარყოფითი დამოკიდებულებისა თუ ქმედებისაგან, რამაც შეიძლება თავი იჩინოს მომსახურების მიწოდებისას.
დანართი №2
ეტლებით მომსახურების მინიმალური სტანდარტები
მუხლი 1🔗. მომსახურების მიწოდების ეტაპები (სტანდარტი №1)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომხმარებელს მიეწოდება ეტლი და სერვისი, რომელიც თანხვედრაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ გაიდლაინთან, რომლის მიხედვით ეტლების სერვისი ეფექტურია, თუ ის აკმაყოფილებს მომხმარებლის ფიზიკურ საჭიროებებს და შეესაბამება მის ცხოვრების წესს და გარემოს; კარგად მორგებულია და უზრუნველყოფს სწორ ჯდომას; უსაფრთხო და გამძლეა; მისი შეძენა და მომსახურება ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით; მისი შეძენა, შენახვა და მომსახურება შესაძლებელია ხელმისაწვდომ ფასად.
2. ეტლების სერვისის მიწოდება ხორციელდება შემდეგი ეტაპების გათვალისწინებით:
ა) მომხმარებლის გადამისამართება ეტლების მისთვის რელევანტურ მომსახურებაში;
ბ) ეტლის მომხმარებლის შეფასება პირისპირ შეხვედრის საფუძველზე მომხმარებლის მისამართზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;
გ) საჭიროების დეტალური ანალიზი და ეტლის ტიპის და მოდელის შერჩევა;
დ) ეტლის შესაბამისი ტიპისა და მოდელის საწარმოში დამზადება/აწყობა და ჯდომის კორექციის იმ აქსესუარებით აღჭურვა, რომლის საჭიროება გამოვლინდა შეფასების საფუძველზე;
ე) ეტლების ადგილზე მიწოდება მომხმარებლისთვის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. მორგება პირისპირ შეხვედრის საფუძველზე;
ვ) მომხმარებლის და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის ტრენინგის ჩატარება ეტლის მოხმარების და მოვლის საკითხებში;
ზ) მომხმარებლის მდგომარეობის შემდგომი შეფასება (გადაფასება), საჭიროების შემთხვევაში ხელახალი მორგება. გადამოწმების სიხშირე დამოკიდებულია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე:
ზ.ა) 18 წლამდე ასაკის ბავშვებთან რეკომენდებულია ყოველ 3-4 თვეში ერთხელ;
ზ.ბ) სავარძელ-ეტლის პირველი მიღებიდან 4-12 კვირის შემდეგ;
ზ.გ) პროგრესული დაავადების მქონე მომხმარებლებთან (გარდა ბავშვებისა) წელიწადში 2-3 ჯერ;
თ) გადამოწმებებს შორის პერიოდში საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელმა თავად უნდა მიმართოს სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციას;
ი) ეტლის საგარანტიო მომსახურების მიწოდება.
მუხლი 2🔗. მომხმარებელზე ორიენტირებული გარემო (სტანდარტი №2)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურების მიწოდება ხორციელდება ისეთ გარემოში, რომელიც შეესაბამება მომსახურების შინაარსს, დანიშნულებას და აკმაყოფილებს მომხმარებლის საჭიროებებს. მომსახურება ხორციელდება კეთილმოწყობილ, სუფთა, უსაფრთხო და ეტლით მოსარგებლე პირისთვის მისაწვდომ გარემოში.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მომსახურებისთვის განკუთვნილი ფართი აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:
ა) არის ადაპტირებული, ერგონომიული, ითვალისწინებს მომხმარებლის თავისუფალი ორიენტირებისა და გადაადგილების შესაძლებლობას. მომხმარებლის წვდომის არეები და სივრცე – შესასვლელი, მოსაცდელი, ზომების აღების, მორგების სივრცე და სველი წერტილი აღჭურვილია პანდუსით ან მოძრავი პლატფორმით (იქ, სადაც დონეთა სხვაობებია), საყრდენი ჩარჩოებით და ადაპტაციის სხვა შესაბამისი საშუალებებით;
ბ) უზრუნველყოფილია მომხმარებელთა და თანამშრომელთა სივრცეების ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი.
3. მომსახურების მიწოდების დაწესებულება მოიცავს ეტლის სერვისის განხორციელებისთვის აუცილებელ სივრცეებს (განყოფილებებს) და აღჭურვილობას:
სივრცე
დანიშნულება და აღჭურვილობა
მოსაცდელი და სადემონსტრაციო სივრცე
1) თავისუფალი სივრცე ეტლით ადგილის დაკავებისთვის,
სკამები, საინფორმაციო ბროშურები / საინფორმაციო პლაკატები.
2) ორგანიზაციაში არსებული ეტლების და მასთან დაკავშირებული დამხმარე საშუალებების ნიმუშები და ფოტოები.
რეგისტრატურა
კარტოთეკა (მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების სრული დოკუმენტაცია: შეფასების ფორმა; მიღება-ჩაბარების აქტი გადაცემული ეტლისა და მორგებასთან დაკავშირებული აქსესუარების დეტალური ჩამონათვალით; მორგების, ინსტრუქტაჟის და გადაფასების ფორმები); კომპიუტერი (მონაცემთა ბაზით) და
სარეგისტრაციო პროგრამული უზრუნველყოფა.
შეფასების, ზომების აღების და მორგების სივრცე
ტახტი ზომების ასაღებად,
ტრანსფერის დაფა,
პრივატული სივრცის გამოყოფის შესაძლებლობა,
აფთიაქი პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის.
საწარმოო და სახელოსნო სივრცე ეტლის წარმოების, აწყობისა და ტექნიკური მომსახურებისთვის
1) აღჭურვილობა ეტლის მწარმოებლის შემთხვევაში: სამუშაო მაგიდა, მანქანა – დანადგარები: როგორც მინიმუმ კომპაქტური შემდუღებელი აპარატი, კუთხე სახეხი-საჭრელი მანქანა, ქანჩების ნაკრები და ხელის ბურღი, საკერავი მანქანა (საჭიროების შემთხვევაში).
2) აღჭურვილობა ეტლის ამწყობისა და მორგების მომსახურების მიმწოდებლის შემთხვევაში:
სამუშაო მაგიდა, ეტლის აწყობისთვის საჭირო ინსტრუმენტების კომპლექტი.
საწყობი
მასალისა და კომპონენტების შესანახი თაროები/სათავსები, მარაგების მართვის აღრიცხვის ელექტრონული ბაზა.
მუხლი 3🔗. მოთხოვნები პერსონალის მიმართ (სტანდარტი №3)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომხმარებელთა მომსახურებას ახორციელებენ შესაბამისი რაოდენობისა და კვალიფიკაციის თანამშრომლები.
2 მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) ჰყავდეს შესაბამისად გადამზადებული კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ კომპეტენციას, მაღალი ხარისხით უზრუნველყონ მომხმარებლის შეფასება, ეტლის სწორად შერჩევა, წარმოება, აწყობა, მორგება, მომხმარებლის ტრენინგი;
ბ) უზრუნველყოს სერვისის მიწოდების პროცესში იმ კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტთა ჩართულობა, რაც აუცილებელია კონკრეტული დონის სერვისის (ბაზისური, შუალედური, მაღალი მორგება) მიწოდებისთვის;
გ) ეტლების მიწოდებაში ჩართულ სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ იმ კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა, რა დონის სერვისის მიწოდებაშიც არიან ჩართულები;
დ) უზრუნველყოს თანამშრომელთა რეგულარული ზედამხედველობა, მათთვის პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა. მაგ., სპეციალისტთა ტრენინგი ეტლების ახალი მოდელების გამოყენების შემთხვევაში.
3. გარდა ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისა, ეტლების მომსახურების მიწოდებისთვის უზრუნველყოს შემდეგი საშტატო ერთეულების ჩართულობა და შესაბამისი კვალიფიკაცია:
საშტატო ერთეული
კვალიფიკაცია / სამუშაო გამოცდილება
ეტლის მომსახურების სპეციალისტი
1. ოკუპაციური თერაპევტი (საჭიროების შემთხვევაში) ბაკალავრის ხარისხისით, დიპლომი გაცემული ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2014 წლიდან.
ან:
2. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 2010-2015 წწ. განხორციელებული პროექტის „საქართველოს ეტლების წარმოების ქსელი“ („The Georgian Wheelchair Production Network”) ფარგლებში განხორციელებულ “სავარძელ-ეტლის მომსახურების“ ტრენინგებში სერტიფიცირებული სპეციალისტები (მომსახურების სირთულის შესაბამისად: ბაზისური, შუალედური, მაღალი).
ან:
3. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 2017-2021 წწ. განხორციელებული პროექტის „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“ (“Physical Rehabilitation Project in Georgia”) ფარგლებში განხორციელებულ “სავარძელ-ეტლის მომსახურების“ ტრენინგებში სერტიფიცირებული სპეციალისტები (მომსახურების სირთულის შესაბამისად: ბაზისური, შუალედური).
დამხმარე ტექნიკოსი
ტექნიკური უნარ-ჩვევების მქონე მუშაკი, რომელიც ეტლის მომსახურების სპეციალისტს უწევს სხვადასხვა სახის ტექნიკურ დახმარებას.
დანართი №3
საპროთეზო-ორთოპედიული დამხმარე საშუალებებით მომსახურების მინიმალური სტანდარტები
მუხლი 1🔗. მომხმარებელზე ორიენტირებული გარემო (სტანდარტი №1)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურების მიწოდება ხორციელდება ისეთ გარემოში, რომელიც შეესაბამება მომსახურების შინაარსს, დანიშნულებას და სათანადოდ აკმაყოფილებს მომხმარებლის საჭიროებებს. მომსახურება ხორციელდება კეთილმოწყობილ, სუფთა და უსაფრთხო გარემოში.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საპროთეზო-ორთოპედიული სერვისის მიწოდება შემდეგი ეტაპების გათვალისწინებით:
ა) მომხმარებლის რეგისტრაცია;
ბ) დამხმარე საშუალების საჭიროების მქონე პირის შეფასება პირისპირ შეხვედრის საფუძველზე;
გ) საჭიროების დეტალური ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი მოდელის დამხმარე საშუალებასთან დაკავშირებით;
დ) შესაბამის მოდელის დამხმარე საშუალების აწყობა/დამზადება საწარმოში, შესაბამის გარემოში, შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ, სათანადო ტექნოლოგიის გამოყენებით, ინდივიდუალურად ცალკეული მომხმარებლისთვის ამპუტირებული/დისფუნქციური/დაზიანებული სეგმენტის ზომებისა და ყალიბის შესაბამისად და იმ დეტალებით აღჭურვა, რომლის საჭიროება გამოვლინდა შეფასების საფუძველზე;
ე) დამხმარე საშუალების მომხმარებლისთვის მიწოდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, მორგება პირისპირ შეხვედრის საფუძველზე;
ვ) დამხმარე საშუალების მომხმარებლის და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ტრენინგი მოხმარების და მოვლის საკითებში;
ზ) მომხმარებლის მდგომარეობის შემდგომი შეფასება, საჭიროებების გამოვლენა, მინიტორიგი ხელახალი მორგება, რეაბილიტაცია;
თ) საგარანტიო ვადაში შეკეთება/ რემონტი .
3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:
ა) მომსახურებისთვის განკუთვნილი ფართი აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:
ა.ა) მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე იყოს ადაპტირებული, ერგონომიული, ითვალისწინებდეს ბენეფიციართა თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების შესაძლებლობას. მომხმარებელთა წვდომის არეები და სივრცე (შესასვლელი, მოსაცდელი, ზომების აღების, მორგების, ვარჯიშის, სტაციონარის ოთახები, ტუალეტი, აბაზანა) აღჭურვილი უნდა იყოს პანდუსით ან მოძრავი პლატფორმით (იქ, სადაც დონეთა სხვაობებია), საყრდენი ჩარჩოებით და ადაპტაციის სხვა შესაბამისი საშუალებებით.
ა.ბ) უზრუნველყოს მომხმარებელთა და თანამშრომელთა სივრცეების ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი.
ბ) მომსახურების მიწოდების დაწესებულება უნდა მოიცავდეს საპროტეზო-ორთოპედიული რეაბილიტაციის განხორციელებისთვის აუცილებელ სივრცეებსა (განყოფილებებს) და აღჭურვას (ამასთან, აღნიშნული სივრცეები (განყოფილებები) და ამ სივრცეებში აღჭურვილობა სივრცითი მოწყობის თავისებურებებისა და საჭიროებების გათვალისწინებიდან გამომდინარე, მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია განალაგოს საკუთარი შეხედულებისამებრ):
განყოფილება/ოთახი
აღჭურვილობა
მომხმარებელთა სივრცე
მოსაცდელი
რეგისტრატურა
მომხმარებლის შეფასების/გასინჯვის, ყალიბისა და ზომების აღების ოთახი
სამკურნალო ვარჯიშისა და ნაკეთობის მორგების ოთახი
სივრცის შშმ პირთათვის ადაპტირების საშუალებები, სავარძელი, ვოლკერი, ყავარჯენი და სხვა.
კართოტეკა მომხმარებლის პირადი ბარათით, დანიშნულებისა და დამზადებული ნაკეთობის აღწერით, პროცედურული დოკუმენტაციით;
სამედიცინო ტახტი, ტაკვზე თაბაშირის ზომის ასაღები სავარძელი.
სიარულის სავარჯიშო ორძელი, კიბე დახრილი სიბრტყე, სარკე, სავარძელ-ეტლი.
აფთიაქი პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის.
სახელოსნო სივრცე
სათაბაშირო ოთახი
მანქანა-დანადგარების ოთახი
თერმოპლასტიური მასალის დამუშავებისა და ლამინაციის ოთახი
სახელოსნო/მონტაჟის ოთახი
საწყობი
თაბაშირის ყალიბის დამუშავების მაგიდა გირაგით, თაბაშირის ბუნკერი, თაბაშირის საშრობი ღუმელი.
სახეხი დაზგა.
საბურღი დაზგა.
გამწოვი სისტემა ფილტრით.
სპეციალური ღუმელი თერმოფორმირებისთვის,
ლამინაციისა და თერმოფორმირების აპარატი;
ვაკუუმ სისტემითა და გამწოვი (სავენტილაციო) მოწყობილობით.
სამუშაო მაგიდა/ები, კომპრესორი,
სპეციალური ფენი/უთო თერმოპლასტიური მასალის დასამუშავებლად,
პროთეზის აწყობისა და ხაზის გასწორების (ელაინმენტის) აპარატი.
თანამშრომელთა სივრცე
4. მომხმარებელთა სადღეღამისო განთავსების შესაძლებლობის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს განცალკევებული განყოფილება ადაპტირებული ტუალეტითა და აბაზანით, საჭირო ინვენტარითა და შშმ პირთათვის ადაპტაციის საშუალებებით.
მუხლი 2🔗. მოთხოვნები პერსონალის მიმართ (სტანდარტი №2)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომხმარებელთა მომსახურებას ახორციელებენ საკმარისი რაოდენობისა და კვალიფიკაციის თანამშრომლები.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს თანამშრომელთა რეგულარული ზედამხედველობა, მათთვის პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა.
ბ) გარდა ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისა, საპროტეზო-ორთოპედიული რეაბილიტაციის სერვისის მიწოდებისთვის უზრუნველყოს შემდეგი მუდმივი საშტატო ერთეულების ჩართულობა და შესაბამისი კვალიფიკაცია:
საშტატო ერთეული
კვალიფიკაცია / სამუშაო გამოცდილება
ექიმი
ორთოპედ-ტრავმატოლოგი ან რეაბილიტოლოგი, (სპორტის მედიცინა, ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია.) ან დიპლომი, სერტიფიკატი.
ფიზიკური თერაპევტი
ფიზიკური თერაპევტი, დიპლომი.
პროთეზისტ-ორთეზისტი ტექნოლოგი
პროტეზისტ-ორთეზისტთა 2/3 წლიანი კურსი, ჯანმო მიმდინარე კლასიფიკაციით – პროთეზის ორთეზისტი ან ასოცირებული პროთეზისტ-ორთეზისტი, სერტიფიკატი.
პროთეზისტ-ორთეზისტი – ტექნიკოსი
სამუშაო სტაჟირება სპეციალიზებულ დაწესებულებაში, მოკლევადიანი ფორმალური პრაქტიკული კურსი/ები პროთეზირება -ორთეზირებაში – სერტიფიკატი.
გ) საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოს ფსიქოლოგისა და ოკუპაციური თერაპევტის მომსახურება.
დანართი №4
სმენის აპარატებით მომსახურების მინიმალური სტანდარტები
მუხლი 1🔗. მომხმარებელზე ორიენტირებული გარემო (სტანდარტი №1)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურების მიწოდება ხორციელდება ისეთ გარემოში, რომელიც შეესაბამება მომსახურების შინაარსს, დანიშნულებას და სათანადოდ აკმაყოფილებს მომხმარებლის საჭიროებებს. მომსახურება ხორციელდება კეთილმოწყობილ, სუფთა და უსაფრთხო გარემოში. მომსახურების მიზანია სმენის დაქვეითების უარყოფითი გავლენის შემცირება, ინტერპერსონალური კომუნიკაციის, ფსიქოსოციალური კეთილდღეობის, ცხოვრების ხარისხისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა ნებისმიერ ასაკში.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, სმენის აპარატების შერჩევის, მორგების/რეგულირების მიზნით უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება მომხმარებლისთვის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ ადგილზე (გარდა ობიექტური აუდიომეტრიისა და სედაციის პროცედურებისა, რომელიც მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საჭიროების შესაბამისად) შემდეგი ეტაპების გათვალისწინებით:
ა) მომხმარებლის რეგისტრაცია;
ბ) სმენის აპარატის საჭიროების მქონე პირის შეფასება პირისპირ შეხვედრის საფუძველზე;
გ) საჭიროებისა და აუდიომეტრიული კვლევების ანალიზი. გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი მოდელის დამხმარე საშუალებასთან დაკავშირებით;
დ) შესაბამისი მოდელის სმენის აპარატის აღჭურვა ყურის ნიჟარის ფორმის მიხედვით ინდივიდუალურად დამზადებული ჩანართით (ყურის ჩანართის დასამზადებლად გამოყენებული მასალა უნდა შეესაბამებოდეს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც შეთანხმებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან);
ე) სმენის აპარატის მომხმარებლისთვის მიწოდება და მორგება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით პირისპირ შეხვედრის საფუძველზე;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მომსახურების ადგილზე ვიზიტი შეუძლებელია მომსახურების რომელიმე ან ყველა ეტაპზე, მაშინ სმენის აპარატის შერჩევა და გაცემა უნდა მოხდეს აუდიომეტრიული მონაცემებისა და კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე);
ზ) დამხმარე საშუალების მომხმარებლის და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ტრენინგი მოხმარებისა და მოვლის საკითებში;
თ) მომხმარებლის მდგომარეობის შემდგომი შეფასება, საჭიროებების გამოვლენა, მიდევნება, ხელახალი მორგება;
ი) საგარანტიო ვადაში შეკეთება/რემონტი.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების ხარისხიანი მიწოდებისთვის შესაბამისი ფართი და აღჭურვილობა:
სივრცე ან სივრცის ფუნქცია
აღჭურვილობა
მომხმარებელთა სივრცე
მოსაცდელი
მომხმარებლის მოცდისთვის შესაბამისი ინვენტარი.
რეგისტრატურა
კომპიუტერი.
მომხმარებლის შეფასების/გასინჯვის ოთახი
იზოლირებული ოთახი სედაციის საჭიროების შემთხვევაში (შესაბამისი ლიცენზიით).
მაღალსიხშირული აუდიომეტრი სუბიექტური და ფუნქციური კვლევებისთვის, ტიმპანომეტრი, ოტოაკუსტიკური ემისიის კვლევის აპარატი, ყურის გარეგანი დათვალიერებისთვის საჭირო მოწყობილობები, ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო აპარატურა.
ობიექტური აუდიომეტრი (საჭიროების შემთხვევაში).
ყურის ჩანართის აღების და ჩანართის დასამზადებელი ოთახი (ჩანართის დასამზადებელი ოთახი სავალდებულოა მომსახურების მიწოდების მინიმუმ ერთ პუნტში ქვეყნის მასშტაბით).
ყურის ჩანართის დამზადებისთვის საჭირო საერთაშორისო სტანდარტების მქონე ინსტრუმენტები, მასალა და აპარატურა.
სმენის აპარატის მორგების ოთახი
კომპიუტერი, სმენის აპარატების მწარმოებლის ლიცენზირებული სპეციალური პროგრამით და შესაბამისი აპარატურა.
სახელოსნო სივრცე
(სავალდებულოა მომსახურების მიწოდება მინიმუმ ერთ პუნტში ქვეყნის მასშტაბით).
სმენის აპარატის შეკეთებისთვის საჭირო აპარატურა და ხელსაწყოები.
საწყობი
სმენის აპარატებისა და მასთან დაკავშირებული სხვა მასალის განთავსებისთვის შესაბამისი გარემო.
მუხლი 2🔗. სმენის დიაგნოსტირების სტანდარტი (სტანდარტი №2)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომხმარებლის სმენის დიაგნოსტირება ხდება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სმენის დაქვეითების დიაგნოსტირება საერთაშორისო სტანდარტებით ბენეფიციარის ასაკის და საჭიროების გათვალისწინებით, მათ შორის:
ა.ა) ობიექტური აუდიომეტრია (სავალდებულოა 5 წლამდე ასაკის ბავშვების დიაგნოსტირებისთვის);
ა.ბ)ძვლოვანი და ჰაეროვანი გამტარობის სუბიექტური/ფუნქციური აუდიომეტრია მაღალსიხშირული აუდიომეტრით;
ა.გ) ყურის გარეგანი დათვალიერება;
ა.დ) ტიმპანომეტრია;
ა.ე) ოტოაკუსტიკური ემისია.
ბ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ექთნის მომსახურება სედაციის ქვეშ განხორციელებული ობიექტური აუდიომეტრიის დროს.
მუხლი 3🔗. მოთხოვნები პერსონალის მიმართ (სტანდარტი №3)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომხმარებელთა მომსახურებას ახორციელებენ საკმარისი რაოდენობისა და კვალიფიკაციის თანამშრომლები.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს თანამშრომელთა რეგულარული ზედამხედველობა, მათთვის პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა;
ბ) მომსახურების მიწოდებისთვის უზრუნველყოს შემდეგი სპეციალისტების/ ერთეულების ჩართულობა და შესაბამისი კვალიფიკაცია:
სპეციალისტი
კვალიფიკაცია/სამუშაო გამოცდილება
ექიმი ოტორინოლარინგოლოგი
(აუდიოლოგიის სფეროში გამოცდილებით)
ოტორინოლარინგოლოგის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი და აუდიოლოგიის მიმართულებით არანაკლებ 5 წელი პრაქტიკული გამოცდილების დოკუმენტური დადასტურება; პრაქტიკული ან/და ფორმალური პროფესიული კურსები, სერტიფიკატი.
ექთანი (ობიექტური აუდიომეტრიისა და სედაციის შემთხვევაში)
დიპლომი, პრაქტიკული ან/და ფორმალური პროფესიული კურსები, სერტიფიკატი.
აუდიომეტრისტი
არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, პრაქტიკული ან/და ფორმალური პროფესიული კურსები, სერტიფიკატი.
აკუსტიკოსი
არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, პრაქტიკული ან/და ფორმალური პროფესიული კურსები, სერტიფიკატი.
ტექნიკოსი
არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, პრაქტიკული ან/და ფორმალური პროფესიული კურსები, სერტიფიკატი.