შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ნიკოლოზი ხვთისიაშვილი M910)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2021 წლის 28 აპრილი
სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)
აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას №63, სადარბაზო 2, სართული 7
ელ ფოსტა: specialist@indexi.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო სტაციონარულ აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ „რეზონანსში“, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
|
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M910 |
|
უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი: ნიკოლოზი ხვთისიაშვილი პ/ნ 13001000246 მის: გურჯაანი ს. ბაკურციხე |
|
აუქციონის ჩატარების დრო: 20/05/2021 წლის 12:00 საათი
|
|
აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 63, სადარბაზო 2, სართული 7, შპს „ოლ ფროფერთი.ჯის“ ოფისი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება სტაციონარულ აუქციონში მიიღოს მონაწილეობა ონლაინ აპლიკაცია ზუმის მეშვეობით: Meeting ID: 522 852 1018 პაროლი 123456 https://zoom.us/j/5228521018?pwd=L0cvVGo0Y3FoNEkrcTd0Y3BBdVowQT09 განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი“ |
|
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 2225,60 ლარი საწყისი ფასი განისაზღვრება სასესხო დავალიანების ოდენობისა და სპეციალისტის მომსახურების ხარჯების ერთობლიობით. |
|
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: რაიონი გურჯაანი, საკრებულო ბაკურციხე; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 2145.00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 269.10 კვ.მ.; საკადასტრო კოდი: 51.14.62.106; |
|
გარდამავალი უფლება: არა |
|
სხვა უფლება: არა |
|
აუქციონის პირობები: ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს; ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 საბანკო დღე ან განათავსოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002) ამ პუნქტში მითითებული საგარანტიო თანხა ან/და განახორციელოს გარანტიის წარდგენა სპეცისლიტისათვის სხვა მისაღები ფორმით. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა; გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100 ლარიანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს; დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1 კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი; ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „ინდექსი“ მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ. |
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე