,,პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430060000.22.022.018017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №17/ნ

2021 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

,,პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№335-IVმს-Xმპ; 16/03/2021) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.017723) და ბრძანების მე-4 მუხლით დამტკიცებული „საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფასურის“ (დანართი №7) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საფასურის ოდენობა

ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მისი დუბლიკატის გაცემის საფასურია – 10 სამუშაო დღის განმავლობაში სტანდარტული წარმოებისათვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი, 1 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 100 (ასი) ლარი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი