სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.04.2021
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016477
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუკის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 15.10.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების დამტკიცების თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების რუქის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუკის დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2021 წლის 29 აპრილი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები და სქემატური რუკა თანდართული დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №47 დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუკის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები
1. ქ. სენაკის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი სენაკი).
2. ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალსოფელი, ისულა).
3. ეკის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ეკი, შრომისკარი, საადამიო, საგუნიო, საცხვიტაო).
4. ზანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზანა, ეწერი, სატყებუჩაო, საესებუო, საშურღაიო).
5. ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მუხური, სირიაჩქონი, საგვიჩიო).
6. თეკლათის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: თეკლათი, რეკა, ტყირი, საგვარამიო, გოლასკური).
7. ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ლეძაძამე, ლესაჯაიე, კვაუთი, ჯოლევი, ლეგოგიე, ბეთლემი).
8. მენჯის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სკურია, საგაბესკირიო, საწულეისკირიო, პერტული, სახარბედიო, ბათარია).
9. ნოსირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ნოსირი, შუა ნოსირი, საოდიშარიო, საკილასონიო, საბესელიო).
10. ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო ნოქალაქევი, ჯიხა, ლებაღათურე, გახომელა, ძიგიდერი).
11. უშაფათის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: უშაფათი, ლეგოგინე, ლეკოკაიე).
12. ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფოცხო, ლეგოგიე – ნასაჯუ, მოხაში, მეორე მოხაში).
13. ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ძველი სენაკი, კოტიანეთი, ზ/სორტა, ქ/სორტა, საჩიქობავო).
14. ხორშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: პატარა ზანა, დიდი ხორში, საგუგუნაო, შუა ხორში, ციზეთი, სადადიანო).
15. გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: გეჯეთი).
16. მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: მეორე ნოსირი).