ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.04.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №80-45
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016862
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2021
matsne.gov.ge 906 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 09.08.2024 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 28.03.2018 დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ 91% 28.07.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 25.10.2022 პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 28.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №80-45 2021 წლის 29 აპრილი ქ. თბილისი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 26​1 და 30-ე მუხლების, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს  №1-1/345 ბრძანების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი 1); ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი 2); გ) სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი 3); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის რეესტრის ფორმა (დანართი 4); ე) დაბრუნებული, გაუქმებული და  გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტი (დანართი 5); ვ) დაბრუნებული, გაუქმებული და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების რეესტრი (დანართი 6). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი №1 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის  გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის (შემდგომში – სანებართვო მოწმობა)  გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს  №1-1/345 ბრძანების შესაბამისად. 2. სანებართვო მოწმობის ფორმების, გამოყენებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა (შემდგომში – ნებართვის გამცემი) ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. მუხლი 2🔗. სანებართვო მოწმობის აღწერილობა და დამცავი ნიშნები 1. ნებართვები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს და აქვს შემდეგი დამცავი ნიშნები: ა) უნიკალური ნომერი; ბ) უხილავი  საღებავით შესრულებული ქალაქ თბილისის ლოგო, რომელიც ულტრაიისფერი  სხივების ქვეშ ანათებს (შესაძლოა განთავსდეს ნებართვაზე, ნებისმიერ ადგილას); გ) სპეციალური საღებავი, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემს ლუმინესცენციას. 2. სანებართვო მოწმობის ფორმების შეკვეთას  აწარმოებს ნებართვის გამცემი ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის შევსება 1. სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №2) ივსება მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებით/ფორმით. 2.  სანებართვო მოწმობის შევსებისას მასში აღინიშნება: ა) მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ; ბ) მონაცემები ნებართვის გამცემის შესახებ; გ) ნებართვის მიღების საფუძველი; დ) ნებართვის მოქმედების ვადა; ე) ნებართვის გაცემის თარიღი და წელი. 3. სანებართვო მოწმობას ხელს აწერს ნებართვის მიმღები და ნებართვის გამცემი ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი; 4. ნებართვის გამცემს ან/და მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს შესაბამისი მონაცემები, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეაქვს  სანებართვო რეესტრში (დანართი №4). მუხლი 4🔗. სანებართვო მოწმობის გადაცემა სანებართვო მოწმობა (დანართი №2) შევსებული სახით ნებართვის გამცემის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადაეცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მისი მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს. მუხლი 5🔗. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა 1. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან. 3. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან. მუხლი 6🔗. სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი 1. სანებართვო მოწმობის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში, რომლის ფორმაც დამტკიცებულია №3 დანართით. 2. სანებართვო მოწმობა, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს სანებართვო მოწმობის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3). 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოწმობის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, სანებართვო მოწმობის წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.   მუხლი 7🔗. სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა 1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი  გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. 2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარადგინოს: ა) განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; 3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 4. ნებართვის გამცემს ან/და მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში. მუხლი 8🔗. დაბრუნებული, გაუქმებული და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა 1.  სანებართვო მოწმობა გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. დაბრუნებული, გაუქმებული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა განხორციელდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით (დანართი №5). 3. დაბრუნებული, გაუქმებული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ფორმები შეტანილ უნდა იქნეს დაბრუნებული, გაუქმებული და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის რეესტრში (დანართი №6). 4. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.