„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №80-47 |
|
2021 წლის 29 აპრილი ქ. თბილისი |
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №71-134 დადგენილების გათვალისწინებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის“ (დანართი №1):
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს წესი არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 – 2021 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის პირობებს, დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კრიტერიუმებს.“;
ა.ბ) მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 – 2021 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფისა და უძრავი ქონების დათმობასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემას ახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოსა და ვაკის რაიონის გამგეობები (შემდგომში – გამგეობა) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით.“
„3 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) დახმარება ხორციელდება 2021 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“;
ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 1 პუნქტი:
„41. იმ შემთხვევაში, თუ II კატეგორიის დაზარალებული პირი (ოჯახი) უარს განაცხადებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარების წესით სარგებლობაზე, გარდა იმ პირებისა, რომელთა საცხოვრებელი სახლი/ბინა მდებარეობს სტიქიური უბედურების ზონაში ან უკვე მიიღეს ფულადი დახმარება, გადაეცემათ მათ საკუთრებაში/მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის/ბინის (შენობა-ნაგებობის) სტიქიამდე არსებული საშუალო საბაზრო ღირებულება, არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის ან ახლის მოწყობის მიზნით.“;
გ) მე-6 მუხლის:
გ.ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გამგეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელ პირს შესრულებული სამუშაოსთვის გადაურიცხავს თანხას მის მიერ წარმოდგენილი ფორმა 2-ის საფუძველზე, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ. ხოლო მე-4 მუხლის მე-41 პუნქტის შესაბამისად, გამგეობა უზრუნველყოფს დაზარალებული პირისათვის (ოჯახისათვის) მათ საკუთრებაში/მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის/ბინის (შენობა-ნაგებობის) სტიქიამდე არსებული საშუალო საბაზრო ღირებულების გადაცემას.“;
გ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ განცხადებებიც დაკმაყოფილდა, სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიეცემათ ორთვიანი ვადა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღირებულების ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის/ბინის შეძენისათვის. დაზარალებულ პირს (ოჯახს), რომელსაც არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 – 2021 წლების ბიუჯეტებით დადგენილი წესით მიეცემა ფულადი თანხა, საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით, ხოლო თუ იგი ხსენებულ ვადაში ვერ შეიძენს საცხოვრებელ სახლს/ბინას, მას აღარ მიეცემა ფულადი თანხა საცხოვრებელი ფართის დასაქირავებლად.“.
|