,,თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№107
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 15/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №107

2009 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებით (სსმ III, 2008 წელი, №99, მუხლი 1095) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

     „მუხლი 91

1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფუნქციონირების დაწყებამდე ორგანიზატორს უფლება აქვს დაიწყოს შეზღუდული საქმიანობა თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ამ ინსტრუქციის მე-10 – მე-17 მუხლებით გათვალისწინებული წესით თზ-ის შესაბამისობის დადასტურების გარეშე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული უფლების რეალიზაციისათვის ორგანიზატორი წერილობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თზ-ის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის წინადადებით, აგრეთვე სამსახურს – თზ-ის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის შემუშავების თხოვნით.

3. ტექნოლოგიური სქემით განისაზღვრება: თზ-ში შესატანი ან/და თზ-დან გასატანი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილები; საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილიდან თზ-ში ან პირიქით გადაადგილების წესი; თზ-ის შესასვლელსა და გასასვლელში საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დაწყებისა და დასრულებისათვის აუცილებელი მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი.

4. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული წესით შემუშავებული ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად განახორციელოს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ნებისმიერი ღონისძიება თზ-ის მთელ ტერიტორიაზე.

5. თზ-ის ფუნქციონირებამდე შეზღუდული საქმიანობის დაწყებისათვის უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:

ა) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტექნოლოგიური სქემის დამტკიცება;

ბ) ორგანიზატორის მიერ თზ-ის შესასვლელსა და გასასვლელში საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დაწყებისა და დასრულებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური სქემით განსაზღვრული მინიმალური აღჭურვილობის დამონტაჟება და მისი სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;

დ) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის 10%-ის ოდენობით სამსახურისათვის წარდგენა;

ე) თზ-ის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

6. ორგანიზატორს უფლება აქვს სამსახურისათვის ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის 50%-ის ოდენობით წარდგენის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდული საქმიანობის დაწყებისათვის დადგენილი აუცილებელი პირობებიდან არ შეასრულოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები.

7. ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული თზ-ის ფუნქციონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ შეტყობინების გამოცემამდე აკრძალულია თზ-ის ტერიტორიაზე შეტანილი საქონლის, ან/და ამ საქონლის გადამუშავების პროდუქტის (მ.შ. ნარჩენის) თზ-ის ტერიტორიიდან გატანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხორციელდება თზ-ში შეტანილი საქონლის უკან დაბრუნების მიზნით გატანა, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა ან განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.“.

    მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური