“საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№496
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.11.114.004.516
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 113, 04/12/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.11.114.004.516

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება№496

2000 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ”  საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის№103 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის№103 ბრძანებაში „საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადებაში სიტყვების „საგამოცდო ფურცელი” შემდეგ დაემატოს სიტყვები „პირადობის მოწმობასთან ერთად”;

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ საკვალიფიკაციო გამოცდის გამოცხადებამდე”;

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგამოცდო ტესტის ყოველი საკითხი შედგება ორი ნაწილისაგან. გამოსაცდელს ევალება გამოიცნოს სწორი პასუხი და შემოხაზოს ამ პასუხის აღმნიშვნელი ანბანის ასო, როგორც ტესტის რვეულში, ასევე თანდართულ პასუხების ფურცელზე”;

4. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტესტური გამოცდის შემდეგ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს წარმატებულ კანდიდატთა ის რაოდენობა, რაც 30%-ით აღემატება ვაკანტურ თანამდებობათა ოდენობას, რომელზეც გამოცხადებულია კონკურსი, მაგრამ ერთ ვაკანსიაზე არა უმეტეს ორისა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას შეუძლია დაადგინოს განსხვავებული გამსვლელი ქულა, თუ რამდენიმე საგადასახადო ორგანოებისათვის ერთ-დროულად ტარდება საკვალიფიკაციო გამოცდები;

5. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საპრეტენზიო კომისიის მიერ ტესტის კითხვების გაუქმების შემთხვევებში ქულათა გამოთვლა ხდება ნორმალიზაციის პრინციპით იმ კანდიდატებისათვის, რომელთა ტესტის კითხვები გაუქმდა;

6. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. გამოსაცდელს უფლება აქვს კონვერტის გახსნამდე უარი თქვას საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობაზე და დატოვოს დარბაზი. აღნიშნული არ ჩაითვლება მის მიერ საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიღებად;

7. მე-12 მუხლის სათაურში სიტყვის „საკანონმდებლო” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სხვა დამ-ხმარე”;

8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტესტურ გამოცდაზე დაუშვებელია ნორმატიული აქტე-ბის, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური და დამხმარე მასალის, ასევე აუდიო და სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა. გამოსაცდელს, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალისა და საშუალებების  გამოყენებასა ან სავალ-დებულო ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დარღვევაში, მიეცემა გაფრთხილება, რომელიც დაფიქსირდება ოქმში. განმეორებით დადგენილი წესების დარღვევისას გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება ნული ქულა.”

9. მე-19 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ორი კვირით ადრე”;

10. მე-19 მუხლის მეორე პუნქტში სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმ-წიფო სამსახურის ბიუროს უფროსი” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი”;

11. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მიზანი

1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მიზანია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება;

2. გამოსაცდელთა ნამუშევრების დადგენილი წესით გასწორება. ამ მიზნის მისაღწევად კ ო მისია:

ა. უზრუნველყოფს გამოცდის დადგენილი წესების და პროცედურების დაცვას;

ბ. უზრუნველყოფს გამოსაცდელთა ნაშრომების გასწორებაზე კონტროლის განხორციელებას;

გ. უზრუნველყოფს გამოსაცდელთა მიერ დაგროვილ ქულათა ოდენობის დადასტურებული შეფასებების გადაცემას საპრეტენზიო კომისიისათვის;

დ. ესწრება გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას;

ე. აფიქსირებს გამოსაცდელის მიერ წესების დარღვევის ფაქტებს და იღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის მოხსნის გამოსაცდელს გამოცდიდან;

ვ. ესწრება ტესტების გასწორების პროცესს და ადასტურებს პასუხების ფურცლების ანონიმურობას;

ზ. რეგისტრაციის ვადის გასვლისას ადასტურებს გამოსაცდელთა სიას და მათ რაოდენობას;

თ. გამოცდის ვადის ამოწურვის შემდეგ ადასტურებს გამოსაცდელთა მიერ ტესტური ნამუშევრების ჩაბარების ფაქტს;

ი. ადასტურებს კომპიუტერული შემოწმებისას გამოსაცდელის მიერ დაგროვილ ქულათა საერთო რაოდენობას და საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგებს;

4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე;

5. კომისიის თავმჯდომარე კომისიის საქმიანობის ანგარიშს და ტესტური გამოცდის შედეგებს წარუდგენს საპრეტენზიო კომისიას და საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.”

12. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედააქციით:

„4. კომისიის მიზანია ტესტის იმ კითხვების შემოწმება, რომელიც სადავოდ იქნა მიჩნეული გამოსაცდელის მიერ”;

13. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. კომისიის მუშაობა ფორმდება ოქმით. საპრეტენზიო კომისიის ოქმი გადაეცემა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. ოქმში მითითებულ უნდა იქნეს:

ა. თუ რამდენი კითხვა იქნა გასაჩივრებული გამოსაცდელთა მიერ;

ბ. რამდენი კითხვა იქნა მიჩნეული კომისიის მიერ არასრულყოფილად და შესაბამისად, ტესტის რამდენი კითხვა გაუქმდა;

14. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვაკანტურ ადგილზე ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საკვალიფიკაციო გამოცდაჩაბარებულ კანდიდატს. პირს, რომელმაც ვერ დააგროვა გამსვლელი ქულა, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სხვა ვაკანტურ ადგილზე ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში, თუ მისი ქულათა რაოდენობა აღნიშნულ ვაკანსიებზე დადგენილი გამსვლელი ქულის ტოლია ან მეტია მასზე”;

15. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს და შესაბამისად გადაინომროს დანარჩენი პუნქტები;

16. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. კომისიას უფლება აქვს კანდიდატს შესთავაზოს მის განცხადებაში მითითებული ვაკანსიის ალტერნატიული ვარიანტი”;

17. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი, ხოლო პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად:

„2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კანდიდატთა კვალიფიკაციის შეფასება ხდება შემდეგი ქულების გათვალისწინებით:

ა) გამოცდაზე დაგროვილი ქულების რაოდენობა:

მინიმალური– 0;

მაქსიმალური– 40;

ბ) განათლება:

საშუალო ეკონომიკური– 0,5

სხვა უმაღლესი– 1

უმაღლესი იურიდიული– 1,5

უმაღლესი ეკონომიკური– 1,5

უმაღლესი იურიდიული და უმაღლესი ეკონომიკური– 2,5

გ) სამეცნიერო ხარისხი (იურიდიული ან ეკონომიკური მეცნიერებები):

მეცნიერებათა კანდიდატი– 1,5

მეცნიერებათა დოქტორი– 2,5;

დ) საგადასახადო ორგანოებში მუშაობის გამოცდილება:

1 წლამდე– 0,5

1-დან 3 წლამდე– 1

3-დან 5 წლამდე– 1,5

5-დან 10 წლამდე– 2

10 წელი და ზევით– 2,5;

ე) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება:

1 წლამდე– 0.5

1-დან 3 წლამდე– 1

3-დან 5 წლამდე– 1,5

5-დან 10 წლამდე– 2

10-დან ზევით– 2,5.

3. საქმიანი და მორალური რეპუტაციის შეფასება ხდება კომისიის მიერ შედგენილი კითხვარის შესაბამისად მაქსიმუმ 20 ქულით;

4. რეორგანიზაციის შემთხვევაში კანდიდატის შეფასება საქმიანი და მორალური რეპუტაციის ნაცვლად ხდება შრომის ნაყოფიერების გათვალისწინებით, ამასთან მაქსიმუმ 20 ქულით; 

5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის ქულებით შეფასება ხდება სპეციალურად მომზადებულ ბლანკებში. შესარჩევი კონკურსის მომზადების სამდივნოს მიერ თითოეული კანდიდატის საშუალო ქულის დადგენის მიზნით, აღნიშნული შეფასებების კომპიუტერული დამუშავება ხდება კომისიის ერთ-ერთი წევრის თანდასწრებით.

6. ქულების გამოთვლა ხდება შემდეგნაირად:

ა) ყველა კომისიის წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი გაყოფილი კომისიის წევრების რაოდენობაზე (ვინც მოახდინა შეფასება);

ბ) კომისიის მიერ დადგენილი კანდიდატის საბოლოო ქულას დამატებული  ტესტირებისას მიღებული ქულა.

7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, ყველა დამსწრე წევრები და სხდომის მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.”

18. 27-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „2000 წლის 31 დეკემბრამდე”.

19. 27-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირს საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს წელიწადში ერთხელ”;

20. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მაჭავარიანი