აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემოა ფახაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/დაგამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2021 წლის 13 მაისი ქ.თბილისი |
|
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში „ორგანიზაცია“) – აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი.
4. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის კომისია (შემდგომში – ქონების ჩამოწერის კომისია) – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
ა) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები თავისი ტექნიკური მდგომარეობის გამო არ შეიძლება გარემონტდეს (აღდგეს) და გამოყენებულ იქნეს დანიშნულებისამებრ;
ბ) უვადო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები მისულია გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე ნორმალური ექსპლუატაციის პროცესში, თუ შეუძლებელია მათი ტექნიკური მდგომარეობის აღდგენა და დანიშნულებისამებრ გამოყენება.
გ) მატერიალური საშუალებებისათვის დაწესებული ტექნიკური რესურსის გასვლა არ შეიძლება იყოს ჩამოწერის საფუძველი, თუ მატერიალური საშუალებები თავისი ტექნიკური მდგომარეობით, ან რემონტის შემდეგ ვარგისია დანიშნულებისამებრ შემდგომი გამოყენებისათვის.
2. მატერიალური საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრა და სალიკვიდაციო აქტების შედგენა წარმოებს იმ თანამდებობის პირთა თანდასწრებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩამოსაწერი ქონების ტექნიკურ მდგომარეობაზე, აღრიცხვიანობასა და დაცვაზე.
3. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის აქტი (ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტი და მცირეფასიანი აქტივების ჩამოსაწერი აქტი), ასევე საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტი კომისიის მიერ წარედგინება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელს.
4. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის კომისიის წევრები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
3. კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტრისა (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან.
4. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს სხვა სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით; ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. კომისია ახორციელებს:
ა) ახდენს ჩამოსაწერი ქონების რაოდენობის, ფიზიკური და საბუღალტრო ღირებულების შეფასებას და ამზადებს ჩამოსაწერი ქონების ღირებულების დადგენის აქტს.
ბ) ჩამოსაწერი ქონების ღირებულების დადგენის აქტის შედგენის შემდგომ კომისია ადგენს აქტს ქონების ლიკვიდაციის შესახებ, ხოლო საჭიროების ან/და შესაძლებლობის შემთხვევაში ჩამოწერილი ქონების რეალიზაციის შესახებ;
გ) შეისწავლის ამორტიზებული, გამოუყენებელი, დაკარგული ან განადგურებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ნაკეთობის ტექნიკური პასპორტით, ფორმულარით, ქარხანა-დამამზადებლის ინფორმაციითა და სხვა საცნობარო მასალის საფუძველზე, მასალების ფიზიკური და ქიმიური მდგომარეობის ცვლილებების გათვალისწინებით ასაბუთებს მატერიალური საშუალებების დანიშნულებისამებრ შემდგომი გამოყენების მიზანშეუწონლობას და შესაბამისად მათი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას.
დ) ხელს აწერს ქონების ჩამოწერის აქტს. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისიის წევრი არ ეთანხმება ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის შედეგებს და უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, წერილობით (მიზეზების მითითებით) მიმართავს ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ეს მოხსენებითი ბარათი თან დაერთვის ქონების ჩამოწერის ან/და გამოუყენებელი ქონების აქტს.
7. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწეროს ჩატარება კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. კომისიის არასრული შემადგელობით ჩატარებული ქონების ჩამოწერის შედეგები ითვლება ბათილად.
8. ქონების ჩამოწერის დაწყების წინ კომისიის წევრებს გადაეცემათ ბრძანება, სადაც მიეთითება ქონების ჩამოწერის დაწყებისა და დასრულების ვადები, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს - საკონტროლო ლუქი, რომელიც ქონების ჩამოწერის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ქონების ჩამოწერის კომისიის თავმჯდომარესთან.
9. ქონების ჩამოწერის კომისიის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტი
20 - წლის „––––––„––––––––––––––––––– მდგომარეობით საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები: 1. –––––––––––––– ვამტკიცებ: ვადასტურებ: 2. –––––––––––––– საწარმოს აუდიტორი ------------------- ხელმძღვანელი ----------------- 3. –––––––––––––– ბ.ა. ბ.ა
|
საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტი 20 ––––––– წლის მდგომარეობით
კომისიის წევრები: 1. –––––––––––––– ვამტკიცებ: ვადასტურებ:
2. –––––––––––––– საწარმოს აუდიტორი ----------------------- ხელმძღვანელი ––––––––––– 3. –––––––––––––– ბ.ა. ბ.ა. |
ქონების ლიკვიდაციის აქტი
20 ––––– წლის „–––––––„ –––––––––––––––––––––––––––– დაწესებულების დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის შემადგენლობა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შექმნილი 20 წ. –––––– –––––––––––––––––––––––– № ––––––––––––––––––––––––––––– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ––––––– საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. საწყისი საბალანსო ღირებულება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. ქონების ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) ––––––––––––––––––––––––; ბ) ––––––––––––––––––––––––; გ) ––––––––––––––––––––––––; კომისიის დასკვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კომისიის წევრები:1. –––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––– ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––––––––––––– ბ.ა. ქონების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: –––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––––––––––) ლარი ლიკვიდაციის შედეგი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მთავარი ბუღალტერი ––––––––––––––––– „ –––––” ––––––––––––––––––––––––––––– 20 –––– წელი კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––– ბ.ა.
|