“საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 27.11.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.11.115.004.518
გამოქვეყნების წყარო სსმ, 114, 06/12/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
ბრძანება (2)
- „საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ 27.05.1998
- საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს 1998 წლის 27 მაისის №34 ბრძანებაში „საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვის გაცემისა და გამოყენების წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
“საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h2 {margin-top:0in; margin-right:-23.8pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-weight:normal;}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:-23.8pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-style:italic;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:-23.8pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; }
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:-37.95pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:-23.8pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:13.5pt; font-size:13.0pt; }
p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-23.8pt; margin-bottom:0in; margin-left:13.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.5pt; font-size:13.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
@page WordSection1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.11.115.004.518
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება
№
45
2000 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
“საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს კანონის “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, სამთავრობო მოხელეებისა და გადამზიდავებისთვის ECMT-ის მრავალმხრივი კვოტების გამოყენების თაობაზე ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის (ECMT) სახელმძღვანელოს საფუძველზე და საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და მომსახურების მიზნით:
1. დამტკიცდეს დებულება “საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორრტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესების შესახებ”. (დანართი 1)
2. შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ჯუმბერ იოსებიძე – სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, - კომისიის თავმჯდომარე.
ნიკოლოზ გეგუჩაძე – კავშირის “საერთაშორისო გადამზიდავ მძღოლთა ასოციაცია” თავმჯდომარე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
ელენე შატბერაშვილი – სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - კომისიის მდივანი.
დალი კაპანაძე – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საკანონმდებლო საქმეთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი
გიორგი მესხელი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური იურთიერთობების დეპარტამენტის ევრაზიის სატრანსპორტო საკომუნიკაციო სისტემების სამმართველოს უფროსი
3. დაევალოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მმართველობის სფეროში მყოფ, 100%-იანი სახელმწიფო წილით შექმნილ საწარმო “ტრანსკონსალტინგს” საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გასაცემად, მასალების განსახილველად აუცილებელი ორგანიზაციული საქმიანობა.
4. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 27 მაისის №34, 1998 წლის 21 ივლისის №49 და 2000 წლის 24 თებერვლის №9 ბრძანებები.
5. წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების დღიდან.
მ. ადეიშვილი
დანართი 1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესების შესახებ
I. ზოგადი დებულებანი
1.1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის (ტექსტში შემდგომ “კონფერენციის”) ოფიციალური დოკუმენტის – “სახელმძღვანელო სამთავრობო მოხელეებისა და გადამზიდავებისათვის კონფერენციის მრავალმხრივი კვოტების გამოყენების თაობაზე”, მოთხოვნათა გათვალისწინებით.
1.2. დებულება, რომელიც წარმოადგენს ბრძანების დანართს, განსაზღვრავს საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემასა და გამოყენების წესებს, კომისიის სტატუსს, უფლებამოსილებებს და საქმიანობის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს.
1.3. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები საქართველოს საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადამზიდავებზე გაიცემა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით შექმნილი სპეციალური კომისის მიერ:
II საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემის წსესბი:
2.1. საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებზე კონფერენციის მრავალმხრივ ნებართვებს გასცემს კომისია ერთი კალენდარული წლის ფარგლებში.
2.2. ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები გაიცემა კომისიის მიერ ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე სათანადო წერილობითი განაცხადისა და “მწვანე” სატვირთო ავტომობილისათვის დადგენილი, “მწვანე და უსაფრთხო” სატვირთო ავტომობილების გამონაბოლქვისა და ხმაურის ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობის, “მწვანე და უსაფრთხო” სატვირთო ავტომობილების უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის, საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების მომსახურების შესაბამისობის სერთიფიკატების, აგრეთვე ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის რეზოლუციებით და დირექტივებით გათვალისწინებული საბუთების საფუძველზე.
2.3. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები ფორმდება სპეციალურ ბლანკზე, რომელიც მიღებულია (მოწოდებულია) კონფერენციის სამდივნოსგან და ექვემდებარება მკაცრ აღრიცხვას. ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ მომსახურეობას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მმართველობის სფეროში მყოფი შესაბამისი საწარმო.
2.4. კომისიის მიერ გაცემული კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები არ შეიძლება გადაეცეს სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირს.
2.5. კომისია, რომელიც გასცემს კონფერენციის მრავალმხრივ ნებართვებს უფლებამოსილია გააუქმოს (ამოიღოს) ან შეაჩეროს მათი მოქმედება განმცხადებლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში.
2.6. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები შეიძლება გაუქმებულ (ამოღებულ) იქნენ აგრეთვე მრავალმხრივი ნებართვების არადანიშნულებისამებრ გამოყენების ან მხოლოდ ორმხრივი სატრანსპორტო ოპერაციების ჩატარების შემთხვევაში.
2.7. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები, რომლებიც გაუქმებულია (ამოღებულია) კომისიის მიერ ან ჩაბარებულია მესაკუთრის მიერ, შეიძლება ხელმეორედ გაიცეს სხვა მსურველ იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე მოქმედების დარჩენილი ვადის დასრულებამდე. ამ შემთხვევაში, დროის დარჩენილი პერიოდისათვის სხვა გადამზიდავისათვის გაცემამდე ამოღებული ან ჩაბარებული მრავალმხრივი ნებართვები უნდა გაუქმდეს და შეიცვალოს სარეზერვო მრავალმხრივი ნებართვებით.
2.8. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გადაცვლის ან გაუქმების შემთხვევები დაუყონებლივ უნდა ეცნობოს კონფერენციის გენერალურ მდივანს.
III მრავალმხრივი ნებართვების გამოყენება მათი მოქმედების სფერო და შეზღუდვები
3.1. კონფერენციის მარავალმხრივი ნებართვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალებისათვის ერთდროულად.
3.2. იმ შემთხვევაში, როდესაც მისაბმელი ან ნახევრად მისაბმელი არ არის რეგისტრირებული ან ჩართული მოძრაობაში იმავე საწარმოს სახელით, რომლითაც რეგისტრირებულია საწევარი, ან ჩართულია მოძრაობაში იმ ქვეყანაში, სადაც არ არის რეგისტრირებული საწევარი, შეწყვილებულ კომბინაციაში მთავარ სატრანსპორტო საშუალებად მიიჩნევა საწევარი.
3.3. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გამოყენება ასევე შესაძლებელია ნებართვის მფლობელი სატრანსპორტო საწარმოების მიერ იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც მის ერთპიროვნულ განკარგვაში იმყოფება ქირავნობისა ან ლიზინგის ხელშეკრულებით მძღოლის გარეშე.
3.4. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები, საგზური საერთაშორისო გადაზიდვებისათვის და საჭიროების შემთხვევაში ეკოლოგიური უსაფრთხოების სერთიფიკატი უნდა ინახებოდეს სატრანსპორტო საშუალებებში და წარედგინოს კომპეტენტურ მაკონტროლებელ ორგანოს მოთხოვნისთანავე.
3.5. საგზური საერთაშორისო გადაზიდვებისათვის შევსებული უნდა იყოს ტვირთზიდვის დაწყებამდე, დატვირთვისა და გადმოტვირთვის ყოველ პუნქტში და ყოველი დაუტვირთავი გარბენისათვის.
3.6. თუ ტვირთის მიღება ხდება გარკვეულ პუნქტში, ნაჩვენები უნდა იყოს მხოლოდ გადაზიდვა, რომელიც სრულდება საბოლოოდ დატვირთული ავტომანქანით, მიღებისა და განაწილებისათვის შესრულებული გადაადგილების გაუთვალისწინებლად.
3.7. საგზურში საერთაშორისო გადაზიდვებისათვის შესწორებები შეტანილ უნდა იქნას ისე, რომ შესაძლებელი იყოს თავდაპირველი სიტყვებისა და ციფრების გარჩევა.
3.8. შევსებული ფორმები უნდა დაუბრუნდეს მისი გამცემი წევრი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს გადაზიდვის დასრულების მომდევნო თვის ორი კვირის განმავლობაში.
3.9. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა ეცნობოს კომისიას. მრავალმხრივი ნებართვები შეიძლება შეიცვალოს სხვა ნებართვებით მათი მოქმედების ვადის დასრულებამდე. კონფერენციის სამდივნო ინფორმირებული უნდა იყოს მოპარული ან დაკარგული და გადაცვლილი (შეცვლილი) ნებართვების რაოდენობაზე.
3.10. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გამოყენება აკრძალულია და ბათილად ჩაითვლება, თუ მასში არ იქნება შემდეგი რეკვიზიტები:
ა) საწარმოს სრული სახელწოდება, ფიზიკური პირის სახელი და გვარი და მათი იურიდიული მისამართი;
ბ) მრავალმხრივი ნებართვების გამცეემი ორგანოს (კომოსიის) თავმჯდომარის ხელმოწერა და ბეჭედი.
გ) მრავალმხრივი ნებართვების მოქმედების ვადის დასაწყისი და დასასრული;
დ) მრავალმხრივი ნებართვების გაცემის თარიღი.
3.11. იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვების მიერ გამოიყენება ვადაგასული, ბათილი, ყალბი ნებართვა, ან ნებართვა, რომელიც გაცემული იყო სხვა დამქირავებლისათვის, ის დაუყონებლივ უნდა იქნეს ამოღებუული და გადაეგზავნოს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც გაიცა ნებართვა. იგივე წესები გამოიყენება ყალბი სერტიფიკატების წარდგენის შემთხვევაში.
3.12. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო ოპერაციებისათვის (გადაზიდვებისათვის) მხოლოდ კონფერენციის წევრ ქვეყნებში და ტრანზიტისათვის ამ ქვეყნების ტერიტორის გავლით, იმ შემთხვევაში, სადაც ეს ნებართვები მოითხოვება.
3.13. საქართველო, როგორც კონფერენციის მონაწილე ქვეყანა, აღიარებს მრავალმხრივ ნებართვებს, რომლებიც გაცემულია კონფერენციის წევრ სხვა ქვეყნებში.
3.14. კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები არ აძლევს უფლებას გადამზიდავებს გადამოტვირთონ ტვირთები იმავე ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ტვირთი დაიტვირთა. მრავალმხრივი არ ათავისუფლებს გადამზიდავებს სხვა სახის ნებართვების მოთხოვნებისგან, რომლებიც შეეხებიან სპეციფიური ტვირთების გადაზიდვას.
IV კომისიის სტატუსი, უფლებამოსილებანი, მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები
4.1. კონფერენციის მრავალმხრივ ნებართვებს მსურველ იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე გასცემს კომისია ამ დებულებით დადგენილი წესით.
4.2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ”, საქართველოს კანონით “პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირების შესახებ”, სხვა ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებით და ამ დებულებით.
4.3. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახელმწიფო ტრანსპორტის ადმინისტრაციის წინაშე.
4.4. კომისიის ძირითადი დანიშნულებაა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების კვოტების სისტემაში საქართველოს ინტერესების დაცვა, კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების მიღება და მათი გამოყენების მეთოდური ზედამხედველობა.
4.5. კომისია ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში ადგენს მრავალმხრივი ნებართვების გაცემის კრიტერიუმებს.
4.6. კომისია ახდენს კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას.
4.7. კომისია საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადამზიდავებს უზრუნველყოფს შესაბამისი იმფორმაციით.
4.8. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს გადამზიდველებისგან შემოსულ წინადადებებს მრავალმხრივი ნებართვების კვოტების სისტემაში მონაწილეობისა და ნებართვების გაცემის მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
4.9. კომისია აქტიურად თანამშრომლობს კონფერენციის წევრ სხვა ქვეყნებთან, ახდენს ინფორმაციების გასვლას და ატყობინებს მათ ყალბი ან ვადაგასული, აგრეთვე მოპარული ან დაკარგული და შეცვლილი ნებართვების რაოდენობაზე.
4.10. საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებისაგან ყოველწლიურად ისმენს ანგარიშებს მათი გაწეული საქმიანობის შესახებ.