„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის N2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-725
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.023.016670
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-725

2021 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 04/05/2018; სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016491) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო.“.

2.  მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვის ორგანიზება;

ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მოვლა, შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი;

ე) ქონების გამოყენების ფინანსური ასპექტების შესწავლა და, მისი ეფექტიანად მართვის მიზნით, სათანადო წინადადებების მომზადება;

ვ) კორესპონდენციების განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) სახელმწიფო საკუთრებაში და მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სამინისტროს სარგებლობაში გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება;

თ) წინადადების მომზადება სამინისტროს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი სახელმწიფო ქონების ჩამოწერის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ჩამოწერილი ქონების განადგურების ორგანიზება;

კ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული, ჯართად ჩამოწერილი ან სამინისტროს მიერ გამოუყენებელი მატერიალური ფასეულობების სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის გადაცემა, შემდგომი განკარგვის მიზნით;

ლ) შრომის უსაფრთხოების ორგანიზება;

მ) სასაწყობო მეურნეობის სწორად აღრიცხვა და წარმართვა, საკანცელარიო საქონლის ხარჯვის კოორდინაცია და კონტროლის განხორციელება;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 პირველი ივნისიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის N2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.05.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის N2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე?
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის N2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე მიღებულია 21.05.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-725. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.023.016670.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის N2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის N2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის N2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.05.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის N2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე, №2-725, 21.05.2021, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016670 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.05.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5166366/