“სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 01.12.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №111
სარეგისტრაციო კოდი 190.020.090.11.117.004.520
გამოქვეყნების წყარო სსმ, 113, 04/12/2000
matsne.gov.ge 882 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 49.6pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.090.11.117.004.520 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №111 2000 წლის 1 დეკემბერი ქ. თბილისი სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 მაისის №303 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის „ ი” პუნქტის, „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აგვისტოს №512 ბრძანებულებისა და „ პრივატიზების ჩატარების ორგანიზაციული ხარჯების დაფინანსებისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხების 5 პროცენტის გამოყენების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 18 დეკემბრის №1-3/786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1998 წლის 3 დეკემბრის №1-3/750 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესი” დანართის თანახმად. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 5 ოქტომბრის №220 ბრძანება „ სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ”. ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 3 აგვისტოს №79 ბრძანება „ სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 5 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. ზ. ნოღაიდელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესი     მუხლი 1🔗 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა სტიმულირების ფონდი (შემდგომში – ფონდი) იქმნება: ა) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 მაისის №303 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის „ ი“ პუნქტის შესაბამისად ფინანსური კონტროლის განხორციელების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით ჩარიცხული, აგრეთვე გაცემული კრედიტების ან მათ მომსახურებაზე სარგებლის დაგვიანებით ჩარიცხვის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხის 30 პროცენტის ოდენობით; ბ)„პრივატიზების ჩატარების ორგანიზაციული ხარჯების დაფინანსებისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხების 5 პროცენტის გამოყენების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 18 დეკემბრის №1-3/786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1998 წლის 3 დეკემბრის №1-3/750 ბრძანების შესაბამისად 10 პროცენტის ოდენობით; გ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აგვისტოს №512 ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საგადასახადო და საბაჟო ორგანოების განკარგულებაში გადაცემული სახსრების შესაბამისად 10 პროცენტისა და 15 პროცენტის ოდენობით; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების „ლატარიების, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურის“ მიერ მომსახურებისათვის ჩარიცხული თანხების 60 პროცენტის ოდენობით. (40 პროცენტი მიიმართება ცენტრალურ ბიუჯეტში); ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების „სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის“ მიერ განხორციელებული ძვირფასი ლითონებიდან დამზადებული ნაწარმისა და შენადნობების აპრობირების და დადამღვის საფასურიდან შემოსული თანხების 60 პროცენტის ოდენობით. (40 პროცენტი მიიმართება ცენტრალურ ბიუჯეტში). 2. აღნიშნული თანხები ჩაირიცხება საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე.     მუხლი 2🔗 ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები ნაწილდება შემდეგნაირად: ა) 40 პროცენტი თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების ფონდში; ბ) 40 პროცენტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ფონდში; გ) 20 პროცენტი ირიცხება მინისტრის ფონდში.      მუხლი 3🔗 1. თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების ფონდში ჩარიცხული თანხა გამოიყენება სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახაზინო სამსახურის, სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის და ლატარიების, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურის მუშაკთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესებისათვის, პრემირებისათვის, მატერიალური დახმარებისა და წახალისებისათვის, აგრეთვე ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების შრომის ასანაზღაურებლად. 2. სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ფონდში ჩარიცხული თანხები გამოიყენება: სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახაზინო სამსახურის, სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის და ლატარიების, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურის საკანცელარიო-სამეურნეო ხარჯებისათვის და ოფისის შენახვისათვის; კომუნალური მომსახურებისათვის; მანქანა-მოწყობილობების, კომპიუტერების, გამოთვლითი ტექნიკის, ინვენტარის შეძენისათვის; შენობა-ნაგებობათა მშენებლობისა და კაპიტალური შეკეთებისათვის და სხვა ღონისძიებებისათვის. 3. მინისტრის ფონდში ჩარიცხული თანხა გამოიყენება წარმომადგენლობითი ხარჯებისა და სხვადასხვა ღონისძიებებზე მინისტრის მითითების შესაბამისად.     მუხლი 4🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები: სახაზინო სამსახური, სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია, ლატარიების, აზარტული თამაშების და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახური ყოველი ახალი წლის დადგომისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დასამტკიცებლად წარმოადგენენ სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის გეგმებს, სადაც გათვალისწინებული იქნება თანხები თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის.     მუხლი 5🔗 მინისტრის ბრძანებით იქმნება სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების გამანაწილებელი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს ამ დებულების შესაბამისად.     მუხლი 6🔗 ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს დისციპლინური სასჯელის მოქმედების პერიოდში პრემია არ მიეცემათ.     მუხლი 7🔗 სამინისტროს სპეცანგარიშზე ჩარიცხული თანხების წლის ბოლოსათვის არსებული ნაშთი რჩება სამინისტროს განკარგულებაში.