შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ინტიზამ მამედოვი N1124)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
დირექტორი: ნინო არაბიძე
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23
ელფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლი მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: ინტიზამ მამედოვი, პირადი N 52001005979
მოვალე (მსესხებელი): ინტიზამ მამედოვი, პირადი N 52001005979
იპოთეკის ხელშეკრულება: 1231232705742, თარიღი 25/04/2019
ვალდებულების წარმოშობა: 25/04/2019, N 0144.3751481.002
30/04/2019, N 3751491-10459592
იპოთეკის რეკვიზიტები: ქალაქი მარნეული, ქუჩა ალგეთი, N8, საკადასტრო კოდი: 83.02.20.318
სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: N 3751491-10459592 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს: 117 633,34 ლარს, მათ შორის ძირი - 92 309,34
ლარი, პროცენტი - 18 289,72 ლარი, ჯარიმა - 7 034,28 ლარი.
აუქციონის ჩატარების დრო: 25/05/2021 წლის 16:00 საათიდან 28/05/2021 წლის 12:15 საათამდე
აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 121522.05 ლარი
უძრავი ნივთის აღწერა: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი: 551.00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N01/2 საერთო ფართი: 293.58 კვ.მ. (მათ შორის: I სართული ფართით: 142.99 კვ.მ. II სართული ფართით: 150.59 კვ.მ.); შენობა N02/1 საერთო ფართი: 110.66 კვ.მ.; შენობა N03/1 საერთო ფართი: 21.09 კვ.მ. მდებარე ქალაქი მარნეული, ქუჩა ალგეთი, N8
გარდამავალი უფლებები: არა
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორისკრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:
1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით
2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე
3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით
4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორს (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.
გ) იმ შემთხევაში, თუ აუქციონზე საწყისი ფასი არის 100 000 ლარამდე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება - 100 ლარის ოდენობით; 100 000 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით - 500 ლარის ოდენობით; ხოლო, 500 000 ლარზე მეტის შემთხვევაში - 1000 ლარის ოდენობით; აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს ”კონსალტინგ გრუპსი“ მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ვ) იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის (ქონების) სტატუსი რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეოს, მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ასეთ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
კრედიტორს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში აუნაზღაურდება აუქციონის დასრულების დღის კურსით.
აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის საკომისიო შეადგენს აუქციონის საწყისის ფასის 0.59 პროცენტს;
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“, ს/კ 404483536
დირექტორი ნინო არაბიძე.