საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №220 |
|
2021 წლის 17 მაისი ქ. თბილისი |
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. სააგენტოს:
ა) ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ბ) დებულებას ამტკიცებს და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, სამინისტრომ და ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა სსიპ-ებმა უზრუნველყონ:
ა) რეორგანიზაციის გამოცხადება, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების საქმიანობის მიმართულებით დასაქმებულ თანამშრომელთა განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება;
გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული ქონებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ამ ფუნქციის შესასრულებლად გამოყენებული სხვა ქონების განსაზღვრა და გადაცემა სააგენტოსთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სააგენტო განისაზღვროს სამინისტროსა და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამონაცვლედ, მათი ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის საქმიანობის მიმართულებით, სააგენტოს დებულებით დადგენილი პირობებით.
4. სააგენტოს მიეცეს უფლება, თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის და/ან ინვენტარის ქონების გადაცემამდე ან შეძენამდე ისარგებლოს სამინისტროსა და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებითა და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით), ასევე ელექტრონული სერვისებით/სისტემებით, მონაცემთა ბაზებით, ვებგვერდითა და სხვა, სამინისტროს მიერ განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე.
5. დაევალოს სამინისტროს:
ა) უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სააგენტოს დაფუძნებისა და სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესაბამისი სამსახურების/ფუნქციების გაუქმებასთან დაკავშირებული რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია, რისთვისაც, საჭიროებისამებრ, უფლებამოსილია, გამოსცეს აქტები;
ბ) ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებისათვის/მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.05.2021.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ მიღებულია 17.05.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №220. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.022775.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.05.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“, №220, 17.05.2021, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022775 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5168929/