„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №225 |
|
2021 წლის 18 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022040) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 2022 წლის 1 ივნისამდე ზეთების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში და შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:“. 3. ტექნიკური რეგლამენტის დანართი I ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი I
ნარჩენი ზეთების აღდგენისა და რეგენერაციის მიზნობრივი მაჩვენებლები წლების მიხედვით
.“.
|
|