აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/188
2021 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის (F2) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი).
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2018 წლის 5 ოქტომბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში (სესხის №3715-GEO, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის N3734 – Iს დადგენილებით).
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება, მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით.
ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორს განაპირობებს. სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისათვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის.
ხევი-უბისას მონაკვეთი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 საავტომობილო-სატრანზიტო კორიდორის შემადგენელ ერთ-ერთ სეგმენტს. აღნიშნული მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ მონაკვეთზე გაივლის ყველა ის სატრანზიტო ავტოტრანსპორტი, რომელიც მოძრაობს ევროპიდან, თურქეთიდან, ბათუმის, ფოთისა და ანაკლიის (უახლოს მომავალში) პორტებიდან თბილისის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, შუა აზიისა და რუსეთის მიმართულებით. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა მკვეთრად გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას, სიჩქარესა და გზის გამტარუნარიანობას. ასევე, დადებითი ეფექტი ექნება მოძრაობის უსაფრთხოების კუთხითაც. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კონკურენტუნარიანობის გაზრდას სხვა კორიდორებთან მიმართებაში. ხევი-უბისას საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობით გაიზრდება შავი ზღვის პორტების მეშვეობით შემომავალი ტვირთის (რომელიც მოძრაობს ევროპიდან შუა აზიის მიმართულებით და პირიქით) გამტარუნარიანობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი ავტომაგიტრალის, 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ბეტონის საფარით. პროექტით გათვალისწინებულია 35 ხიდის (საერთო სიგრძით 8.3 კმ) და 20 გვირაბის მშენებლობა (საერთო სიგრძით 9.5 კმ).
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული გიორგი გრიგალაშვილის (პ/ნ 56001001876) საკუთრებაში არსებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრიგალათში მდებარე, 649 კვ.მ-ის ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.05.34.566) და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრიგალათში მდებარე, 1205 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.05.34.567) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ადგილობრივი მნიშვნელობის საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის (F2) მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრიგალათში მდებარე, 649 კვ.მ-ის ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.05.34.566) და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრიგალათში მდებარე, 1205 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.05.34.567) მესაკუთრეა გიორგი გრიგალაშვილი (პ/ნ 56001001876)
დადგენილია, რომ პროექტის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი გრიგალაშვილის (პ/ნ 56001001876) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები და მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ 36.05.34.566 და ს/კ 36.05.34.567).
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა
დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის. ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2021 წლის 14 მაისის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის (F2) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
1.1 გიორგი გრიგალაშვილის (პ/ნ 56001001876) საკუთრებაში არსებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრიგალათში მდებარე, 649 კვ.მ-ის ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ 36.05.34.566), მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე (ხის ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე.
1.2 გიორგი გრიგალაშვილის (პ/ნ 56001001876) საკუთრებაში არსებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრიგალათში მდებარე, 1205 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე და მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ 36.05.34.567).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრი ნათელა თურნავა