ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სერგი წულაძის ქუჩის მონაკვეთისთვის შალვა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №148
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016608
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/05/2021
matsne.gov.ge 149 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, რომან გვენცაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 29.01.2021 ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში შოთა რუსთაველის ქუჩის პირველი შესახვევისთვის სპარტაკ ბუკიას ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 30.07.2025 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და გუჯარეთის II ქუჩის მონაკვეთისთვის მომღერლის მაია თომაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 25.08.2023 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის გაგრძელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 24.05.2024 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 16.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სერგი წულაძის ქუჩის მონაკვეთისთვის შალვა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №148 27 აპრილი 2021 წელი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სერგი წულაძის ქუჩის მონაკვეთისთვის შალვა დოლიძის  სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ისნის რაიონში, სერგი წულაძის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს შალვა დოლიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე