ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, შალვა დოლიძის ქუჩის მონაკვეთისთვის თეთრი წყაროს ქუჩის და თეთრი წყაროს I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №149
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016609
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/05/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, იუნკერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ერთი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის ოფიცრის გენო ქარუმიძის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის მხატვარ ირინა შტენბერგის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის გეგუთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, შალვა დოლიძის ქუჩის მონაკვეთისთვის თეთრი წყაროს ქუჩის და თეთრი წყაროს I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №149
27 აპრილი 2021 წელი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, შალვა დოლიძის ქუჩის მონაკვეთისთვის თეთრი წყაროს ქუჩის და თეთრი წყაროს I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ისნის რაიონში, შალვა დოლიძის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს თეთრი წყაროს ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ისნის რაიონში, შალვა დოლიძის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს თეთრი წყაროს I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე