ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, რევოლუციის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის სპორტსმენის ზარბეგ ბერიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №152
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016612
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/05/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ლომისის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ორხევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ხევისპირის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ბერთუბნის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, რუსთაველის ქუჩისთვის, მასთან არსებული ორი შესახვევისთვის და ხუთი ჩიხისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, სესილია თაყაიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქიმიკოსის, აკადემიკოსის ნიკოლოზ ლანდიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, რევოლუციის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის სპორტსმენის ზარბეგ ბერიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №
152
2021 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, რევოლუციის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის სპორტსმენის ზარბეგ ბერიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში, რევოლუციის ქუჩას და მასთან არსებულ ერთ ჩიხს მიენიჭოს სპორტსმენის ზარბეგ ბერიაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №
64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
.