ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, პოლიციის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის პოლიციის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №155
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016615
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/05/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, პოლიციის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის პოლიციის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №155
2021 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, პოლიციის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის პოლიციის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, პოლიციის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს პოლიციის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე