„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№228
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.022783
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2021

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №228

2021 წლის 19 მაისი

   ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოში Covid-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიზნებისთვის გამოიყენება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური აცრისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული ნებისმიერი მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს (SRA) მიერ მინიჭებული გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია; ან რომელზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში წარდგენილია გამოყენების (მათ შორის,  გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაციის ან პრეკვალიფიკაციის განაცხადი, მისი დოსიე განხილვის სტადიაშია და ამასთან, უკვე მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტების სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (SAGE) დადებითი დასკვნა, ასევე აქვს არანაკლებ სხვა 20 ქვეყნის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მინიჭებული გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია და, ამავდროულად, აღნიშნული ვაქცინით მსოფლიო მასშტაბით აცრილია ქვეყნის სამიზნე პოპულაციაზე 10-ჯერ მეტი პირი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.05.2021.
როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.05.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №228. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.022783.
რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №228, 19.05.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022783 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5171053/