„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-49/ნ |
|
2021 წლის 20 მაისი ქ. თბილისი |
1. ბრძანების პირველ მუხლს „დ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „დ2“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ2) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული (Sinovac) (დანართი №42).“.
2. ბრძანებით დამტკიცებული:
ა) №1 დანართის (COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესი) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) +20 C- + 80 C გრადუსზე მომუშავე სპეციალური (სავაქცინე ან ფარმაცევტული) ან საყოფაცხოვრებო მაცივარი (საყოფაცხოვრებო მაცივარს უნდა ჰქონდეს ცალ-ცალკე საყინულე და სამაცივრე კამერა ან უნდა ჰქონდეს მხოლოდ სამაცივრე კამერა) აღჭურვილი უნდა იყოს ტემპერატურის სპეციალური ელექტრონული აღმრიცხველით ან მაცივრის სვეტიანი თერმომეტრით; ყველა ტიპის მაცივრში თერმომეტრი ან ელექტრონული აღმრიცხველი მოთავსებული უნდა იყოს სამაცივრე განყოფილების შუა ნაწილში;“;
ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) დაწესებულების პასუხისმგებელმა პირმა წინასწარ უნდა უზრუნველყოს მისაღები ვაქცინების შესანახი მაცივრების ტემპერატურული მონიტორინგი, რათა გარანტირებული იყოს ვაქცინების მიღების შემდეგ მათი +20C- + 80C ტემპერატურაზე შენახვის პირობები.“;
ბ) №8 დანართი (ასაცრელი პირის COVID-19 ვაქცინაციის წინა შეფასების კითხვარი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. ბრძანებას დაემატოს №42 დანართი (COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული (Sinovac)) თანდართული რედაქციით.
|
ეყრდნობა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის (Sinovac Life Sciences Co., Ltd) მიერ მოწოდებულ ინსტრუქციას
ვაქცინის სავაჭრო დასახელება Corona Vac 1. ვაქცინაციის სქემა და ჩატარების წესი: ა) აცრა ტარდება 18 წლის და უფროსი ასაკის პირებში; ბ) აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს 2-4 კვირას; 2. სიფრთხილის განსაკუთრებული წესები: ა) ვაქცინა ინახება მაცივარში +20C - +80C ტემპერატურაზე; ბ) არ გაყინოთ. გაყინული ვაქცინა ექვემდებარება განადგურებას; გ) შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე. 3. ვაქცინის პრეზენტაცია: პროდუქტი არის რძისფერი სუსპენზია. მასში შეიძლება იყოს ნალექი შრეების სახით, რომელიც ადვილად იშლება შენჯღრევისას. ვაქცინა შესაძლებელია მოწოდებული იყოს წინასწარ შევსებული ერთდოზიანი შპრიცის ან ერთდოზიანი ფლაკონის სახით. 4. ვაქცინის ადმინისტრირება: ა) ვაქცინის ერთი დოზა (0,5 მლ) კეთდება თვითბლოკირებადი 0,5 მლ-იანი შპრიცით. აცრა კეთდება ინტრამუსკულარულად დელტისებურ კუნთში მხარზე; ბ) გახსნის შემდეგ ეს ვაქცინა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული; გ) გამოყენების წინ ვაქცინა კარგად უნდა შეანჯღრიოთ. არ გამოიყენოთ შემდეგი სახის დარღვევების შემთხვევაში: გამოიყურება უჩვეულოდ, ვაქცინის ფლაკონი გაბზარულია, ცუდად არის მარკირებული ან არ იკითხება, ვაქცინის ფლაკონში შემღვრეული სითხეა. 5. აცრის უკუჩვენებები და გაფრთხილებები:
შენიშვნა: ვაქცინაციის წინ აუცილებლად იხილეთ თანმხლები ინსტრუქცია.
6. არასასურველი რეაქციები ა) ინიექციის ადგილას: ა.ა) ძალიან ხშირი: ტკივილი; ა.ბ) არახშირი: ადგილობრივი ფერის ცვლილება, შეშუპება, ქავილი, ერითემა, ადგილობრივი ჰიპოესთეზია, ინდურაცია; ბ) სისტემური: ბ.ა) ხშირი: დაღლილობა, ცხელება, მიალგია, დიარეა, გულისრევა, თავის ტკივილი; ბ.ბ) არახშირი: ღებინება, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მუცლის შებერილობა, თავბრუსხვევა, ხველა, მადის დაკარგვა, ჰიპერმგრძნობელობა, მომატებული არტერიული წნევა. |
დანართი №8
|
ზოგადი ნაწილი |
დიახ |
არა |
არ ვიცი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გამოიყენეთ mRNA ვაქცინისთვის: |
|||
|
გაფრთხილება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
გამოიყენეთ AstraZeneca/Oxford ვაქცინისთვის: |
|||
|
უკუჩვენება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გაფრთხილება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გამოიყენეთ COVID-19 (Vero Cell) ინაქტივირებული ვაქცინებისთვის: |
|
|
|
|
უკუჩვენება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გაფრთხილება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|