დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 0504) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.05.2021
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016411
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.05.2021 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16) განხორციელების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით განათლებისა და ახალგაზრდული პროექტების (პროგრამული კოდი 0509) თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 0504) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2021 წლის 21 მაისი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 0504) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 0504) განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი
დანართი
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 0504) განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ – (კოდი – 0504) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საერთაშორისო და ადგილობრივი დაფინანსების (გრანტები) მოზიდვის შემთხვევაში დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები ახალგაზრდა ინიციატორთა ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების თანადაფინანსების (არაუმეტეს 50%) პროცედურებს და პირობებს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ამ წესის შესაბამისად, ინიციატივების დაფინანსების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის პროექტების განმხილველ სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი). ჯგუფის საქმიანობის წესი განისაზღვრება ჯგუფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროექტის ინიციატორი/განმცხადებელი – დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტირებული/ფაქტობრივად მცხოვრები ფიზიკური პირი 18-წლიდან, რომლის იდეა/პროექტი ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ 14-დან 30 წლამდე ახალგაზრდების განვითარების მიზნით დაგეგმილ აქტივობებს,ასევე ახალგაზრდობის ჩართულობას.
ა.ბ) მოცემული დოკუმენტის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, პროექტის ინიციატორი შესაძლოა იყოს ახალგაზრდა, რომელიც წარმოადგენს ასევე - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვან პირს.
ბ) პროექტი – დონორის მიერ დაფინანსებული იდეა, რომლის მიზანია დმანისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარება.
გ) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, (არ მოიცავს საქართველოში რეგიტრირებულ უცხოური საწარმოების ფილიალებს);
დ) თანადაფინანსება – დონორის მიერ დაფინანსებული გამარჯვებული ინიციატივების თანადაფინანსება (არაუმეტეს დონორის მიერ გაცემული თანხის 50%-ისა);
ე) ქვეპროგრამა – დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „ინიციატივების თანადაფინანსება“ ქვეპროგრამა (0504)
ვ) დონორი – ადგილობრივი/საერთაშორისო ორგანიზაცია, საელჩო, საერთაშორისო პროგრამა, ბიზნესი, ადგილობრივი ორგანიზაცია ან სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ორგანიზაცია, გარდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა.
ზ) სამსახური – დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები ახალგაზრდა პირების ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების თანადაფინანსება.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მიმღები სუბიექტები
1. ამ წესის შესაბამისად თანადაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან:
ა) დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე(ებ)ი (18 წლიდან, ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი), რომელმაც მოიპოვა პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამისი დაფინანსება „დონორის“ მიერ;
ბ) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც „დონორის“ დაფინანსებით დმანისის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართულებების შესაბამის პროექტს.
2. თანადაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც დაფინანსებულია „დონორის“ მიერ და მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ მიმართულებას მაინც:
ა) ერთჯერადი ან მრავალჯერადი ღონისძიების ორგანიზება;
ბ) არაფორმალური განათლება (ტრენინგი/სემინარი);
გ) საერთაშორისო და ადგილობრივი გაცვლითი პროგრამების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;
დ) მეწარმეობის მხარდაჭერა;
ე) ინოვაციური იდეის მხარდაჭერა;
ვ) ტურიზმის ხელშეწყობა,
ზ) გენდერული საკითხები;
თ) გარემოს დაცვა;
ი) სხვა პროექტები, რომელიც დადებითად აისახება დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე.
მუხლი 5🔗. საპროექტო განაცხადის წარდგენა
1. დაფინანსების მისაღებად პროექტის ინიციატორმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი, რომლის ფორმას ამტკიცებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი. საპროექტო განაცხადს, აგრეთვე უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქის მომართვის შემთხვევაში:
ა.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.ბ) დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია;
ა.გ) დასაფინანსებელი პროექტის აღწერილობა, წარმოდგენილი სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
ბ) ორგანიზაციის მომართვის შემთხვევაში:
ბ.ა) ორგანიზაციის წარმომადგენლის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული ორგანიზაციის მიერ) და პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.ბ) პროექტის დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ა.გ) დასაფინანსებელი პროექტის აღწერილობა, წარმოდგენილი სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
2. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის წარდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 (ხუთი) კალენდარულ დღეს.
3. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
4. საპროექტო განაცხადი ჯგუფს არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი, თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მუხლი 6🔗. საპროექტო განაცხადის განხილვა და თანადაფინანსება
1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური საპროექტო განაცხადს განსახილველად უგზავნის ჯგუფს.
2. დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 0504) ფარგლებში გათვალისწინებულია ინიციატივების თანადაფინანსება პროექტის ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით.
3. საპროექტო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა დმანისის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი განახორციელოს წარდგენილი პროექტი.
4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჯგუფი უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო განაცხადის წარდგენა ჯგუფის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
5. საპროექტო განაცხადის შეფასების შემდეგ, ჯგუფი საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ დადებითი ან/და უარყოფითი რეკომენდაციით მიმართავს დმანისის მუნიციპალიტეტის მერს.
6. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტი შესაძლებელია დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ.
7. ჯგუფი უფლებამოსილია კონკრეტული პროექტის დაფინანსების განხილვისას დაადგინოს მისი მონიტორინგის შესაბამისი მექანიზმი.
8. ჯგუფის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსების თაობაზე (პროგრამიდან თანხის გამოყოფა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
9. პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას.
მუხლი 7🔗. დაფინანსებისათვის თანხის გაცემა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 0504) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი პროექტის დაფინანსებისათვის თანხის გაცემას ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 8🔗. ხელშეკრულების დადება
1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერსა და პროექტის წარმომდგენ პირს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
3. ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლის და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 9🔗. კონტროლის განხორციელება
ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური, სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.