,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2021 წლის 27 მაისი ქ. ონი
|
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების და პროექტების, შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალური საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის კოორდინაციას, თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
გ) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, მათთვის გამოცდილების გაზიარებას;
დ) ცოდნაზე, შემოქმედითობასა და ინოვაციებზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ინოვაციური პროექტების, ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერას;
ე) მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდების მიზნობრივი ჩართულობის, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა-დაგეგმვის კოორდინაციას, რაც მორგებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე;
ვ) ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
ზ) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ოჯახში ძალადობის პრევენციას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით პროგრამებისა და დოკუმენტაციის მომზადებას;
თ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ი) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
კ) მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ ქალაქებთან/რეგიონებთან და მათ შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობას, ახალი კონტაქტების მოძიებას და კრეატიულ თანამშრომლობას;
ლ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“-თ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
მ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“-თ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
ნ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მათ განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას;
ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნას და სამოქმედო უბნების განსაზღვრას;
პ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ჟ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
რ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფას;
ს) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და წარმოებას;
ტ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას;
უ) ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ ცენტრში დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციული და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 6. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციები
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას, პრობლემების შესწავლას და მათ მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების დახმარების თაობაზე პროექტების მომზადებას და რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
დ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ე) შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ვ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ზ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
თ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას;
ი) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელებას;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.".
|