ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.05.2021
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016363
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/05/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,878 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით განათლებისა და ახალგაზრდული პროექტების (პროგრამული კოდი 0509) თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 05.05.2025 მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 23.08.2022 გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 10.04.2020 გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 10.04.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 21.07.2023

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2021 წლის 27 მაისი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა დანართი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესი“ (შემდგომ - წესი) განსაზღვრავს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით (შემდგომ ადგილობრივი ბიუჯეტი) განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის (შემდგომ - მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე განსახორციელებლად ინიციირებული პროექტების განხილვის, გადაწყვეტილების მიღების და დაფინანსების პროცედურებს და პირობებს. 2. ამ წესის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და მცხოვრები სრულწლოვანი მოქალაქეების, საინიციატივო ჯგუფების, საზოგადოებრივი ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება, მათი ინიციატივების მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება. 3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება დასაქმების ხელშეწყობის, ტურიზმის განვითარების, სოციალური დახმარების (მათ შორის სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერის), ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის, კულტურის განვითარების ხელშეწყობის, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი განათლების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით ორიენტირებულ პროექტებზე. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიმართულებებით მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მერია) და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული პროექტების დაფინანსებაზე. 5. ინიციირებული პროექტების დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან როგორც სრული დაფინანსების, ასევე თანადაფინანსების სახით, 10000 ლარის ფარგლებში. მუხლი 2🔗. პროექტის ინიციატორი და დაფინანსების მიმღები სუბიექტი 1. პროექტის ინიციატორი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი; გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი; დ) საინიატივო ჯგუფი; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და მცხოვრები სრულწლოვანი მოქალაქე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები დაფინანსების მიმღებები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი/განაცხადი შესაბამისობაში იქნება ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრულ პრიორიტეტებთან და ამ წესით განსაზღვრულ მიზნებთან და მოთხოვნებთან. მუხლი 3🔗. პროექტის ინიციირება 1. დაფინანსების (თანადაფინანსების) მიღების მსურველი პირი საპროექტო განაცხადს/განაცხადს და ამ წესით განსაზღვრულ დოკუმენტებს წარუდგენს ხობის მუნიციპალიტეტის მერს (შემდგომ - მერი).  2. საპროექტო განაცხადი/განაცხადი და დოკუმენტები შეიძლება წარდგენილი იქნეს როგორც ელექტრონული ფორმით და საშუალებით, ასევე მატერიალური სახით. 3. დაფინანსების (თანადაფინანსების) მიღების მსურველი პირი მერს წარუდგენს: ა) საპროექტო განაცხადს/განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ ცოტა შემდეგ ინფორმაციას: ა.ა) ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ - ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის/დაარსების თარიღი, რეგისტრაციის ნომერი (რეგისტრაციის შემთხვევაში); ხელმძღვანელის/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული მისამართი, ფაქტიური მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი); ა.ბ) ინფორმაციას განმცხადებლის გამოცდილების შესახებ - ზოგადი ინფორმაცია განმცხადებლის გამოცდილების შესახებ (მათ შორის - წარმოდგენილი პროექტის/ინიციატივის მიმართულებით); ა.გ) ინფორმაციას პროექტის/ინიციატივის შესახებ - პროექტის სახელწოდება, მიზნები და ამოცანები; პროექტის ბენეფიციარები/მიზნობრივი ჯგუფები; პროექტით დაგეგმილი საქმიანობები/ღონისძიებები; პროექტის განხორციელების ვადები და განრიგი; პროექტის მოსალოდნელი შედეგები; ა.დ) ინფორმაციას პროექტის/ინიციატივის ბიუჯეტის შესახებ - პროექტის საერთო ბიუჯეტი; ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოთხოვნილი დაფინანსების (თანადაფინანსების) ოდენობა; განმცხადებლის/ინიციატორის თანადაფინანსების/თანამონაწილეობის ოდენობა/სახე (მათ შორის სხვადასხვა წყაროებიდან); ბიუჯეტის განწერა; ბ) განახლებულ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (დამოკიდებულია განმცხადებლის სამართლებრივ ფორმაზე); გ) წესდების/დებულების/სადამფუძნებლო აქტის ასლს (დამოკიდებულია განმცხადებლის სამართლებრივ ფორმაზე); დ) მერიის მხრიდან მოთხოვნილ სხვა დოკუმენტებს/ინფორმაციას (ინიციატივის განხილვის პროცესში მოთხოვნის შემთხვევაში). 4. ფიზიკური პირის შემთხვევებში, დაფინანსების (თანადაფინანსების) მიღების მსურველი პირი მერს წარუდგენს. ა) განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ ცოტა შემდეგ ინფორმაციას: ა.ა) ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ - სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (რეგისტრაციის მისამართი, ფაქტიური მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი); ა.ბ) ინფორმაციას განმცხადებლის გამოცდილების შესახებ - ზოგადი ინფორმაცია განმცხადებლის პროფესიული გამოცდილების შესახებ (მათ შორის - წარმოდგენილი ინიციატივის მიმართულებით); ა.გ) ინფორმაციას ინიციატივის შესახებ - ინიციატივით დაგეგმილი საქმიანობები/ღონისძიებები; განხორციელების ვადები; მოსალოდნელი შედეგები; ა.დ) ინფორმაციას ინიციატივის ბიუჯეტის შესახებ - ინიციატივის საერთო ბიუჯეტი; ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოთხოვნილი დაფინანსების (თანადაფინანსების) ოდენობა; განმცხადებლის თანადაფინანსების/თანამონაწილეობის ოდენობა; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის/ცხოვრების შესახებ დოკუმენტს; გ) ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (მოწვევა და სხვა); დ) მერიის მხრიდან მოთხოვნილ სხვა დოკუმენტებს/ინფორმაციას (ინიციატივის განხილვის პროცესში მოთხოვნის შემთხვევაში). მუხლი 4🔗. საპროექტო განაცხადების/განაცხადების განმხილველი კომისია 1. საპროექტო განაცხადების/განაცხადების განხილვის, შეფასებისა და მერისთვის სათანადო რეკომენდაციის წარდგენის მიზნით, მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (შემდგომ - მერის ბრძანება) იქმნება საპროექტო განაცხადების/განაცხადების განმხილველი კომისია (შემდგომ - კომისია). ამავე ბრძანებით განისაზღვრება კომისიის წევრთა რაოდენობა, შემადგენლობა და კომისიის ფუნქციონირების ვადა. 2. კომისიის შემადგენლობა კომპლექტდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებით. კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი და არ უნდა იყოს 7 წევრზე ნაკლები. კომისიის შემადგენლობაში ხმის უფლებით ან/და ხმის უფლების გარეშე, სხვა წევრებთან ერთად შესაძლებელია შედიოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის (ორგანიზაციების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები). კომისიაში შესაძლებელია მოწვეულ იქნეს შესაბამისი სფეროს/დარგის სპეციალისტი. 3. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც განსაზღვრავს მერი. კომისიის სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. საპროექტო განაცხადის/განაცხადის განხილვაში არ უნდა მონაწილეობდეს კომისიის წევრი თუ: ა) განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ნათესავია ან მისი ნათესავის წარმომადგენელია; ბ) განმცხადებელი პირი მისი ნათესავია ან მისი ნათესავის წარმომადგენელია; გ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია; დ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია; ე) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან; ვ) პირადად, პირდაპირ დაინტერესებულია თანხის გაცემის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. 5. ამ წესის მიზნებისათვის ნათესავად ითვლება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირები. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილება ხდება აცილების ან თვითაცილების განცხადების გზით. აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს კომისიის წევრმა, განმცხადებელმა, სამსახურმა. პირი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა შეუთავსებლობა, ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. აცილების/თვითაცილების საკითხს წყვეტს კომისია, ამასთან გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს ის პირი რომლის აცილების/თვითაცილების საკითხიც განიხილება. 7. კომისია: ა) განიხილავს საპროექტო განაცხადებს/განაცხადებს და იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების (თანადაფინანსების) შესახებ რეკომენდაციის გაცემის ან დაფინანსების (თანადაფინანსების) შესახებ რეკომენდაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; ბ) განიხილავს საპროექტო განაცხადებს/განაცხადებს და იღებს რეკომენდაციას საპროექტო განაცხადის/განაცხადის განხილვაზე უარის თქმის/განუხილველად დატოვების შესახებ; გ) საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს შერჩეული საპროექტო განაცხადების/განაცხადების განხორციელებისას მონიტორინგის საკითხებზე; დ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 5 წევრისა. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 9. კომისიის სხდომის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის გადაწყვეტილებები/რეკომენდაციები აისახება კომისიის სხდომის ოქმში. მუხლი 5🔗. საპროექტო განაცხადის/განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. საპროექტო განაცხადი/განაცხადი წინასწარი განხილვის მიზნით გადაეცემა მერიის შესაბამის სამსახურს. 2. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის/განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის წარდგენილი ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტები, სამსახური პირს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 7 (შვიდი) დღეს. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას საპროექტო განაცხადის/განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც უნდა ეცნობოს მერს და განმცხადებელს. 3. საპროექტო განაცხადის/განაცხადის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში სამსახური განიხილავს პროექტის განხორციელების მიზნობრიობას და დადებითი შეფასების შემთხვევაში გადასცემს კომისიას შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებისთვის. 4. საპროექტო განაცხადი/განაცხადი პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) საპროექტო განაცხადის/განაცხადის შესაბამისობა პრიორიტეტულ მიმართულებებთან; ბ) საპროექტო განაცხადის/განაცხადის დასაბუთებულობა და საკითხის/პრობლემის აქტუალურობა; გ) განმცხადებლის უნარი/შესაძლებლობა განახორციელოს წარდგენილი პროექტი/ინიციატივა; დ) პროექტის/ინიციატივის ხარჯთეფექტურობა, დაფინანსების (თანადაფინანსების) მოცულობა და თანადაფინანსების წილი; ე) ბენეფიციარების/მიზნობრივი ჯგუფების ჩართულობა პროექტის/ინიციატივის განხორციელებაში (პროექტის მიზნებიდან გამომდინარე ასეთის აუცილებლობისას). 5. თუ საპროექტო განაცხადი/განაცხადი შეესაბამება მიზნობრივ მიმართულებებს და პრიორიტეტებს, აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ სხვა მოთხოვნებს და კომისია მიზანშეწონილად თვლის დაფინანსების (თანადაფინანსების) საკითხის განხილვას, საჭიროებისამებრ კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს პროექტის/ინიციატივის დაზუსტება ან/და შესწორებული საპროექტო განაცხადის/განაცხადის წარდგენა (აქტივობების და ბიუჯეტის შეცვლა/შესწორება) კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. 6. საპროექტო განაცხადებს/განაცხადებს შორის არჩევანის გაკეთების საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსების (თანადაფინანსების) შესახებ რეკომენდაცია ეძლევა/უპირატესობა ენიჭება იმ საპროექტო განაცხადს/განაცხადს, რომელიც კომისიის წევრთა უფრო მეტის ხმას მიიღებს. ამასთან, თანაბარი რაოდენობის ხმების შემთხვევაში, დაფინანსების (თანადაფინანსების) შესახებ რეკომენდაცია ეძლევა/უპირატესობა ენიჭება უფრო ადრე შეტანილ საპროექტო განაცხადს/განაცხადს. 7. კომისიის გადაწყვეტილებები/რეკომენდაციები აისახება სხდომის ოქმში. კომისიის გადაწყვეტილება/რეკომენდაცია საპროექტო განაცხადის/განაცხადის განუხილველად დატოვების, საპროექტო განაცხადის/განაცხადის დაფინანსების (თანადაფინანსების) შესახებ რეკომენდაციის გაცემის ან დაფინანსების (თანადაფინანსების) შესახებ რეკომენდაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. 8. კომისიის გადაწყვეტილებით/რეკომენდაციით პროექტის დაფინანსების (თანადაფინანსების) წყაროდ შესაძლებელია განისაზღვროს როგორც მერიისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები. 9. კომისიის გადაწყვეტილება საპროექტო განაცხადის/განაცხადის დაფინანსებაზე (თანადაფინანსებაზე) რეკომენდაციის გაცემის შესახებ და საპროექტო განაცხადი/განაცხადი გადაეცემა მერს, რომელიც კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსების (თანადაფინანსების) შესახებ. 10. მერის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტით მსგავსი პროექტების თანადაფინანსებისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მსგავსი ასიგნებების არარსებობის, ან შესაბამის საბიუჯეტო მუხლში თანხის ამოწურვის ან/და არასაკმარისობის შემთხვევაში, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ხორციელდება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება. მუხლი 6🔗. ხელშეკრულება 1. სამართლებრივი ურთიერთობა მუნიციპალიტეტსა და დაფინანსების (თანადაფინანსების) მიმღებ პირს შორის წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესითა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით. 2. ხელშეკრულება სულ ცოტა უნდა ითვალისწინებდეს: ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს; ბ) მითითებას ხელშეკრულების დადების საფუძვლების შესახებ; გ) განსახორციელებელი პროექტის/აქტივობების აღწერას და განხორციელების ვადებს; დ) დაფინანსების ან/და თანადაფინანსების მიმღების თანამონაწილეობის ოდენობას, თანადაფინანსების განრიგსა და წესებს; ე) მხარეთა უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო; ვ) მონიტორინგის განხორციელების ფორმებს და წესებს, ანგარიშგების წესებს; ზ) ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს და წესს. 3. ხელშეკრულების შეცვლის და შეწყვეტის წესი რეგულირდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. ანგარიშგება და მონიტორინგი 1. ამ წესის საფუძველზე დაფინანსებული პროექტების/ინიციატივების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს მერიის შესაბამისი სამსახური. 2. სამსახური ამოწმებს დაფინანსებული პროექტის/ინიციატივისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, დაფინანსების (თანადაფინანსების) მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე. 3. დაფინანსების (თანადაფინანსების) მიმღები ვალდებულია, ხელშეკრულებით დადგენილი პერიოდულობითა (მიმდინარე ან/და საბოლოო ანგარიში) და ფორმით, სამსახურს წარუდგინოს პროექტის შესრულების ანგარიში (პროგრამული და ფინანსური). ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მიმდინარე/განხორციელებული პროექტის/შესრულებული ინიციატივის შესახებ, მათ შორის: ა) მონაცემებს დაფინანსების (თანადაფინანსების) მიმღების შესახებ (სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა); ბ) განხორციელებული საქმიანობის/აქტივობების აღწერას და განხორციელების ვადებს (პროექტით დაგეგმილისა და რეალურად განხორციელებულის მითითებით); გ) ინფორმაციას მიღწეული შედეგების შესახებ (პროექტით დაგეგმილისა და რეალურად განხორციელებულის მითითებით); დ) ინფორმაციას გაწეული ხარჯების შესახებ (მერიიდან მიღებული დაფინასების ან/და დაფინანსების მიმღების თანამონაწილეობის წილის მითითებით). 4. ანგარიშს უნდა დაერთოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯების ან/და აღებული ფინანსური ვალდებულებების დამადასტურებელი დოკუმენტები და პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების/აქტივობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ფოტო მასალა, მონაწილეთა სიები და სხვა). 5. სამსახური ახორციელებს დაფინანსებული პროექტის/ინიციატივის მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგს, ამ წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით, ფორმებითა და წესით. 6. მონიტორინგი ხორციელდება ანგარიშგების მასალების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ან/და სამსახურის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. მონიტორინგი შეიძლება მოიცავდეს პროექტის/ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ/განხორციელებულ ღონისძიებაზე დასწრებას. 7. განხორციელებული მონიტორინგის შესახებ სამსახური/პასუხისმგებელი მოსამსახურე ადგენს ანგარიშს. მუხლი 8🔗. ფინანსური ანგარიშსწორება  1. ფინანსურ ანგარიშსწორებამდე შესაბამის სამსახურსა და პროგრამის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრულ დაფინანსების (თანადაფინანსების) მიმღებ პირს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. 2. მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსების (თანადაფინანსების) თანხის გაცემა/გადარიცხვა შეიძლება მოხდეს პერიოდული ან/და საბოლოო ანგარიშსწორების ფორმით. ანგარიშსწორების პერიოდულობა და ფორმა განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებით.  3. პერიოდული ანგარიშსწორებისას, მუნიციპალიტეტის მხრიდან თანხის გაცემა/გადარიცხვა ხდება პერიოდულად, შუალედური ანგარიშის და სამუშაოს შესრულების/ხარჯების გაწევის ან/და აღებული ფინანსური ვალდებულებების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. 4. საბოლოო ანგარიშსწორებისას, მუნიციპალიტეტის მხრიდან თანხის გაცემა/გადარიცხვა ხდება პროექტის დასრულების/ინიციატივის განხორციელების შემდეგ, საბოლოო ანგარიშის და სამუშაოს შესრულების ამსახველი/ხარჯების გაწევის ან/და აღებული ფინანსური ვალდებულებების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. 5. პროექტის/ინიციატივის თანადაფინანსების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშსწორებისას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხა გაიცემა ხარჯების გაწევის ან/და აღებული ფინანსური ვალდებულებების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წილის პროპორციულად.