“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.004.555
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №367
2000 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
I. „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტში სიტყვები „ხუთი მოადგილე“ შეიცვალოს სიტყვებით „ოთხი მოადგილე“;
ბ) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ე“ ქვეპუნქტი.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის შემდეგი ქვედანაყოფები:
ა) შტაბი;
ბ) სარეჟიმო სამსახური;
გ) უსაფრთხოების სამსახური;
დ) სპეციალური დაცვის სამსახური;
ე) საერთო სამსახური;
ვ) სპეციალური განყოფილება;
ზ) კადრების განყოფილება;
თ) იურიდიული განყოფილება;
ი) მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, განათლების და სოციალურ საკითხთა უზრუნველყოფის განყოფილება.“.
3. მე-6 მუხლის:
ა) სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. უფლებამოსილების განაწილება დეპარტამენტის ხელმძღვანელთა შორის“;
ბ) მე-4 პუნქტში სიტყვები „სპეციალური სამსახურის“ შეიცვალოს სიტყვებით „სპეციალური განყოფილების“;
გ) მე-4 პუნქტს სიტყვების „სპეციალური განყოფილების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, განათლების და სოციალურ საკითხთა უზრუნველყოფის განყოფილების“.
4. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შტაბის შემადგენლობაში შედის:
ა) საორგანიზაციო-საინსპექტორო განყოფილება;
ბ) სამდივნო;
ბ) კომენდატურა.“.
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვები „სამორიგეო ნაწილებსა და კანცელარიებს“ შეიცვალოს სიტყვებით „კომენდატურის და სამდივნოს“;
გ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „თ - ჟ“ ქვეპუნქტები;
დ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ამოცანებს“.
5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსიის 71 მუხლი:
„მუხლი 71. საერთო სამსახური
1. საერთო სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) ბაზა;
დ) სამშენებლო უბანი;
ე) ავტოსატრანსპორტო კოლონა.
2. საერთო სამსახური:
ა) ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, სამინისტროსა და შესაბამის ორგანოებში მიწოდებას და ახდენს დროულ რეაგირებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საბუღალტრო - საფინანსო საქმიანობას;
გ) წარმოადგენს წინადადებებს სასჯელაღსრულების ორგანოთა და მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით, ინვენტარით, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტრომასალებითა და მოწყობილობებით, ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, იარაღითა და სპეციალური დანიშნულების ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე;
დ) უზრუნველყოფს დაწესებულების მოწყობილობების, საინჟინრო ქსელების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართულ მუშაობას და ახორციელებს კონტროლს მათ სწორ ექსპლუატაციაზე;
ე) საქმიანობის პროცესში ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართებით პრაქტიკულ ღონისძიებებს;
ვ) მონაწილეობას იღებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საინჟინრო ქსელების, ენერგეტიკული ობიექტების სისტემების, ახალი საწარმოო საამქროების ან არსებულის რეკონსტრუქციის ტექნიკური პირობებისა და პროექტების დამუშავებაში;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.“.
6. მე-8 მუხლში სიტყვა „განყოფილება“ შეიცვალოს სიტყვით „სამსახური“.
7. მე-9 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი.
8. მე-10 მუხლის „ა“ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება“.
9. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შეისწავლის პირად შემადგენლობასთან აღმზრდელობითი მუშაობის ფორმებსა და მეთოდებს“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სისტემატურად ახორციელებს სასაჯელაღსრულების დაწესებულებათა ინსპექტირებას“.
10. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. სპეციალური განყოფილება
1. სპეციალური განყოფილება:
ა) აკონტროლებს მსჯავრდებულთა მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებაზე მათი წარდგენის კანონიერებას;
ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მასალების დროულად და ხარისხიანად მომზადებასა და გაგზავნას;
გ) ორგანიზებას უკეთებს მსჯავრდებულთა გათავისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტებისა და ამინისტიის შესრულებას;
დ) აწარმოებს მსჯავრდებულთა ერთიან რეესტრს და ქმნის მათი მონაცემების ერთიან კომპიუტერიზებულ საინფორმაციო ბანკს;
ე) უზრუნველყოფს გათავისუფლებული მსჯავრდებულების პირადი საქმის დამუშავებასა და სათანადო შენახვას;
ვ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი