,,მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის" დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.05.2021
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №06
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 873 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 25.12.2014 გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 86% 28.09.2022 „დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 84% 29.04.2021 გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 83% 05.07.2021 კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 82% 07.10.2022

დოკუმენტის ტექსტი

,,მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის" დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №06 2021 წლის 31 მაისი ქ. ბათუმი „მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,   ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმა და გამოყენების წესი“. მუხლი 2🔗 ამ ბრძანების ამოქმედებამდე ძალაში დარჩეს სააგენტოში წარმოდგენილი მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკები. მუხლი 3🔗 2022 წლის 1 იანვრამდე ძალაში დარჩეს, საზღვაო სასწავლო დაწესებულების მიერ რეგისტრირებული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ აღიარებული საერთაშორისო სანაოსნო ფედერაციის მიერ შემუშავებულ გემზე გავლილი წვრთნის აღრიცხვის შემდეგ წიგნაკები: On Board Training Record Book for Deck Cadets და On Board Training Record Book for Engineer Cadets.  მუხლი 4🔗 2013 წლის პირველ იანვრამდე  მეზღვაური, რომელსაც არ გააჩნია წიგნაკი, ვალდებულია წვრთნისა და მომზადების გავლა დაადასტუროს შესაბამისი დოკუმენტებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სააგენტო შეაფასებს ამ დოკუმენტების ნამდვილობას და გადაწყვეტს მათი გამოყენების მიზანშეწონილობას.   მუხლი 5🔗 წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 აგვისტოდან.  მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №022 ,,მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“. მუხლი 7🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმა და გამოყენების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის (შემდეგში – წიგნაკი) ფორმას, გამოყენების წესსა და პირობებს. 2. ეს წესი შემუშავებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ კანონით გათვალისწინებული წიგნაკის ფორმისა და მისი გამოყენების პირობების განსაზღვრას. 3. ამ წესის მიზნებისთვის კადეტი არის პირი, რომელიც გემზე გადის საზღვაო  საწვრთნელ პრაქტიკას. 4. ამ წესში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება კანონის, „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და  ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა (შემდგომში – კონვენცია) და „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით, მათი შესწორებული ვერსიებით. მუხლი 2🔗. წიგნაკის  ცნება  და  ფორმა 1. წიგნაკი არის მეზღვაურის მიერ გავლილი წვრთნის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. სააგენტო აღიარებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ აღიარებული საერთაშორისო სანაოსნო ფედერაციის მიერ შემუშავებულ გემზე გავლილი წვრთნის აღრიცხვის შემდეგ წიგნაკებს: 2.1. On Board Training Record Book for Engine Ratings including Able Seafarer Engine; 2.2. On Board Training Record Book for Deck Ratings including Able Seafarer Deck. 3. წინამდებარე წესის დანართი №1-ით განისაზღვრება გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის მიერ წარმოსადგენი წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმა და მისი გამოყენების წესი. 4.წინამდებარე წესის დანართი №2-ით განისაზღვრება გემის სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის მიერ წარმოსადგენი წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმა და მისი გამოყენების წესი. 5. წინამდებარე წესის დანართი №3-ით განისაზღვრება ელექტროტექნიკოს ოფიცრის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის მიერ წარმოსადგენი წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმა და მისი გამოყენების წესი. 6. წინამდებარე წესის დანართი №4-ით განისაზღვრება ყველა ტიპის ტანკერზე გაფართოებულ კურსებზე დასაშვებად წარმოსადგენი წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმა და მისი გამოყენების წესი. 7. წიგნაკი უნდა ინახებოდეს უშუალოდ იმ მეზღვაურთან, რომელზეც გაცემულია იგი. 8. სააგენტო, კონვენციის და კანონის მიზნებისათვის, დოკუმენტურ დასაბუთებად მიიჩნევს წიგნაკს, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში ან სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-სასწავლო დაწესებულებაში. მუხლი 3🔗. წიგნაკის  გაცემის  წესი 1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3, მე-4  და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული წიგნაკის ასაღებად პირს შეუძლია გამოიყენოს ამ ბრძანების დანართი №1, №2 და №3-ით განსაზღვრული ფორმა. 2. წიგანკი ექვემდებარება რეგისტრაციას, რომლისთვისაც პირმა  უნდა მიმართოს საზღვაო-სასწავლო დაწესებულებას, სადაც სწავლობს ან დაასრულა  სწავლა და საიდანაც იგზავნება სასწავლო -საზღვაო პრაქტიკაზე. 3. ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ წიგნაკს რეგისტრაციაში ატარებს სააგენტო. მუხლი 4🔗. წიგნაკის  შევსების  წესი 1. წიგნაკში შეტანილი ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს წიგნაკის ინსტრუქციით გათვალისწინებულ მითითებებს. 2. წიგნაკი ივსება ინგლისურ ენაზე. 3. სავახტო თანაშემწის, სავახტო მექანიკოსისა და ელექტროტექნიკოს ოფიცრის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული წიგნაკი, რომელიც შევსებულ იქნა სასწავლო და საწვრთნელი პროგრამის ნაწილში შემავალი სისტემატური პრაქტიკული წვრთნის დროს და რომლის შევსებაზეც  ზედამხედველობა და კონტროლი, როგორც ზღვაში, ასევე ნაპირზე, განხორციელდება  კვალიფიციური ზედამხედველი პირის მიერ. 4.  წიგნაკის შევსება სავალდებულოა როგორც სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ნაოსნობის დროს, ასევე საწვრთნელი პროგრამით გათვალისწინებული ნაოსნობის განმავლობაში, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ 12 თვის ნაოსნობის სტაჟს. 5. წიგნაკში მოცემული დავალებების შესრულება შიძლება გადანაწილდეს მინიმუმ 2  და მაქსიმუმ 6 გემზე. 6. წიგნაკით გათვალისწინებული საპროექტო სამუშაოს შერულება სავალდებულოა. წიგნაკში მითითებული საპროქეტო სამუშაოს საკითხებიდან საზღვაო სასწავლო დაწესებულება  ვალდებულია კონკრეტულად განუსაზღვროს კადეტს დავალებები საწვრთნელი პროგრამის დაწყების წინ. საპროექტო სამუშაოს შეფასებას ახორციელებს საზღვაო სასწავლო დაწესებულება ან სააგენტო. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კვალიფიციურ პირად ითვლება გემის კაპიტანი, უფროსი მექანიკოსი ან მათ მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი და სასწავლებლის მიერ განსაზღვრული პრაქტიკის ხელმძღვანელი. მუხლი 5🔗. წიგნაკის გამოყენების წესი 1. წიგნაკი წარმოადგენს მეზღვაურის მიერ გავლილი  წვრთნების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს პირველად მტკიცებულებას სააგენტოსთვის მეზღვაურის კომპეტენციის/კვალიფიკაციის ან სხვა სერტიფიკატის გაცემისთვის. 2. სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამის ორგანოსთან/პირთან გადაამოწმოს წიგნაკში შეტანილი ნებისმიერი ინფორმაცია ან მონაცემი, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ინფორმაცია ან მონაცემი მცდარია ან გაყალბებული. მუხლი 6🔗. საზღვაო სასწავლო დაწესებულების ვალდებულებები 1. საზღვაო სასწავლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ წესის მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალიწინებული წიგნაკის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება.  2. საზღვაო სასწავლო დაწესებულება  მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალიწინებულ წიგნაკს გასცემს უფასოდ.